გუს ჰიდინკი აცხადებს, რომ “ჩელსიში” ყოფნას ძალიან შეეჩვია და დიდად ანაღვლებს ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს ლონდონური კლუბის დატოვება მოუწევს.
“ფორმაში ვარ, თავს ბუნებრივად ვგრძნობ. ყოველ დილით სახეზე ღიმილით ვიღვიძებ. მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი გვაქვს და ვაგებთ, მე მაინც მსიამოვნებს ვარჯიშზე მისვლა.
თუმცა სხვამხრივ ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ადგილი, უკანა ფონზე უნდა გადავინაცვლო. დარწმუნებული ვარ, რომ “ჩელსის” მომავალ სეზონშიც ხშირად მოვინახულებ.” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.