“რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს კანტეს ტრანსფერისთვის ეცილებიან

ლონდონის “ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, რომელსაც დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ საკუთარ პოზიციაზე, “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიომ 2015/16 წლები სეზონში აღიარა, როდესაც ამ უკანასკნელმა “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

ნგოლო კანტე ბავშვობაში მადრიდულ გრანდს გულშემატკივრობდა და თავის ოთახში “ბლანკოსის” ფეხბურთელების ფოტოები ჰქონდა გამოფენილი. Le Parisien აღნიშნული ბრძოლის ფავორიტად სწორედ დედაქალაქურ კლუბს მიიჩნევს.

თავის მხრივ, “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა სეზონის დასასრულს კანტე “კამპ ნოუზეც” კი მიიწვიეს ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებად.

აზარი: “რეალმა” იცის, რაც უნდა გააკეთოს, თუ ჩემი ტრანსფერი უნდა”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავი, ედენ აზარი, აღიარებს რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ კლუბი გუნდის გაძლიერებისკენ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ სიტაუცია მხოლოდ გაუარესდება, აუცილებლად წავალ.

ბევრი სპეკულაციებია ჩემს “რეალში” გადაბარგებასთან დაკავშირებით. “რეალმა” იცის, რაც უნდა გააკეთოს, თუ ჩემი ტრანსფერის განხორციელება უნდა.

ლონდონში ყველაფერი მოვიგე ჩემპიონთა ლიგის გარდა. მადლობას ვუხდი კლუბს ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე პროექტი მჭირდება. “რეალშიც” იმ პირობით გადავალ, თუ მათი პროექტი მომეწონება,” – აცხადებს აზარი.

აბრამოვიჩმა “ჩელსი” ყველაზე მდიდარ ბრიტანელს არ მიჰყიდა

რომან აბრამოვიჩმა ყველაზე მდიდარი ბრიტანელის, ჯიმ რეტკლიფის, წინადადება ლონდონის “ჩელსის” შესყიდვასთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა. ამ ინფორმაციას Daily Mail ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, საწვავის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის (Ineos) გენერალური დირექტორი “არისტოკრატების” მოსყიდვას 15.6 მილიონ დოლარად ცდილობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ჩელსის” სეზონური ბილეთების გაყიდვაზე სწორედ რეტკლიფი ზრუნავს. Forbes ბრიტანელის ქონებას 21 მილიარდ ფუნტად აფასებს, მაშინ როდესაც რუსი ბიზნესმენი 9,3 მილიარდს ფლობს.

65 წლის ბიზნესმენის შემოსავალი ორჯერ აღემატება აბრამოვიჩის შემოსავალს. ჯიმ რეტკლიფი უკვე ფლობს საფეხბურთო კლუბს შვეიცარიაში.

მადრიდის “რეალი” ანტონიო კონტეს კონტრაქტს გამოისყიდის

Sky Sports Italia-ს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს კონტრაქტში არსებული პუნქტის გააქტიურებას გეგმავს.

როგორც იცით, ანტონიო კონტე ჯერ კიდევ ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელად ითვლება და თავისუფლად მოქმედების უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომაც, “ბლანკოსს” “არისტოკრატებთან” მოუწევს საქმის მოგვარება.

Marca კონტეს, რომელმაც “ჩელსის” პირველივე სეზონში მოაგებინა პრემიერ ლიგა, “რეალის” თავკაცობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი ზინედინ ზიდანმა ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დატოვა. კონტესთან ერთად, “რეალის” თავკაცობას არსენ ვენგერსა და გუტის უწინასწარმეტყველებდნენ.

“ჩელსისა” და მაურისიო სარის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა

“ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის, ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა გამორირიცხა. ამ ინფორმაციას იტალიური CalcioNapoli24 ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 25 მაისს სარიმ 4-წლიანი კონტრაქტი შეთანხმა “ჩელსისთან”, მისი ხელფასად კი 6 მილიონი ევრო იყო გათვლილი წელიწადში. თუმცა, ბოლო მომენტში “ჩელსიმ” უარი განაცხადა “ნაპოლისთვის” სარის კონტრაქტის გასაწყვეტად 8 მილიონი ევროს გადახდაზე.

“ნაპოლის” იურისტის, მატია გრასანის, ცნობით. ნებისმიერმა კლუბმა, რომელსაც სარის კონტრაქტის შესყიდვა უნდა, “ნეაპოლიტანელებს” უნდა მიმართოს. სარის კონტრაქტში, რომელსაც ვადა 2019 წელს ეწურება, არ არის პუნქტი, რომელიც მას ინდივიდუალურად მოქმედების უფლებას აძლევს.

სარის აგენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრისას იხუმრა კიდეც: “ჩელსი”? ეს რა არის? მსგავსი არაფერი გამიგია, საფეხბურთო კლუბია? ჩვენ მხოლოდ “ნაპოლი” ვიცით.”

“ჩელსი” კურტუასთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, რომელიც მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები 26 წლის მეკარის გაყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ. მის გარშემო არსებულ სიტუაციას “რეალისა” და “ლივერპულის” მესვეურები აკვირდებიან.

კურტუას წასვლის შემთხვევაში, “არისტოკრატები” მის შეცვლას “რომას” მეკარის, ალისონის, გადაბირებით გეგმავენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ “რეალი” და “ლივერპული” ალისონსაც აკვირდებიან.

“ასტონ ვილამ” დაადასტურა: ჯონ ტერი გუნდს ტოვებს

ჯონ ტერი “ასტონ ვილას” ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინგლისური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

37 წლის ფეხბურთელს “ბირმინგემულ” კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და, შესაბამისად, ახლა მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ტერი.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა 14 წლის მანძილზე გამოდიოდა ლონდონის “ჩელსიში”. ხოლო, უკვე გასულ სეოზნში მან “ჩემპიონშიფიში” 35 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

გვარდიოლა: “სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მაურისიო სარიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “ნაპოლის” ექს-თავკაცმა უახლოეს მომავალში “ჩელსი” ჩაიბაროს და პეპის უშუალო მეტოქე გახდეს.

“სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში. მწვრთნელებს იმის მიხედვით სჯიან, თუ რა მოიგეს, მაგრამ სარიმ “ნაპოლის” ნამდივლი ფეხბურთი აპოვნინა – ეს სინათლის სხივი იყო.

მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მართოს გუნდი. მისი ხელმძღვანელობით “ნაპოლი” ყოველ მატჩში ნამდვილ სპექტაკლს დგამდა. მასთან დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი.

ჩემპიონობისთვის “ნაპოლიმ” ყველაფერი გააკეთა. თუმცა მცირე დეტალებმა ყველაფერი სხვაგვარად შეატრიალეს. “იუვეს” “მილანთან” რომ წაეგო, “ნეაპოლიტანელები”, ალბათ, ჩემპინები იქნებოდნენ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

აზარი: “საკმარისად ეგოისტი არ ვარ იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოვიგო”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, ედენ აზარი თანამედროვე მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. მას ბევრი უკვე, რამდენიმე წელია, ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებს.

აღნიშნულ საკითხზე თავად სპორტსმენმა ისაუბრა.

“მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ არ ვარ ეგოისტი. შესაძლოა, ეს მართალია. ახლა, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რამის მოსაგებად, როგორიც, მაგალითად, ოქროს ბურთი, ან ოქროს ბუცია, გჭირდება, იყო, ეგოისტი. მაგრამ, ეს საერთოდ არ ვარ. უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ და მორჩა,” – ამბობს ბელგიელი.

ედენ აზარმა “ჩელსის” ულტიმატუმი წაუყენა

ლონდონის “ჩელსის” 27 წლის ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირა, თანაც საკმაოდ ხაზგასმით. ბელგიელი ფეხბურთელი “არისტოკრატთა” ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებს.

როგორც იცით, აზარის ტრანსფერით საკმაოდ აქტიურად ინტერესდებიან უცხოური გრანდები, მათ შორის მადრიდის “რეალიც”. თავად ფეხბურთელი კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

“ახალ ფეხბურთელებს ველოდები, ძლიერ მოთამაშეებს. მინდა გუნდი გაძლიერდეს და მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებისთვის ღირსეულად ვიბრძოლოთ.

სწორედ ამიტომაც ვაჭიანურებ კონტრაქტის გახანგრძლივებას. აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ დრო გადის, მე კი ჩემი მიზნები მაქვს. ძალიან ბევრს ვფიქრობ მომავალთან დაკავშირებით,” – აცხადებს ბელგიელი ნახევარმცველი.

მორატა, შესაძლოა, თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ვარსკვლავი, ალვარო მორატა, “იუვენტუსში” დაბრუნების ვარიანტს განიხილავს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონი” მარიო მანძუკიჩის შემცვლელს ეძებს. ტურინელები კი საუკეთესო კანდიდატურად მორატას, მიიჩნევენ, რომელშიც “ჩელსიმ” გასულ ზაფხულს 58 მილიონი ფუნტი გადაუხადა მადრიდის “რეალს”.

აქვე შეგახსენებთ მორატას ბოლო სიტყვებს ტურინის “იუვენტუსის” დატოვებამდე: “იტალია საუკეთესო ქვეყანაა ესპანელი ფეხბურთელებისთვის”.

კარიკატურა: “ჩელსი”, თითქმის, “ჩემპიონთა ლიგის” გარეშეა

ლონდონის “ჩელსის” შანსი იმისა, რომ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ძალიან მცირეა. ის მეხუთე პოზიციაზეა 70 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ მეოთხეადგილოსან “ლივერპულს” 72 ქულა აქვს. ბოლო ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე თუ მერსესაიდელებმა მინიმუმ ფრე ითამაშეს “ბრაიტონთან”, “ჩელსის” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასასვლელად სტუმრად “ნიუ კასლთან” მოგებაც არ შველის. შესაბამისად, მომავალ სეზონში ინგლისის ოთხი გუნდი იქნებიან: “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და, უდიდესი ალბათობით, “ლივერპული”.

ამ საკითხზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.