რის გამო გააგდეს ტიბო კურტუა დღევანდელ მატჩში? [ვიდეო]

დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის შაბათის ყველა მატჩი. ბოლო შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” ინგლისის ჩემპიონებმა გამართეს, სადაც “ჩელსი” “სუონსის” დაუზავდა, 2-2.

მატჩის 53-ე წუთზე, ტიბო კურტუა ბატეფიმბი გომესთან უხეშობის გამო მსაჯმა გააძევა და პენალტი დანიშნა, რაც ფერადკანიანმა შემტევმა მშვენივრად გამოიყენა.

ოსკარმა “სუონსის” ულამაზესი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსის” შორის, სადაც მასპინძლები პირველი ტაიმის შესვენებაზე უელსელებს 1-0 ამარცხებენ.

მატჩის 23-ე წუთზე, “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ოსკარმა “სუონსის” ულამაზესი გოლი გაუტანა.

„ჩელსიმ“ მოურინიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისის პრემიერლიგის დაწყებამდე ერთი დღის ადრე ლონდონის „ჩელსიმ“ ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო, რომელიც ლონდონში 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობა, „ჩელსიში“ 2013 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში პრემიერლიგა მოიგო.

 

მოურინიო ინგლისში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ტიტულისთვის მინიმუმ ხუთი კლუბი იბრძოლებს, დანარჩენები კი მთავარ პრეტენდენტებს ბევრ ქულას დააკარგვინებენ.

“ჩემპიონობის არაკანდიდატი გუნდები კიდევ უფრო მეტ მატჩს მოუგებენ ტიტულის მოპოვების პრეტენდენტ კლუბებს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენნაირ გუნდებშიც ითამაშებდნენ. მაგალითად, იოან კაბაის, ჯორჯინიო ვეინალდუმსა და მაქს გრადელს “ჩელსიში” თამაში შეუძლიათ.

ტიტულის მოპოვების მინიმუმ ხუთი კანდიდატი გუნდი გვყავს, დანარჩენები კი სულ უფრო ძლიერდებიან.

პრემიერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ასე რომ, ტოპ-კლუბებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩელსი” პრემიერლიგის ახალ სეზონს დამდეგ შაბათს, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩით იწყებს.

 

მოურინიო: “თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის სუპერთასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა. ამ ფაქტმა სპორტულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავად პორტუგალიელი თვლის, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არც უნდა ჩამოართვან.

“არ მინდა, მომხდარისგან რაღაც ისტორია შევქმნა. როდესაც ქუჩაში მიდიხართ, ვალდებული არ ხართ, ყველას მიესალმოთ და ხელი ჩამოართვათ. როდესაც კლუბს წარმოადგენთ, ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. სუპერთასის დროს ვფიქრობდი ჩემს გუნდზე, გამარჯვებულზე, “უემბლიზე”, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო საფეხბურთო სტადიონია, სადაც შეგიძლია ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”, – განაცხადა მოურინიომ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

გვარდიოლა მოურინიოსთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა

„აუდის თასის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ასევე გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.

„ჟოზე მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემი მიზანი გუნდისთვის შედეგის მოტანაა და არა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ყოფნა“, – ციტირებს გვარდიოლას გამოცემა AS-ი.

„აუდის თასის“ ნახევარფინალში „ბაიერნი“ „მილანს“ შეხვდება. ტურნირის მეორე მატჩში კი „რეალი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

მოურინიომ ვერცხლის მედალი ტრიბუნაზე გადააგდო (ვიდეო)

ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც “უემბლიზე” ლონდონის “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის კინკილა გოლის წყალობით “მეთოფეებმა” ანგარიშით 1:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვერცხლის მედლის თავისთან დატოვება არ ისურვა და ტრიბუნაზე მყოფ ბიჭუნას გადაუგდო.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხებულისთვის განკუთვნილ მედლებს არ ინახავს.

“ეს მედალი დამარცხებულისთვისაა განკუთვნილი. იმ ბიჭისთვის დასამახსოვრებელი მომენტი იქნება.
“ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ეს სეზონის ის პერიოდია, როცა ყველა ენერგიაგამოცლილია.
“არსენალი” თავს ათი კაცით იცავდა. კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ასე რომ, ვულოცავ გამარჯვებას”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ვენგერმა მოურინიოს პირველად მოუგო

როგორც მოგეხსენებთ, დღეს, ინგლისის სუპერთასის მატჩში, ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „მეთოფეთა“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 24-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთთხვევაა, როდესაც არსენ ვენგერის გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავკაცობით გასულ „ჩელსის“ სძლია. აქამდე პორტუგალიელ სპეციალისტს ფრანგთან არასდროს წაუგია. ჯამში ამ ორი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შევხდნენ.

„ჩელსი“ დამარცხებულია – „არსენალმა“ სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო

დასრულდა ინგლისის სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ.

გუნდებს სახიფათო მომენტები ხანგრძლივი პერიოდის განამვლობაში არ შეუქმნიათ. 22-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჩაწოდებულს მეორე სართულზე თეო უოლკოტი გამოეხმაურა, რომლის დარტყმა ტიბო კრუტუამ ხელში უპრობლემოდ აიღ. სამაგიეროდ, ორ წუთში იმავე ულკოტმა კვლავ შეუტია, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე პასით ოექსლეიდ-ჩემბერლენი მოამარაგა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმოში შევიდა, მცველებს აჯობა და ძლიერად დარტყმის შემდეგ ბელგიელი მეკარე უშანსოდ დატოვა – 1:0 (იხილეთ ვიდეო). 33-ე წუთზე მეტოქის კარს რამირესმა დაუმიზნა, რის შემდეგაც ბურთი „არსენალის“ კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. სამ წუთში რამირესმა ბურთი ვილიანისგან მარცხენა ფლანგიდან მიიღო და თავით დაარტყა, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად. 42-ე წუთზე იმავე ფლანგიდან შეჭრილმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ნაჩო მონრეალის მიმართლებით ჩააწოდა, თუმცა მეორე სართულზე „არსენალის“ მოთამაშეს ბრანისლავ ივანოვიჩმა აჯობა, რომელმაც ბურთი გამოიტანა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე „მეთოფეებს“ ანაგრიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა საჯარიმოში ამჯერად საიმედოდ კეიჰილმა ითამაშა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჟოზე მოურინიომ ილოიკ რემის ნაცვლად, რომელმაც პირველ ტაიმში თავი ვერ გამოიჩნა და ოთხჯერ თამაშგარე მდგოამრეობაში მოხვდა, დებიუტანტი რადამელ ფალკაო გამოიყვანა. „ჩელსის“ თამაში უეკთესობისკენ არ შეცვლილა, რის გამოც 54-ე წუთზე რამირესის ადგილი ოსკარმა დაიკავა. მოედანზე გამოსვლის შემდეგ სამ წუთში ოსკარმა შორიდან არც თუ ისე ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. 61-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა აზარი ჩინებული პასით მოამარაგა, ბელგიელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თითქოს ჩეხის კარში ურობლემოდ უნდა გაეტანა, თუმცა ძალიან დიდი მანძილით ააცილა. სათქმელია, რომ ამ ეპიზოდში აზარს აქტიურად ხელს კოშელნი უშლიდა. 65-ე წუთზე მსაჯს პირველი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია – ოქსლეიდ-ჩემბერლენის სწრაფი შეტევის შეჩერებისთვის ასპილიკუეტა დაჯარიმდა. ერთ წუთში ვენგერმა პირველი ცვლილება გაოიყენა – თეო უოლკოტი ილივიე ჟირუმ შეცვალა, რომელსაც ცოტა ხანში გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. 68-ე წუთზე ჩეხმა ოსკარის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად კი „არსენალმა“ არეულობა თავიდან აიცილა და კონტშეტევაშიც წავიდა, რომელიც ოლივიე ჟირუს სახიფათო დარტყმით დასრულდა. 74-ე წუთზე ჩეხი ზუმას თავურ დარტყმას დაეუფლა. 77-ე წუთზე არსენ ვენგერმა ერთადერთი გოლის ავტორი ოქსლეიდ-ჩემბერლენი მიკელ არტეტათი შეცვალა. მატჩის ბოლოს „არსენალს“ ორი სახიფათო მომენტი ჰქონდა. 86-ე წუთზე კასორლა კურტუასთან ერთ-ერთზე გადიოდა, თუმცა ბელგიელმა მეკარემ ჩინებულად ითამაშა. თავისი შესაძლებლობები მსგავს ეპიზოდში მან მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროშიჩ გამოამჟღავნა, როდესაც თავისი გუნდისთვის მეორე გოლი გიბსს არ გაატანინა. რაც შეეხება „ჩელსის“ მოურინიოს გუნდმა, განსაკუთრებული ეპიზოდების შექმნა ბოლოს ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 1:0 და ვენგერის გუნდმა სეზონი სუპერთასის მოგებით ზედიზედ მეორედ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა.

„არსენალი“ – „ჩელსი“ 10

მაყურებლები: 85,437

გოლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი 24′

„არსენალი“: ჩეხი, მერტესაკერი, მონრეალი, კოშელნი, ბელერინი, იოზილი (გიბსი 82′), კოკლენი,რემსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არტეტა 77′), უოლკოტი (ჟირუ 66′)

„ჩელსი“: კურტუა, ტერი (მოზესი 82′), კეიჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა (ზუმა 69′), ფაბრეგასი, ვილიანი, რამირესი (ოსკარი 54′), მატიჩი, აზარი, რემი (ფალკაო 46′)

გაფრთხილებები: კოკლენი 68′ – ასპილიკუეტა 65′

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა „ჩელსის“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

„ჩელსისთან“ ინგლისის სუპერთასის მიმდინარე შეხვედრაში „არსენალის“ თავდამსხმელმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბლერნამა მეტოქის საჯარიმოში თეო უოლკოტის პასი მიიღო, მცველები მაოტყუა და უძლიერესი დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო:

ჩეხი „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ინგლისის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თანაქალაქელები „არსენალი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან. წარმოგიდგენთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობას.

„არსენალი“: ჩეხი, მერტესაკერი, მონრეალი, კოშელნი, ბელერინი, იოზილი, კოკლენი,რემსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი

„ჩელსი“: კურტუა, ტერი, კეიჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ვილიანი, რამირესი, მატიჩი, აზარი, რემი

“ჩელსიმ” 25 მილიონად “აუგსბურგის” მცველი იყიდა

აბდულ რაჰმან ბაბა კარიერას “სტემფორდ ბრიჯზე” გააგრძელებს.

გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ “ჩელსიმ” და “აუგსბურგმა” 21 წლის მცველის, აბდულ რაჰმან ბაბას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვარაუდობენ, რომ ბაბამ უნდა შეანაცვლოს ფილიპე ლუისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ჩელსი” დატოვა და მადრიდის “ატლეტიკოს” მიაშურა.

გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში ბაბამ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 29-ჯერ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.