არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
“დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშეა. გამიმართლა, რომ დიეგოსთან ერთად “ბოკა ხუნიორსში” თამაში მომიწია, მას ვარჯიშებზეც ვაკვირდებოდი. ნამდვილი მოვლენა იყო.
რაც შეეხებათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი ერთმანეთს გოლების რაოდენობაში ეჯიბრებიან, თუმცა ლეო მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რომ ხანდახან თავადაც უკვირს ხოლმე”, – ციტირებს რიკელმეს სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ რიკელმემ მოთამაშის კარიერა დაასრულა. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.