“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა

“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

 

ირინა შეიკი მალდივებზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ისვენებს (სურათები)

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა თავისი 29-ე დაბადების დღე მალდივის კუნძლებზე აღნიშნა. იქვე სუპერმოდელმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ამსახველი სურათებიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა.

Shayk

Shayk2

რონალდუ შესაძლოა, MLS-ში წავიდეს

ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განმარტა, რომ რონალდუ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში შესაძლოა, მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება. ამ დროის ის უკვე 33 წლისა იქნება.

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც “რეალში” 2009 წლიდან თამაშობს, “ბლანკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2008 და 2013 წლებში “ოქროს ბურთი” დაისაკუთრა.

 

ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა.

„გასულ სეზონში ხმა მესის მივეცი, თუმცა რონალდუს ამბიციებსა და გამოსვლას 2014 წელს საზღვარი არ მქონდა. ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს ფეხბურთელი ამ ეპოქაში განუმეორებელია. ვფიქრობ, კრიშტიანუ 2014-ში და 2013-ში ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 12 იანვარს გაირკვევა.

CIES: ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ოცეული

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპის წამყვან ხუთ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია შეადგინა.

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 220 მლნ ევრო
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 133
3. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 99
4. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) – 84
5. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 72
6. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 65
7. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”) – 63
8. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”) – 62
9. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) – 61
10. გარეტ ბეილი (“რეალი”) – 60
11. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 58
12. ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 57
13. მარიო გიოტცე (“ბაიერნი”) – 52
14. ხამეს როდრიგესი (“რეალი”) – 50
15. ოსკარი (“ჩელსი”) – 50
16. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – 48
17. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) – 45
18. ისკო (“რეალი”) – 45
19. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 44
20. კოკე (“ატლეტიკო”) – 44.

 

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

Forbes: 30 წლამდე ასაკის ყველაზე წარმატებული სპორტსმენები

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 30 წლამდე ასაკის ყველაზე წარმატებული სპორტსმენების სია შეადგინა, რომელშიც მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა: მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი.

სიაში პორტუგალიელი და ბრაზილიელი ფეხბურთელების გარდა არიან: ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, კალათბურთელები კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი და ავტომრბოლელი სებასტიან ფეტელი.

აღნიშნული სიის შედგენისას “ფორბსის” წარმომადგენლებმა მხედველობაში მიიღეს არამხოლოდ სპორტსმენთა დონე, არამედ მათი შემოსავლები და პოპულარობა როგორც სპორტში, ასევე ამ სფეროს მიღმა.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მწვრთნელი: „ვფიქრობ, რონალდუ დაბრუნდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ყოფილ ასისტენტს მაიკლ ფელანს ჰგონია, რომ „წითელი ეშმაკები“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას შეძლებენ.

„რონალდუ „იუნაიტედში“ თამაშისგან სიამოვნებას იღებდა და თუ ეს კლუბი მისით დაინტერესებულია, მას წინადადების იმღება შეუძლია, რადგან კარიერის დიდი ნაწილი კრიშტიანუმ სწორედ ამ კლუბში გაატარა.

თუმცა, ეს 2015 წელს არ მოხდება. დღეს „რეალი“ იმდენად წარმატებულია, რომ არამგონია რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე ფიქრობდეს“, – განუცხადა ფელანმა „IBTimes UK“-ს.

World Soccer-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა

ჟურნალ World Soccer-ის თანახმად, მადრიდსის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელი გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა, ხოლო საუკეთესო გუნდად გერმანიის ნაკრები დაასახელეს. სია ჟურნალისტებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად შედგა.

World Soccer-ის თანახმად, წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
2. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
3. ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
4. არიენ რობენი (“ბაიერნი”)
5. ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
6. ფილიპ ლამი (“ბაიერნი”)
7. ხამეს როდრიგესი (“რეალი”)
8. ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
9. ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
10. ტონი კროოსი (“რეალი”).

 

Globe Soccer-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა

Globe Soccer-ის თანახმად, 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

პორტუგალიელ მოთამაშეს დუბაიში გამართულ ცერემონიაზე სპეციალური ჯილდოც გადასცეს. ამ წოდების მფლობელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად ირკვევა.

“ვამაყობ, რომ Globe Soccer-ისა და ფანების ფავორიტი ფეხბურთელი გავხდი. ძალზედ სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გულშემატკივრების მხრიდან ასეთ ერთგულებასა და სითბოს გრძნობ. მადლობა ყველას”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო 2013 წელსაც მიიღო.

Cristiano Ronaldo

შოუ რონალდუს ყოველთვიურად 7 ათას ფუნტს უხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლუკ შოუ მადრიდის რეალის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვიურად დაახლოებით შვიდი ათას ფუნტს უხდის.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში “საუთჰემპტონიდან” “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებულმა შოუმ მანჩესტერის გარეუბანში კრიშტიანუ რონალდუს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იქირავა. კოტეჯს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი, სპორტული დარბაზი და ღვინის მარანი.

House

აღნიშნული სახლი თავად რონალდუმ 2003 წელს 3,85 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. “რეალში” გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი კოტეჯის გაყიდვას აპირებდა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა და რონალდუმაც გაქირავება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ შოუს ფავორიტი ფეხბურთელია და მათ ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აქვთ.