დე როსი: “ჩვენი წარმატების ძალიან ცოტას სჯეროდა”

“რომაელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა, დანიელე დე როსიმ “ჩელსისთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა (3-0). მისი თქმით, ეს საღამო დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრებათ იტალიელ გულშემატკივრებს.

“რომში ხშირი არაა ასეთი საღამოები. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ. ფანებს ჯერ კიდევ ახსოვთ “ჩელსისთან” მოგებული წინა მატჩი და ისიც, თუ ვინ გაიტანა გოლები. მათ ასევე დაამახსოვრდებათ ჩვენი სახელებიც.

ჩვენი წარმატების ძალიან ცოტას სჯეროდა. დღეს ჯგუფის სათავეში ვიმყოფებით, თუმცა, საუბედუროდ, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ორი ძალიან რთული მატჩი გველის.

მწვრთნელმა შეტევითი ხედვები შეგვაცვლევინა, რასაც ყველა ამჩნევს. ახლა გაცილებით უფრო აგრესიულები ვართ ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. წინ მივიწევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ,” -აცხადებს დე როსი.

დე როსი: “იუვენტუსს” სუსტი მხარეები უბრალოდ არ გააჩნია”

“რომას” კაპიტანი, დანიელე რე როსი მიიჩნევს, რომ ახალ სეზონში ტურინის “იუვენტუსის” შეჩერება განსაკუთრებულად რთული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ “ბებერმა ქალბატონმა” თითქმის ყველა ხარვეზი გამოასწორა.

“იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა: ისინი საკმაოდ მწყობრად და ორგანიზებულად იცავენ თავს და ასევე მოქმედებენ მოედნის სხვა მონაკვეთებშიც. მათ სუსტი მხარეები პრაქტიკულად არ გააჩნიათ.

უფრო გამიხარდებოდა, ტიტული სხვა კლუბს რომ მოეგო? სულაც არა. თუ “იუვე” არ გახდება ჩემპიონი, მინდა ეს ტიტული ჩვენ მოვიგოთ. მაქსიმალურად ვეცდებით მათ შეჩერებას,” – აცხადებს დე როსი.

დე როსი: ” როი კინი ჩემთვის ნამდვილი გმირია”

იტალიური “რომას” ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ აღიარა, რომ როი კინი მისთვის ნამდვილი გმირია.

32 წლის დე როსის 500 მატჩზე მეტში აქვს მიღებული მონაწილეობა “რომას” მაისურით, თუმცა ერთი ტიტულიც არ მოუგია 15 სეზონში. მაშინ, როცა როი კინმა “მანჩესტერს” 7-ჯერ მოაგებინა პრემიერ ლიგა.

“როი ჩემთვის ნამდვილი გმირია. 16 ნომრიანი მაისური, რომლითაც მე ვთამაშობ, ჩემი შვილის დაბადების თარიღთან ერთად მისი პატივისცემის აღმნიშვნელიც არის.

ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელთანაც ფოტოს გადაღება ვითხოვე. ეს ორი წლის წინ მოხდა.”

დე როსი დერბის გამოტოვებს

„რომას“ ნახევარმცველი დანიელე დე როსი „ლაციოსთან“ რომაული დერბისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ამავდროულად პრინციპული შეხვედრისთვის მზად ალესანდრო ფლორენცი იქნება. მართალია, დიდი ალბათობით, ის შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ორივე ნახსენებმა ფეხბურთელმა ტრავმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „ლაციოს“ ნახევარმცველი მარკო პაროლო დაუბრუნდება.

დე როსიმ „რომას“ შემადგენლობაში მე-500 მატჩი ჩაატარა

„რომას“ ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ „ემპოლისთან“ იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში „ჯალოროსის“ შემადგენლობაში თავისი მე-500 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ნახევარმცველი რომაული კლუბის ძირითად შემადგენლობაში 2001 წლიდან თამაშობს.

ამავდროულად, დე როსი სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

CRh-I9dWwAAA2t0

იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტს დე როსის უხდიან

იტალიურმა გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტმა” იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. სერია A-ში ყველაზე მეტს “რომას” ნახევარმცველ დანიელე დე როსის უხდიან. მისი წლიური ჯამაგირი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზეა “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც სეზონში 5,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მესამე-მეოთხე ადგილებზე ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა და “რომას” ფორვარდი ედინ ჯეკო გავიდნენ, რომელთაც წელიწადში 4,5 მილიონი ევრო ეძლევათ.

იხილეთ ასევე: ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები იტალიაში

 

დე როსი: “რომას “იუვენტუსის” დამარცხება და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება შეუძლია”

“რომას” ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ “იუვენტუსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“რომას ერთი თვე ჩაუვარდა(სერია ა-ს ბოლო 9 მატჩში 7 ფრე), მაგრამ ახლა ჩვენ კვლავ შეგვიძლია “იუვენტუსის” დამარცხება და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება,”-განაცხადა რომაელთა ნახევარმცველმა.

“გუნდი მოტივირებულია. რუდი გარსიას და მის ბიჭებს დიდი გამარჯვება სწყურიათ”.

“ლიდერების ჩანაცვლება? ჩვენ დიდი გუნდი ვართ, სადაც ნებისმიერ პოზიციაზე კონკურენციაა. “რომას” ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს,”-განაცხადა დე როსიმ Sky Sports-თან ინტერვიუში.

დე როსი სამ კვირას გამოტოვებს

“რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გუშინ 31 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც ცხადყო, რომ დე როსის ბარძაყის კუნთები აქვს გაწყვეტილი. “რომას” ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას 15-დან 20 დღემდე პერიოდი დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში დანიელე დე როსიმ იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

რა გაუკეთა ჟერემი მენეზმა დე როსის? (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “რომასა” და “მილანს” შორის გამართული შეხვედრის (0:0) მიმდინარეობისას კამერებმა უცნაური კადრი დააფიქსირეს.

დე როსიმ ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა

„რომას“ ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ხორვატიასთან ევრო 2016-ის შესარჩევვი ეტაპის მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყო. 31 წლის მოთამაშისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ეს შეხვედრა მეასე გამოდგა.

საერთაშორისო დონეზე დანიელეს დებიუტი 2004 წლის 4 სექტემბერს ნორვეგიასთან მატჩში შედგა, რომელშიც მან თავისი პირველი გოლიც გაიტანა. 2005 წლის 30 მარტს ისლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დე როსიმ ნაკრებს პირველად უკაპიტნა.

ამჟამად იტალიის ნაკრების რიგებში ყველაფერი მეტი მატჩი (146) ჯანლუიჯი ბუფონის ანგარიშზეა. მის შემდეგ ფაბიო კანავარო (136), პაოლო მალდინი (126), ანდრეა პირლო (113) და დინო ძოფი (112) მოდიან. შესაბამისად, „სკუადრა აძურას“ მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით, დე როსი ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს.

დანიელე დე როსი ტრამვირებულია

“რომას” იტალიელმა ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ, “კალიარისთან” გამართულ მატჩში (2:0) მიიღო კუნთების დაზიანება.

31 წლის ვიცე კაპიტანმა შესაძლოა 15 დღე იუქმოს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, იგი გამოტოვებს მატჩს “პარმასთან” (24 სექტემბერი), “ჰელას ვერონასთან”(27 სექტემბერი), “მანჩესტერ სიტისთან”(30 სექტემბერი) და “იუვენტუსთან”(5 ოქტომბერი). რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება რომაელთათვის.

კასანო მუნდიალზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად ასპარეზობას ბუფონს აბრალებს?

იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, რომ ანტონიო კასანო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად გამოსვლის გამო ჯანლუიჯი ბუფონს ადანაშაულებს. წყაროს თანახმად, კასანომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას დანიელე დე როსი და ჯანლუიჯი ბუფონი იღებდნენ, რამაც დანარჩენ მოთამაშეებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

„მხოლოდ მაშინ მოვიგეთ, როცა შენ არ ითამაშე“, – წყაროს ცნობით, ეს სიტყვები უთხრა კასანომ ბუფონს ბრაზილიიდან სამშობლოში გამგზავრებისას.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა მეკარემ ტრავმის გამო ტურნირის სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ კარს ბუფონის ნაცვლად, სალვატორე სირიგუ იცავდა.

ბუფონმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კასანოსთან კონფლიქტი უარყო.

„არ მესმის, რატომ სურს პრესას სიტუაციის დაძაბვა“, – აღნიშნა იტალიელმა კიპერმა.