“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლას არ გამორიცხავს.
“ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თუმცა ჩვენ დავიდის შენარჩუნება გვსურს”, – აღნიშნა ვან გაალმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” მზად არის, 24 წლის ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს.