„ჩელსის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა „კრისტალ პალასთან“ ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩს, რომელშიც „ლურჯერბს“ ჩემპიონობის განაღდება შეუძლიათ, მოუთენლად ელის. შეხვედრა სამ მაისს „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება.
„კვირას მოუთმენლად ველი. ჩემპოიონობის ნანაღდება სწორედ ამ დღეს გვსურს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდის ყოველი მოთამაშე ამჟამად სწორედ ამაზე ფიქრობს.
„კრისტალ პალასი“ მოგებას შეეცდება. პირველ წრეში ეს გუნდი დავამარცხეთ, ასე რომ, მას რევანში სურს. თუმცა, ვფიქრობ, კვირა სწორედ ჩვენი დღე იქნება“, – განაცხადა დროგბამ.