დროგბამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ წელს “ოქროს ბურთს” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.

“კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი ლიდერია. მან “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში უზარმაზარი სამუშაო გასწია და “ოქროს ბურთს” იმსახურებს. სწორედ მისი წყალობით გავიდა პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში”, – ციტირებს დროგბას სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

დროგბა: “ტერი თავიდან სარეზერვო ფეხბურთელი მეგონა”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ის შთაბეჭდილებები გაამხილა, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლისას ჯონ ტერის შესახებ შეექმნა.

“მაღალი, ძლიერი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ისე იქცეოდა, რომ თავიდანვე სარეზერვო ფეხბურთელად შევრაცხე. მეგონა, რომ მთავარ გუნდში გამოცდილების შესაძენად გადმოიყვანეს. ვარჯიშის შემდეგ ტერის შესახებ სხვა ფეხბურთელს ვკითხე, რომელმაც მიპასუხა, რომ ჯონი ჩვენი გუნდის კაპიტანია. აი, ასე ცოტა რამ ვიცოდი იმ კლუბის შესახებ, რომელშიც გადავედი”, – დროგბას კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

დროგბა “მონრეალ იმპაქტში” გადავიდა

დიდიე დროგბა კარიერას “მონრეალ იმპაქტში” გააგრძელებს. ინფორმაციას კანადური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

37 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი “ჩიკაგოსთან” გააფორმა, ამ გუნდმა კი მისი უფლებები “მონრეალს” გადასცა.

დროგბა “მონრეალ იმპაქტს” მას შემდეგ შეუერთდება, რაც სამუშაო ვიზას მიიღებს. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

 

დროგბა: თავიდან MLS, შემდეგ “ინტერი”

დიდიერ დროგბა კარიერის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს.

კოტ’დივუარელ ვარსკვლავს ამერიკული გუნდი “ჩიკაგო ფაირიდან” მაცდური შეთავაზება მიუვიდა. ფერადკანიანი წინახაზელი წელიწადში 2.5 მილიონს მიიღებს.

“ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას MLS-ის გუნდთან აწარმოებს და მზადაა “ინტერიდან” შეთავაზებები განიხილოს.

“ინტერი – ბედნიერი კარიერული ნაბიჯი, თუ ინტერესს გამოიჩენენ. მე მათ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ”.

“კონკურენცია იკარდისთან არ იქნება ჩემთვის პრობლემა. ყველა გუნდს ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც უნდა აჯობო იმისთვის, რომ სასტარტო შემადგენლობაში გათამაშონ,”-განაცხადა დროგბამ.

ოფიციალურად: დროგბამ “ჩელსი” დატოვა

ლონდონის “ჩელსის” 37 წლის წინახაზელი, დიდიერ დროგბა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდს დატოვებს.

“მინიმუმ ერთი წელი არ ვაპირებ ბუცების ლურსმნებზე დაკიდვას. მსურს ბევრი სათამაშო დრო მქონდეს, სწორედ ამის გამო, ვტოვებ “ჩელსის”.

“ყველამ იცის, ჩემი გუნდისადმი სიყვარული. იმედი მაქვს, ოდესმე აქ სხვა რანგში დავბრუნდები,”-განაცხადა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ დიდიერ დროგბამ ლონდონში ლურჯი ფერის მაისურით 9 სეზონი იასპარეზა.

“ჩელსიმ” დროგბას შემცვლელი “მანჩესტერ სიტიში” იპოვა

ლონდონური გუნდი აქტიურად ეძებს აფრიკელი ვეტერანის შემცვლელს.

“არისტოკრატთა” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმლის შეძენა სთხოვა, რომელიც 37 წლის დიდიერ დროგბას შემცვლელი უნდა იყოს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თვალი ბოსნიელ ედინ ჯეკოს დაადგა, რომელსაც სტაბილური ადგილი არ აქვს სასტარტო შემადგენლობაში, სერხიო აგუეროს გამო.

წყაროს თანახმად, “მოქალაქეები” მზად არიან 29 წლის წინახაზელის გასაშვებად, თუ 14 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში, ჯეკომ 22 პრემიერ ლიგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

კარაგერმა საკუთარ გუნდში დროგბა მიიწვია

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.

ცნობილია კარაგერის გუნდიც, რომელიც ასე გამოიყურება:

პეპე რეინა (“ბაიერნი”, გერმანია), ჯეიმი კარაგერი, ალვარო არბელოა (“რეალი”, ესპანეთი), მარტინ კელი (“კრისტალ პალასი), რაულ მეირელეში (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ჯონჯო შელვი (“სუონსი სიტი”), ლუის გარსია (“ატლეტიკო კალკუტა”, ინდოეთი), კრეიგ ნუნი (“კარდიფ სიტი”), დიდიე დროგბა (“ჩელსი”), დირკ კიუიტი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), კრეიგ ბელამი.

საკუთარი გუნდი დაასახელა სტივენ ჯერარდმაც.

 

დროგბა: “იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პარიზელთა ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

“იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა. მან გააცნობიერა, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშოს. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, მომწონს მისი აგრესიულობაც. ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” შესუსტებულია. სულაც არა. ისინი დამდეგი მატჩისთვის ემზადებიან და ჩვენთან საბრძოლველად მზად იქნებიან”, – ციტირებს დროგბას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი დღეს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს. წყვილის განმეორებით შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.

 

“ჩელსიმ” დროგბა დაკარგა

“ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ სერიოზული ტრავმა მიიღო და 29-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ტერფი დაიშავა და შესაძლოა, ლაზარეთში 4-6 თვე დაჰყოს.

თუ ეს პროგნოზი გამართლდება, “ჩელსის” ახალი თავდამსხმელის მოსაძებნად, სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზარზე გასვლა მოუწევს.

ინგლისის პრემიერლიგის სტარტი კი უკვე კარზეა მომდგარი. “ჩელსი” პირველ შეხვედრას 18 აგვისტოს, “ბარნლის” წინააღმდეგ გამართავს.

 

მოურინიო: „დროგბა ახალი ისტორიის დასაწერად დაბრუნდა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში დიდიე დროგბას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„ის ჩვენთან დაბრუნდა იმიტომ, რომ კვლავ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს. ვიცი, რომ ის გუნდის მიმართ ადრე გაწეული დამსახურებების შესახებ არ ფიქრობს. ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალი ისტორია დაწეროს“, – აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდიე დროგბამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელი ფეხბურთელი „პენსიონერების“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.

 

დროგბამ „ჩელსი“ აირჩია

კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგენლობს, დიდი ალბათობით ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება.

დროგბას შემოთავაზება ჰქონდა ტურინის „იუვენტუსისგან“, თუმცა „სქაი სპორტსი“ იუწყება, რომ 36 წლის ფეხბურთელმა „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება არჩია.

დროგბა „ჩელსიში“, სავარაუდოდ, მოთამაშე მწვრთნელით ფუნქციებს შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგბა ლონდონური კლუბის ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.