დიეგო ლოპესს 16 წლის მეკარესთან კონკურენცია აშინებს

Football Italia-ს ცნობით, დიეგო ლოპესმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “მილანი” დატოვოს. ესპანელი მეკარე გუნდიდან აბარგების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

იტალიური პრესის ცნობით, “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩში მილანელთა კარში შესაძლოა 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დააყენონ.

Gianluigi Donnarumma

შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი მადრიდის “რეალიდან” “მილანში” გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა. ესპანელმა კიპერმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ რვა მატჩში 14 გოლი გაუშვა.

მატჩი “მილანსა” და “სასუოლოს” შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

დიეგო ლოპესი საკუთარ თავს “რეალის” საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს?

მადრიდის “რეალის” მეკარე დიეგო ლოპესს კლუბში დარჩენა ძალიან უნდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. “სამეფო კლუბმა” ცოტა ხნის წინათ კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების კიპერი კეილორ ნავასი დაიმატა და იკერ კასილასიც დაარწმუნა, რონმ გუნდში უნდა დარჩეს. შესაბამისად, დიეგო ლოპესის ადგილი აღარ რჩება, თუმცა 32 წლის მეკარე სხვანაირად თვლის.

goal.com-ის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას დიეგო ლოპესს კატეგორიულად განუცხადებია, მე “რეალის” საუკეთესო მეკარე ვარ და ეს თქვენ კარგად იცით, თუმცა რაც გინდათ, ის გიქნიათო.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანელი კიპერის მიმართ “მილანი” არის დაინტერესებული.

დიეგო ლოპესი “რეალის” აღზრდილია. ის მადრიდული კლუბის ღირსებას 2000-დან 2007 წლამდე იცავდა, 2013 წელს კი გუნდში დაბრუნდა.

 

“რეალი” მადრიდში დაბრუნდა, დიეგო ლოპესი კი გუნდიდან წასასვლელად ემზადება

მადრიდის “რეალმა” აშშ-ში წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა და დღეს დილით ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.

ფეხბურთელები სამშაბათამდე დაისვენებენ, შემდეგ კი ვარჯიშს შეუდგებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12 აგვისტოს “რეალსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამეფო კლუბს” უახლოეს პერიოდში დატოვებს მეკარე დიეგო ლოპესი.

Todomercadoweb-ის თანახმად, ესპანელი კიპერი “მონაკოს” უახლოვდება. გავრცელებული ცნობით, დიეგო ლოპესი “წითელ-თეთრებთან” სამწლიან კონტრაქტს გაფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

დიეგო ლოპესის შესაძლო ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონ ევროდ ფასდება.

 

„ჩელსი“ დიეგო ლოპესით დაინტერესდა

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მეკარის შეძენას გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „არისტოკრატთა“ ერთ-ერთი მიზანი მადრიდის „რეალის“ მეკარე დიეგო ლოპესია.

„ბლანკოსის“ კარის დარაჯის შეძენის დიდი სურვილი მადრიდელთა ყოფილ თავკაცს ჟოზე მოურინიოს აქვს.

ლოპესი „რეალს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ იკერ კასილიასი მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებას მოახერხებს. მოვლენების ასეთი განვითარება კი ნაკლებად სავარაუდოა.

მიმდიანრე სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ლოპესმა 17 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად ოთხ მატჩში შეინახა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო ლოპესი: „მადრიდში მხოლოდ „რეალი“ უნდა იგებდეს“

მადრიდის „რეალის“ მეკარემ დიეგო ლოპესმა „ატლეტიკოსთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დერბი განსაკუთრებულ მატჩს წარმოადგენს, რომელშიც ერთმანეთს ის მეტოქეები უპირისპირდებიან, რომელთა მიზანიც მხოლოდ მოგებაა. გვესმის, რომ „ატლეტიკო“ წინაამღდეგობას გაგვიწევს. თავის მხვრივ, ჩვენ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. მადრიდში „რეალი“ ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს. ასე რომ, მოდუნებაზე საუბარი არც კი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, თუმცა „ელჩესთან“ და სხვა მეტოქეებთან ჩატარებული თამაშები არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ლოპესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი