პრევიუ: “დნიპრო” – “სევილია”

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე და 45 წუთზე ვარშავაში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი აიღებს სტარტს, რომელშიც ერთმანეთს უკრაინული “დნიპრო” და ესპანური “სევილია” წარსდგებიან.

უკაინელები კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. რა თქმა უნდა ზოზულიასტან და გუიესთან ერთად “დნიპრო” გაცილებით ძლიერი იქნებოდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩები გუნდმა მათ გარეშე გადალახა.

მოსალოდნელია, რომ წარმატებული ნახევარფინალური მატჩების შემდეგ მირონ მარკევიჩი გუნდის სასტარტოში ცვლილებეს არ შეიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან უნდა ველოდოთ ჯაბა კანკავს. ქართველი საყრდენი “ნაპოლისტან” საპასუხო დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მსგავის ვითარებაა “სევილიას” ბანაკშიც, სადაც დანაკლისი მნიშვნელვანი არ არის. დანი პარეხა დაახლოებით ერთი თვეა ტრავმირებულია. პრობლემები აქვს მეკარე ბეტუსაც, თუმცა მისი შემცვლელი სერხიო რიკო საკმაოდ ხშირად თამაშობს და სარეზერვო კიპერადაც არ მოიაზრება.

“სევილია” ტურნირის ფაროვიტად ითვლება. გუნდს ევროპის ლიგაზე ასპარეზობის და მისი მოგების უდიდესი გამოცდილეც აქვს.

 

დნიპრო – სევილია

სავარაუდო შემადგენლბები:

დნიპრო: ბოიკო – ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, ლეო მატოსი – ფედორჩუკი, კანკავა – ლუკევიჩი, როტანი, კონოპლიანკა – სელეზნიოვი

სევილია: სერხიო რიკო – კოკე, კარისუ, კოლოძეიჩაკი, ტრემულინასი – კრიხოვიაკი, მბია – რეიესი, ბანეგა, ვიტოლო – ბაკა

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ ჯაბა კანკავას?

27 მაისს, ვარშავაში ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს უკრაინული “დნიპრო” და ესპანური “სევილია” დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, “დნიპროს” ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, Fanebi.Com გთავაზობთ პატარა ქვიზს, სადაც თქვენი მიზანია ჯაბა კანკავას შესახებ დასმულ კითხვებს სწორი პასუხები გასცეთ.

„დნიპრომ“ „შახტარი“ კანკავას გარეშე დაამარცხა

უკრაინის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტარი“ მიიღო, რომელსაც მიმდინარე კვირას უკვე მეორედ შეხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მირონ მარკევიჩმა ამ შეხვედრაზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა, რამდენიმე დღეში გუნდს ევროპის ლიგის ფინალი ელის, შესაბამისად, დასვენების საშუალება ჯაბა კანკავასაც მიეცა.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უკვე მე-7 წუთზე სტუმრები ტეიშეირას გოლით დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე „დნიპრომ“ წონასწორობა მათეუსის გოლით აღადგინა, თუმცა ხუთ წუთში ტეიშეირამ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა.

მეორე ნახევარში „დნიპრომ“ გამარჯვება მაინც შეძლო. 64-ე წუთზე ანგარიში ბეზუსმა გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი თავისი გუნდი ლუჩკევიჩმა დააწინაურა.

საბოლოოდ, „დნიპრომ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „შახტარს“ ახლა ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კანკავას გუნდს მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ დარჩა.

„დნიპრო“ – „შახტარი“ – 3:2
გოლები: მათეუსი 22′, ბეზუსი 64′, ლუჩკევიჩი 81′ – ტეიშეირა 7′, 27′

კანკავას „დნიპრო“ უკრაინის თასს დაემშვიდობა

ევროპის ლიგის ერთ-ერთმა ფინალისტმა, დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტართან“ უკრაინის თასის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ცნობისთვის, პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკში „შახტარის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამრიგად, „დნიპრომ“ უკრაინის თასის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე „დნიპრომ“ გახსნა – ფედორჩუკმა მეტოქის ფლანგზე იაქტიურა, რის შემდეგაც სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბურთი კალინიჩს გადასცა, რომელიც აილსინიოს სწრფად გასცდა, ბოლოს კი მეკარე პიატოვსაც აჯობა.

მატჩის მთავარი ეპიზოდი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ჯაბა კანკავამ თავის საჯარიმოში გლადკი წააქცია – მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ლუის ადრიანო მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ცნობისთვის, ჯაბამ 84-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ის შახოვმა შეცვალა.

ამრიგად, „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.

ევროპის ლიგის წლევანდელი ფინალის მსაჯთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩს განსჯიან.

დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და “სევილიას” შორის გასამართ შეხვედრას 44 წლის ინგლისელი არბიტრი მარტინ ატკინსონი მოემსახურება. მის თანაშემწეებად მაიკლ მალარკი და სტივენ ჩაილდი იმუშავებენ (ორივე ინგლისიდან). მეოთხე მსაჯი ჩეხი პაველ კრალოვეცი იქნება. დამატებით ასისტენტებად ასევე ინგლისელები – ანდრე მარინერი და ენტონი ტეილორი იმუშავებენ, ხოლო სარეზერვო არბიტრი ჯეიკ კოლინი (ინგლისი) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 27 მაისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

უეფამ შესაძლოა, “დნიპრო” დასაჯოს (ფოტოები)

უეფამ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესოს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, შეხვედრის შემდეგ კი, გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე გავიდნენ. მატჩის დელეგატმა ტრიბუნაზე რასისტული ბანერიც დააფიქსირა.

აღნიშნულ საკითხზე 21 მაისს იმსჯელებენ.

 

“NTV პლუსის” კომენტატორი: “ფინალში “დნიპროს” გასვლა ევროპის ლიგის დაბალ დონეზე მეტყველებს”

“ენტევე პლუსის” რუსმა კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ევროპის ლიგის ფინალში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ტურნირის დაბალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.

“დნიპრო” ფინალშია, რაც ევროპის ლიგის სრულ და საბოლოო დისკრედიტაციას ნიშნავს. დროა, ტურნირი დაიხუროს.

ფინალში “დნიპროს” მსგავსი გუნდის გასვლა ევროპის ლიგის დაბალ დონეზე მეტყველებს. ეს ფაქტია.

“დნიპროს” წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ყოჩაღ ფინალში გასვლისთვის, მაგრამ ნორმალური არ არის, როდესაც ევროთასის ფინალში ასეთი გუნდი გადის”, – დაწერა ჩერდანცევმა.

რუსი კომენტატორის ამ კომენტარს ძირითადად მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ “დნიპრომ” ნახევარფინალურ ეტაპზე “ნაპოლის” სძლია. უკრაინული გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს “სევილიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 27 მაისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება.

 

ბენიტესი „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ორ მატჩში საკმარისი მომენტი შევქმენით, რათა გოლები გაგვეანა და ფინალში გავსულიყავით. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბურთს ასეთი კონტროლის შემდეგ საჭირო გოლი მაინც ვერ გავიტანეთ.

სელეზნევმა ბრიტოსზე თამაშის წესი დაარღვია? უკვე არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენი მომენტები უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

ევროთასების ხუთი გაკვეთილი

ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.

 

დნიპროს იდეალური დღე

იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.

აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.

იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.

ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…

 

იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს

ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.

“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი

მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.

“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.

 

ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია

“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.

“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.

 

სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა

ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.

“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.

 

 

 

 

რა თქვა “დნიპროსთან” მატჩის დაწყებამდე გონსალო იგუაინმა?

უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი არტიომ ფედეცკი აცხადებს, რომ გონსალო იგუაინმა “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ საინტერესო რამ თქვა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, “დნიპრომ” “ნაპოლი” უკრაინაში ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ევროპის ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.

“მატჩის დაწყებამდე, იგუაინმა თქვა, რომ თუ “ნაპოლი” ვერ მოიგებდა, ის ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებდა. ხვალამდე ვიცდი. ყველა ადამიანმა თავის ნათქვამზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. შესაძლოა, მას ეგონა, რომ “დნიპროსთვის” დიდი ყურადღების დათმობა საჭირო არ იყო.

ფინალში თამაშზე ვოცნებობდი. ვამაყობ ჩემი ქალაქით, ჩემი გუნდითა და ჩემი ქვეყნით. ეს გამარჯვება იმ ჯარისკაცებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენ გვიცავენ. ისინი გმირები არიან”, – თქვა მატჩის შემდეგ არტიომ ფედეცკიმ.

ბენიტესმა ჯაბა კანკავას გუნდი შეაფასა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლგიის კენჭისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მეტოქე ტურნირის 1/2 ფინალში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ იქნება.

„თუ ევროთასების ნახევარფინალამდე მიხვედით, ტოპ დონის კლუბი გყავთ. „დნიპრომ“ „ოლიმპიაკოსი“, „აიაქსი“ და „ბრიუგე“ დაამარცხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

იმას, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში „დინამოსთან“ 1/8 ფინალშიც დარწმუნდებოდით“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ჯაბა კანკავა და „დნიპრო“ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ

დასრულდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითი მატჩი. ერთ-ერთი შეხვედრა დნეპროპეტროვსკში შედგა, სადაც „დნიპრომ“ „ბრიუგე“ მიიღო.

პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესაბამისად მატჩი დაძაბული უნდა ყოფილიყო.

თუმცა, შეხვედრა თავიდანვე სანახაობით არ გამორჩეულა. სტუმრებმა მეორე ნომრად თამაში აირჩიეს. პირველ ნახევარში „დნიპროს“ შეტევები უკრაინელთა სასარგებლოდ ვერ სრულდებოდა – მასპინძლები მხოლოდ ბანალური გადაცემებით და სუსტი დარტყმებით გამოირჩნენ. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კონოპლიანკას ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. თამაში პირველი ტაიმის სცენარით კიდევ დიდ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ზეწოლას მოუმატეს. ერთ-ერთ ეპიზოდში რუსლან როტანმა ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ევგენი შახოვს გადასცა, რომელმაც მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა – მცირე რიკოშეტი და ანგარიშიც გახსნილია!

დარჩენილ დროში სიტუაცია არსებითაც არ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:0 და დნეპროპეტროვსკელები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში არიან.

რაც შეეხება „დნიპროს“ ქართველ ლეგიონერს, ჯაბა კანკავას, მან ამჯერად 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, გოლის გატანამდა ერთი წუთით ადრე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„დნიპრო“ – „ბრიუგე“ 1:0
გოლი: შახოვი 82′

„დნიპრო“: ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, მატოსი, კანკავა, როტანი, ლუჩკევიჩი (გამა 90+1), ბეზუსი (შახოვი 46′), კონოპლიანკა, სელეზნევი (კალინიჩი 72′)

„ბრიუგე“: რაიანი, დე ფაუვი, დუარტე, მეხელე, დე ბოკი, ბორმერი, სიმონსი, სტორმი (ვიქტორ ვასკესი 86′), რაფაელოვი, დე სუტერი (ულარე 70′), იოსკიერდო (დირკსი 86′)

გაფრთხილებები: როტანი, კანკავა – ულარე

სხვა მატჩების შედეგები:

„ფიორენტინა“ – კიევის „დინამო“ 2:0 (3:1 ორი მატჩის ჯამში)
„ნაპოლი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (6:4)
„ზენიტი“ – „სევილია“ 2:2 (3:4)