როგორ ერთობიან კოშტა და აზარი მატჩის მიმდინარეობისას

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო კოშტა და ედენ აზარი “ფერენცვაროშთან” მატჩის მიმდინარეობისას სათადარიგოთა რიგებში იყვნენ, ისინი მაინც კარგად ერთობოდნენ.

ბელგია — რუსეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიის ნაკრების ლიდერი ედენ აზარი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ასისტენტად მოგვევლინა.

ლონდონის „ჩელსიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 33 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

ბლანი: “ჩელსის აზარის გაშვება არ სურს”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ პარიზულ კლუბი ედენ აზარის შეძენას ვერ ახერხებს.

“ედენ აზარი ტოპ კლასის ფეხბურთელია. “ჩელსის” მას საკთარ რიგებში სურს შენარჩუნება. ჩვენს რამდენიმე მოთამშეს ვაკვირდებოდით და როგორც იცი დავიდ ლუისი უკვე შევიძნეთ.

ახალ ტრანსფერზე ვმუშაობთ, თუმცა ლოდინი მოგვიწევს, მალე ყველაფერი გაირკვევა” – განაცხადა ბლანმა.

აზარმა, პსჟ-ში არ გადავალო

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა მის „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

„პსჟ-ში არ გადავალ. „ჩელსიში“ დარჩენას ვაპირებ. ამჟამად კლუბთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვიწყებთ, თუმცა არსად ვჩქარობთ.

გასაგებია, რომ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა „ჩელსისთან“ შეთანხმება მაკავშირებს.

ის, რომ მოლაპარაკებას ვიწყებთ, კლუბის მხრიდან ჩემ მიმართ დადებით დამოკიდებულებაზე მეტყველებს. კლუბს ჩემი სჯერა.

პირადად ჩემთან, პსჟ-ს არც ერთ წარმომადგენელს უსაუბრია“, – განაცხადა ბელგიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

აზარი „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის 10-ნომრიან მაისურს ედენ აზარი მოირგებს. ამრიგად, ბელგიელი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ. ეს ჩემი საყვარელი ნომერია. ეროვნულ ნაკრებშიც ამ ნომრით ვთამაშობ.

10-ნომრიანი მაისური ემოსა ჩემი ბავშვობის გმირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ზინედინ ზიდანი გახლდათ.

იმედი მაქვს, რომ ეს ნომერი წარმატებებს მომიტანს. მოუთმენლად ველი მომავალს სეზონს“, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აზარი 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, 10-ნომრიანი ფორმა კი ხუან მატას ემოსა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა.

ბექა დოგრაშვილი

ბლანი: “აზარს გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია”

“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “ჩელსის” ნახევარმცველზე, ედენ აზარზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზელებმა ლონდონიდან დავიდ ლუისი შეიძნეს, თუმცა ლორან ბლანი საკუთარ გუნდში არც აზარის ხილვის სურვილს მალავს.

“აზარს მოედანზე გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. გუნდის თამაშში მნიშნველოვანია ტაქტიკა და ფეხბურთელთა შეთანხმებული მოქმედება, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ოსტატობას.

აზარს 3-4 მოწინააღმდეგის მოტყუება შეუძლია, რაც მას გამორჩეულ მოთამაშედ ხდის” – განაცხადა ბლანმა.

აზარმა პრემირლიგის გასულ გათამაშებაში “ჩელსის” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

მოურინიო: “აზარი გუნდისთვის არ თამაშობს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის ფეხბურთელს, ედენ აზარს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბელგიელი გუნდისთვის ბოლომდე არ იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ედენ აზარმა განაცხადა, რომ ლონდონელები ფეხბურთის თამაშისთვის მზად არ არიან.

“ედენი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გააზრებული არ აქვთ, რომ დაცვაში ჩამოსვლა საჭიროა. ის ისე თამაშობს, როგორც თავად სურს. თუ “ატლეტიკოს” მიერ გატანილ პირველ გოლს ნახავთ, მიხვდებით, სად იყო დაშვებული შეცდომა და რატომ გავუშვით გოლი.

ბუნებრივია, აზარის მსგავსი ფეხბურთელი ასეთ კომენტარს რომ აკეთებს. ის გუნდისა და თავისი თანაგუნდელებისათვის ასი პროცენტით არ იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს. ამ თემასთან დაკავშირებით, მას ბევრჯერ ვესაუბრე”, – ამბობს მოურინიო.

დიტო ჭიჭინაძე

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დასახელდნენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი – ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი.

ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, რაც მერსისაიდულ გუნდს ლიდერობის დაბევებაში დიდად დაეხმარა.

წლის ჯილდოსთვის ბრძოლაში სუარესმა თანაკლუბელებს – დანიელ სტარიჯსა და სტივენ ჯერარდს, აგრეთვე ადამ ლალანას („საუთჰემპტონი“), იაია ტურეს („მანჩესტერ სიტის“) და ედენ აზარს აჯობა („ჩელსი“).

რაც შეეხება აზარს, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ლიდერად მოგვევლინა. როგორც მოგახსენებთ, აზარი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გავიდა, მესამე პოზიციაზე კი – „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი ლიუკ შოუ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ორივე ჯილდო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა მიიღო, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.

ბექა დოგრაშვილი

ტორგან აზარის ლამაზი გოლი “გენკის” კარში

25 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “ვარეგემსა” და “გენკს” შორის გამართულ მატჩში (2:2), ედენ აზარის ძმამ ტორგან აზარმა მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

აზარმა “ჩელსის” ვარჯიში გამოტოვა

“ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავისი გუნდის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ვერ შესძლო.

ბელგიელმა პსჟ-სთან მიღებული ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა, რაც “ატლეტიკოსთან” მატჩში მის მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ატლეტიკოს” და “ჩელსის” დაპირისპირება ხვალ, 22 აპრილს შედგება.

ედენ აზარმა კამერა დაამტვრია

საინტერესო ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დააზიანა ედენ აზარმა ვიდეო-კამერა.

ედენ აზარმა დავიდ ლუისს საჯარიმო “მოპარა”

5 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “სტოკ სიტის” შორის გამართულ მატჩში (3:0), ედენ აზარმა დავიდ ლუისს საჯარიმო “მოპარა”.