„ემპოლი“ მჭედლიძის გარეშე „კიევოს“ დაუზავდა

იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში „ემპოლი“ ვერონაში „კიევოს“ ეწვია. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

უკვე მე-7 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ალბერტო პალოსკის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე კი წონასწორობა ლორენცო ტონელიმ აღადგინა.

სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

„ემპოლი“ ამჟამად 31 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა დღეს „მილანის“ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ტურამდე მე-8 საფეხურზე დარჩება.

რომან ჭანტურიამ “ბარის” გაუტანა (ვიდეო)

28 ნოემბერს, იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, “ემპოლის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე “ბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო რომან ჭანტურია, რომელმაც შეხვედრაში გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის ქართველი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირია, მას 7 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და უახლოეს მდევარ სადიქ უმარს (“რომას” თავდამსხმელი) ორი გოლით უსწრებს.

La Primavera azzurra ha vinto ieri per 3-1 sul Bari grazie ai gol di Mosti, Tchanturia e ManiconeGuarda la sintesi della gara di Monteboro su Empoli Football Channel

Posted by Empoli Fc Official on Sunday, 29 November 2015

რიკარდო საპონარამ “პალერმოს” ჯარიმა რონალდინიოს სტილში გაუტანა (ვიდეო)

2 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “პალერმომ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე რიკარდო საპონარამ გაიტანა.

რომან ჭანტურიას დუბლი და საგოლე გადაცემა “ნაპოლისთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

17 ოქტომბერს, იტალიაში, “ემპოლის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

“ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურია, რომელმაც სტუმართა კარში ორი გოლის გატანა მოახერხა. ასევე, 19 წლის ფეხბურთელმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

La Primavera azzurra ha superato ieri per 4-0 il Napoli: guarda gli highlights della gara di Monteboro

Posted by Empoli Fc Official on Sunday, 18 October 2015

გიორგი ჭანტურია “ემპოლის” მიუახლოვდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჭანტურია, დიდი ალბათობით, მალე “ემპოლის” ფეხბურთელი გახდება.

მოგეხსენებათ, იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა კლუბებს თავისუფალი აგენტების დამატების უფლება მაინც აქვთ, ქართველი ფეხბურთელი კი სწორედ თავისუფალი აგენტია.

რამდენიმე საათის წინ, CalcioNews24.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭანტურიას დამატება “ემპოლის” ხელმძღვანებლობას ძალიან სურს, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 22 წლის თავდამსხმელი რაც შეიძლება მალე გუნდის წევრი გახდეს.

ლევან მჭედლიძემ “ვიარეჯოს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

29 ივლისს, ლევან მჭედლიძის “ემპოლი” ამხანაგურ შეხვედრაში ქვედა ლიგელ “ვიარეჯოს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 52-ე წუთზე, ლევან მჭედლიძემ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

* იხილეთ მჭედლიძის გოლი 2:20-დან:

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების 35 ყველაზე სწრაფი გოლი ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ფეხბურთის ისტორიაში შეცვლაზე შემოსვლიდან ყველაზე სწრაფად გატანილი 35 გოლია ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ 35 ყველაზე სწრაფ გოლს შორის ლევან მჭედლიძის გოლიც მოხვდა, რომელიც მე-5 პოზიციას იკავებს. მან იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში “სასუოლოს” გაუტანა.

ლევან მჭედლიძის შეძენა “შალკეს” სურს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელზენკირხენის “შალკე” “ემპოლის” თავდამსხმელით, ლევან მჭედლიძით დაინტერესდა.

tuttomercatoweb-ი იუწყება, რომ გერმანელებს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურთ და ამიტომ კლუბი 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს.

მჭელიძემ 2014-15 წლების სეზონში, იტალიის სერია A-ში მეტოქეთა კარი ოთხჯერ დალაშქრა, ხოლო ერთხელ იტალიის თასზე “ჯენოას” გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ “შალკეში” აქამდე ორ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ლევან კობიაშვილი ამ კლუბის ღირსებას 2003 წლიდან 2010 წლამდე, ხოლო ლევან ყენია 2008 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

მჭედლიძე უმწვრთნელოდ დარჩა

“ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თანამდებობა დატოვა.

ლევან მჭედლიძის კლუბს ის 2012 წლიდან წვრთნიდა და სერია ა-შიც გუნდი სწორედ მან დააბრუნა.

გასული სეზონი “ემპოლიმ” 42 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

“ფიორენტინას” დაგეგმილი, მაგრამ რთული გამარჯვება

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში ევროსაგზურისთვის მებრძოლი “ფიორენტინა” “ემპოლის” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში რთული გამარვება მოიპოვა.

სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში საკამოდ სწრაფად, მე-4 წუთზე ილიჩიჩის გოლით გახსნეს. 28-ე წუთზე მასპინძლებმა საპონარას გოლით გაათანაბრეს და ტაიმიც ფრედ დასრულდა. შესვენების შემდეგ “ფიორე” სალაჰამა დააწინაურა, 11 წუთში კი ილიჩიჩმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მართალია, 77-ზე “ემპოლიმ” ლევან მჭედლიზის ძალისხმევით სხვაობა შეასრულა, თუმცა მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს და ფლორენციელებმაც უმნიშვნელოვანეს 3 ქულის მოპოვება შეძლეს.

“ტორინოს” მეკარემ გოლი საკუთარ კარში გაიტანა (ვიდეო)

6 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ტორინომ” საკუთარ მოედანზე ლევან მჭედლიძის “ემპოლი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მასპინძელთა მეკარემ, დანიელე პადელიმ კურიოზული შეცდომა დაუშვა.




“ემპოლი” — “ნაპოლის” მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ემპოლიმ” “ნაპოლი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გამოსულა.

მატჩის პირველ ნახევარში “ნაპოლის” კარში სამი გოლი გავიდა: ანგარიში მე-8 წუთზე მასიმო მაკარონემ გახსნა, ტაიმის მიწურულს მიგელ ბრიტოსმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, კომპენსირებულ დროში კი რიკარდო საპონარამ გამოიჩინა თავი. ანგარიშში სხვაობა 64-ე წუთზე შემცირდა, როდესაც ვენსან ლორინიმ ავტოგოლი გაიტანა. 81-ე წუთზე კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა: ამჯერად ბურთი საკუთარ კარში “ნაპოლის” მცველმა რაულ ალბიოლმა ჩაჭრა. სტუმრები განადგურებისგან მარეკ ჰამშიკმა იხსნა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:2.

“ემპოლიმ” 38 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, “ნაპოლი” 56 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

 

იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“ემპოლი” — “ნაპოლი” 4:2 (3:0)

გოლები: მაკარონე 8′, ბრიტოსი 43′ (ა.გ.); საპონარა 45+1′, ალბიოლი 81′ (ა.გ.) — ლორინი 63′ (ა.გ.), ჰამშიკი 90+1′.
გაფრთხილებები: ლორინი 15′, ტონელი 71′, ვერდი 90+1′ — გულამი 24′, იგუაინი 79′.