“ლივერპულის” ხელმძღვანელებმა 1,5-მილიარდიანი შეთავაზება მიიღეს

The National-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” ამერიკელმა მფლობელებმა კლუბის გაყიდვის სანაცვლოდ 1,5-მილიარდ ფუნტიანი შეთავაზება მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, Fenway Sports Group-მა მაშინვე უარყო აღნიშნული წინადადება, რომლის ავტორიც დუბაიში დაფუძნებული კომპანია გახლდათ. რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ხარჯზე ინგლისური კლუბების შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდაა.

უფრო კონკრეტულად, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, “ენფილდელები” 1,2 მილიარდ ფუნტს მაშინვე მიიღებდნენ, დარჩენილი 300 მილიონი კი ბონუსების სახით იქნებოდა გაწერილი. ეს თანხა კი გაცილებით უფრო მეტია, ამერიკული კომპანიის მიერ 2010 წელს “ლივერპულის” აქციების შესაძენად გადახდილ 300 მილიონს.

მოურინიო: “ენფილდის” ატმოსფერო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”

“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”

“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.

კარიკატურა: მოურინიოს ღამის ავტობუსი (ფოტო)

გუშინ “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მანჩეტსერ იუნაიტედის” დაპირისპირება შედგა, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში კლოპის შეგირდები გააქტიურდნენ, რის გამოც მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” უკან დახევა მოუწიათ; ისინი უკან იდგნენ და კონტრშეტევისთვის მომენტს ელოდებოდნენ. ეს ყველაფერი მაშინვე მოურინიოს ცნობილ “ავტობუსთან” გააიგივეს.

ომარ მომანმა ეს ფაქტი ასე გადმოგვცა

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

ჯერარდი დღევანდელ გამოსათხოვარ მატჩში სპეციალური ბუცებით ითამაშებს (ფოტოები)

დღეს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი მერსისაიდული გუნდის ფორმით “ენფილდზე” უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. მისი გუნდი ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “კრისტალ პალასს” მასპინძლობს.

კომპანია “ადიდასმა” ჯერარდს ამ მატჩისთვის სპეციალური ბუცები დაუმზადა.

მარჯვენა ბუცის შიგა ნაწილში გაკეთებულია წარწერა: “შენ მიდიხარ ლეგენდად და დაბრუნდები გმირად. ქალაქი ლივერპული მუდამ შენ გვერდითაა. შენ არასოდეს იქნები მარტო”.

თავად ჯერარდმა სოციალურ ქსელში დაწერა: “დღეს ამ ბუცებს ჩავიცვამ. ამ დღეს არასდროს დავივიწყებ. ვიცი, რომ არასოდეს ვიქნები მარტო”.

მატჩი “ლივერპულსა” და “კრისტალ პალასს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

 

როგორ მდგომარეობაში დატოვეს “ჩელსის” ფეხბურთელებმა “ენფილდის” გასახდელი ოთახი

“ლივერპულის” ფანები ინტერნეტსივრცეში ავრცელებენ ფოტოს, რომელზედაც მერსისაიდული გუნდის ქომაგების მტიკიცებით, “ენფილდის” გასახდელია აღბეჭდილი. მათი თქმით, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ ლონდონური გუნდის ფეხბურთელებმა სწორედ ასეთ მდგომარეობაში დატოვეს გასახდელი ოთახი.

Anfield dressing room

„ლივერპული“ ჩემპიონობაზე არ ფიქრობს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ჯერჯერობით არავითარი მიზანი არ დაუსახავს. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებს სატურნირო ცხრილის პირველი ადგილი აქვთ დაკავებული, „ენფილდროუდელთა“ თავკაცი ჩემპიონობაზე არ ფიქრობს. როჯერსი მიიჩნევს, რომ გაცილებით ნათელ სურათს პრემიერლიგის 10 ტურის გასვლის შემდეგ მივიღებთ. სწორედ მაშინ იტყვის „წითლების“ დამრიგებელი, თუ რა მიზანი აქვს გუნდს.

„ჩემპიონატის შესაძლო მოგებაზე სულაც არ ვფიქრობ. ერთადერთი რამ, რაზეც ფოკუსირებას ვახდენ, ეს დამდეგი მატჩია. შედარებით კონკრეტულ მიზანს ჩემპიონატის 10 შეხვედრის შემდეგ დავისახავთ. სწორედ ამ დროს მივიღებთ გაცილებით ნათელ სურათს, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო რეალურად შევხედოთ მდგომარეობას. ჯერჯერობით გუნდის საქმეები კარგად მიდის – სამი გამარჯვება და ერთი ფრე ოთხ შეხვედრაში. წინ კიდევ გრძელი გზაა“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში „ლივერპული“ ძირითად მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ისახავს, თუმცა „წითლებს“ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2009/10 წლების სეზონის შემდეგ არ მიუღიათ, გუნდმა წელს ვერც ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

ბექა დოგრაშვილი

კოლო ტურე: „წარმატების საიდუმლო გუნდურ სულშია“

„ლივერპულის“ მცველი კოლო ტურე მიიჩნევს, რომ „წითლების“ კარგი სტარტის მიზეზი გუნდური სულისკვეთებაა. პრემიერლიგის სამი ტურის შემდეგ, მერსისაიდელები სატურნირო ცხრილს სამი გამარჯვებით ლიდერობენ.

„გუნდური სულისვეთებით ყველაფრის მოგება შეიძლება. ინდივიდუალობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდური სული უპირველესია. ცალკეულ ფეხბურთელებს ერთი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, თუმცა ჩემპიონობისთვის აუცილებელია ერთ მუშტად შეკვრა“, – ციტირებს კოლო ტურეს სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ლივერპულის“ დაცვის ცენტრში კოლო ტურე-დანიელ აგერის დუეტი ჩამოყალიბდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე სეზონში „ენფილდროუდელებს“ გოლი ჯერ არ გაუშვიათ, ისინი საკმაოდ საიმედოდ თამაშობენ. კოლო ტურე თამაშით ამტკიცებს, რომ პენსიაზე გასული ჯეიმი კარაგერის შეცვლა შეუძლია, თუმცა ბრენდან როჯერს ახალი პრობლემა გაუჩნდა. ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დაცვის ხაზში მარტინ შკრტელი მოქმედებდა, რადგან კოლო ტურეს ტრავმა აწუხებდა. სლოვაკმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და ტურეს მიანიშნა, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ასე ადვილად ვერ დაიბევებო. საინტერესოა, როგორ წარიმართება სეზონის განმავლობაში შკრტელი-ტურეს მიკროდუელი და ვინ დარჩება საბოლოოდ გამარჯვებული.

„თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, გუნდურად უნდა იმუშაო. ჩვენ ვართ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს – ტიტულების მოგება და ისე თამაში, როგორც შეგვიძლია.
როდესაც ვერ თამაშობ, თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერა გჭირდება. უნდა იგრძნო, რომ შენს უკან ისინი არიან.
შკრტელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფანტასტიურად ითამაშა და საერთოდაც, გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ეს გუნდური სულისკვეთებისთვის ძალიან კარგია“, – დაასრულა კოლო ტურემ.

ბექა დოგრაშვილი