დროგბა: “ორივე მატჩს შინ ჩავატარებ”

თურქული “გალათასარაის”” კოტდიუვარელი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ აცხადებს, რომ ის ორივე მატჩს შინ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად, მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს “ჩელსი” და “გალათასარაი” დაუპირისპირდებიან. დროგბა ლონდონური კლუბის ღირსებას 2004 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

“მშვენიერია… ძალიან გამიმართლა, რადგან ორივე მატჩის ჩატარება შინ მომიწევს” , – ამბობს დროგბა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

სტამბოლში გუშინ დაწყებულ და დღეს დამთავრებულ შეხვედრაში “გალათასარაიმ” მინიმალური ანგარიშით სძლია “იუვენტუსს” და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ტურინელები კი ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

გამარჯვების გოლი სნეიდერმა გაიტანა. ჰოლანდიელს ასისტენტობა დიდიე დროგბამ გაუწია. ეს ყველაფერი მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ “გალათასარაი” – “იუვენტუსის” შეხვედრა გუშინ დიდთოვლობის გამო 31-ე წუთზე შეწყდა. უეფას გადაწყვეტილებით გუნდებმა მატჩის დამთავრება დღეს შესძლეს.

გალათასარაი – იუვენტუსი დღეს განახლდება

გუშინ სტამბოლში დიდთოვლობის გამო 31-ე წუთზე შეწყვეტილი დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 17:00 განახლდება.

გადადებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი “გალას” მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გააკეთა: “გუშინ თამაში შეუძლებელი იყო. თოვლს თავი რომ დავანებოთ, მოედანზე ყინული იყო. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში კი არა, სიარულიც ჭირს. “იუვენტუსიც” და “გალათასარაიც” თამაშის განახლებას რაც შეიძლება მალე ითხოვდნენ. სასიამოვნოა, რომ ეს თხოვნა უეფამ გაითვალისწინა”.

“გალათასარაი” – “იუვენტუსი” (სასტარტო შემადგენლობები)

როგორც იცით, დღე4ს, 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, B ჯგუფში, თურქული “გალათასარაი” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“გალათასარაი”: მუსლერა, ებუა, ზანი, ჩეჯუ, კაია, სნეიდერი, მელო, რიერა, ინანი, დროგბა, ილმაზი.

“იუვენტუსი”: ბუფონი, ბარძალი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა – მეორე ადგილზე მყოფ “იუვენტუსს” ექვსი ქულა აქვს, ხოლო 3-4 პოზიციებზე მყოფ “გალათასარაისა” და “კოპენჰაგენს” 4-4.

ბრძოლა პლეი-ოფის საგზურისთვის – „გალათასარაი“ თუ “იუვენტუსი“?

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის  VI ტური გაიხსნება: სტამბულის რაიონ შიშლიში თურქული „გალათასარაი“ ტურინის „იუვენტუსს“ მიიღებს. აქედან მხოლოდ ერთ გუნდს ერგება ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლება. B ჯგუფში მომდევნო ეტაპის საგზური მადრიდის „რეალმა“ უკვე მოიპოვა. ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, თუ ვინ დაიკავებს ჯგუფის მეორე პოზიციას. იტალიელებს 6 ქულა აქვთ, თურქებს კი – 4. მასპინძლებისთვის დღეს ფრე წაგების ტოლფასი იქნება, ამიტომ ისინი მოედანზე მოსაგებად გავლენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბიანკონერის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მის გუნდს დიდი სიფრთხილე მართებს.

„იუვენტუსი“ გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერდა, თუმცა ვიცით, რომ „გალათასარაი“ ძალზედ სერიოზული მეტოქეა. ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი. დიდი სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მალე ვნახავთ, ვინ მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს“, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ და „გალათასარაიმ“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწიეს.

„გალათასარაის“ იტალიელმა დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქი „ლომები“ მოსაგებად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

„მიხარია, რომ „გალათასარაის“ ქომაგებს ჩემი სჯერათ. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. მატჩი 90 წუთს გაგრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეტოქეს დიდ პრესინგს მოვუწყობთ. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა მანჩინიმ.

ტურინში აღნიშნულ გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

„იუვენტუსსა“ და „გალათასარაის“ შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

კონტე: “მერვედფინალში გასვლა პირლოს გარეშეც შეგვიძლია”

ტურინის “იუვნტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა ანდრეა პირლოს გარეშეც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ნახევარმცველს მუხლის ტრავმა აწუხებს, ამიტომ ის თამაშს ვერ შეძლებს.

“სამწუხაროა, რომ პილო თამაშს ვერ შეძლებს. თუმცა, მის გარეშე, მატჩები ჩაგვიტარებია, რომელთა მოგებაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, მერვედფინალში გასვლა ანდრეას გარეშეც შეგვიძლია. ამრიგად, “გალათასარაისთან” თავი არ უნდა დავზოგოთ”, – ამბობს კონტე.

ცნობისათვის, “გალათასარაი” “იუვენტუსს” დღეს საკუთარ მოედანზე მიიღებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

ლორენტე: “იუვენტუსს” “გალათასარაის” არ უნდა ეშინოდეს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ “ბიანკონერის” “გალათასარაის” შიში არ უნდა ქონდეს.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბი იტალიელებს 10 დეკემბერს უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, “იუვენტუსი” 6 ქულით, მეორე ადგილზეა, ხოლო მას ორი ქულით “გალათასარაი” ჩამორჩება.

“მართალია, ტურნირზე გამოსვლა კარგად არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, როემ “გალათასარაის” გვეშინოდეს”, – ამბობს ლორენტე.

სნეიდერი „გალათასარაიდან“ წასვლას არ გეგმავს

თურქული „გალათასარაის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლაზე იგი არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ იტალიაში გაფრინდა. პარალელურად კი ევროპლმა პრესამ სხვადასხვა ჭორები გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, უესლი იტალიური კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებდა.

„მე „გალათასარაის“ ფეხბურთელად ვრჩები. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ კლუბში თამაშზე ვფიქრობ და არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა სნეიდერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სტამბულელთა მაისურით სნეიდერმა 14 მატჩში ითამაშა და თავის ანაგრიშზე 5 გოლი ჩაიწერა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გარეტ ბეილის ლამაზი საჯარიმო “გალათასარაის” კარში

27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი გარეტ ბეილმაც გაიტანა.

“რეალი” – “გალათასარაი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, B ჯგუფში, მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე თურქულ “გალათასარაის” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“რეალი”: კასილასი, რამოსი, პეპე, არბელოა, მარსელო, ბეილი, დი მარია, ილარამენდი, კაზემირო, ისკო, ხესე.

“გალათასარაი”: ისკანი, ებუე, ზანი, ჩეჯუ, ნუნკე, ფელიპე მელო, ინანი, დროგბა, ბულუტი, ამრაბატი, ბრუმა.

„გალათასარაის“ ტერი მოუნდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ჯონ ტერი თურქული „გალათასარაის“ სელექციონერთა ყურადღების არეალში მოექცა.

„დეილი მეილის“ ცნობით, თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ჩელსის“ კაპიტანი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მთავარ სამიზნედ მონიშნა, თუმცა „გალათასარაის“ ხელმძღვანელობა პოტენციურ ტრანსფერთა სიას ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, ტერიმ ისევ დაიწყო რეგულარული თამაში, თუმცა „პენსიონერთა“ პოლიტიკის მიხედვით, 30 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს კონტრაქტები მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. ეს ტერის მომავალს ბუნდოვანს ხდის.

ტერის დასავლეთლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სტამბულში გადასვლის შემთხვევაში, ინგლისელი მცველი კვლავ გახდება დიდიე დროგბას თანაგუნდელი.

ბექა დოგრაშვილი