ვაკო გვილიას საგოლე გადაცემა შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “სიონი” “ლუცერნს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვალერიან გვილია.

ვაკომ სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა. მის გუნდს 31-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მეხუთე დამატებით წუთზე შიურპფმა ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში მას საგოლე გადაცემა სწორედ გვილიამ გაუკეთა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ “ლუცერნი” 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

 

ქვილითაიას გოლმა “რაპიდი” ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა (ვიდეო)

გუშინ ავსტრიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა ვენის “რაპიდმა”, რომელმაც დედაქალაქში “რიედი” მიიღო.

დაძაბულ თამაშში ანგარიში სტურმებმა გახნსეს. თავი პირველი ნახევრის პირველ დამატებით წუთზე იულიან ვაიბმაიერმა ტერთმეტმეტრიანის დარტყმის შემდეგ გამოიჩინა. თუმცა, მეორე ტაიმში ჯერ ჟოელინტონმა გაათანაბრა (75წთ.), ხოლო ორ წუთში გიორგი ქვილითაიამ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. სწორედ ქართველმა გაიყვანა გუნდი ნახევარფინალში, სადაც, ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაუპირისპირდება ვენური გუნდი.

იხილეთ ქვილითაიას გოლი

გიორგი მერებაშვილმა “სლასკს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში პლოცკის “ვისლამ” ვროცლავის “სლასკი” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ “ვისლას” შემადგენლობაში ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. პოლონელთა ათმა ნომერმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 34-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. ამ შემთხვევაში ასისტენტად დომინიკ ფურმანი მოგვევლინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პლოცკს” 20 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

 

პაულინიო: “ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი პაულინიო გახდა, რომელმაც დენის სუარესის პასით გაიტანა.

სამხრეთამერიკელმა საყრდენმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს. ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაში სასიამოვნოა. ასევე, ისინი ადაპტაციაში მეხმარებიან.”

“მახარებს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც გულშემატკივრებს ჩემს მიმართ აქვთ. თუმცა, მათი იმედების გამართლებას ყოველთვის უნდა შევეცადო მოედანზე. მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო, რომ დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მესი? იღბლიანი ხარ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით გიწევს თამაში,” –  აცხადებს პაულინიო.

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

როი კინი: “ბედნიერები ვართ, რომ რონალდუს თამაშის ყურება შეგვიძლია”

როი კინმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ირლანდიელმა პორტუგალიელი სუპერკვარსკვლავი შეაქო და მას გენიოსი უწოდა.

“ცალსახაა, რომ ეს ბიჭი გენიოსია. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე. ბედნიერები ვართ, რომ რონალდუს თამაშის ყურება შეგვიძლია.”

“ლა ლიგაში და, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ძალიან რთულია. ჩვენ ვცხედავთ, ყოველ წელს რამდენ გოლს იტანის რონალდუ, ასისტებსაც ნუ დავივიწყებთ… ცალსახად გენიოსია!” – განაცხადა კინმა.

ბაქოს “ინტერმა” ხიზანიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო (ვიდეო)

დღეს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მეოცე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაქოს “ინტერი” სტუმრად “ყარაბღს” დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი სტუმართა ქართველი ლეგიონერი, ზურაბ ხიზანიშვილი გახდა. 35 წლის მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ ხიზანიშვილის გუნდს 36 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. მას მეორეადგილოსან “ყარაბაღამდე” რვა, ხოლო ლიდერ “გაბალამდე” ცხრა ქულა აშორებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

(იხილეთ ხიზანიშვილის გოლი 5:26 წუთიდან)

ქვილითაიამ ვენის “რაპიდში” დუბლი შეასრულა

18 იანვარს ვენის “რაპიდმა” ამხანაგური შეხვედრა გამართა ავსტრიის გუნდ, “არკადია ტრაისკირხენთან”.

შეხვედრაში მონაწიელობა მიიღო საქართველოს ანკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილიტაიამ. მან 57-ე და 59-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, “რაპიდმა”, ანგარიშით, 7-1 იმარჯვა. შემდეგ – ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ქვილითაიას გუნდი იმავე ქვეყნის გუნდის, “ვინერის” წინააღმდეგ გამართავს.

 

იბრაჰიმოვიჩი: “მხითარიანს მე ვასწავლე, თუ როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა თანაგუნდელმა, ჰერკიხ მხითარიანმა კი “სანდერლნედის” წინააღმდეგ დეკემბრის საუკეთესო გოლი გაიტანა.

შვედმა თავდამსხმელმა ჯილდოს მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანაცხადა, რომ სომეხ თანაგუნდელს მან ასწავლა, როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი.

“ვფიქრობ, ჰერნიხმა გაიტანა გოლი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ და მასზე ვერც იოცნებებ.”

“მიხარია, რომ ესაა გოლი, რომელიც ხალხს მარად ემახსოვრება. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ იმ მომენტში მეც მივიღე მონაწილეობა. მხითარიანმა ამ გოლით ძალიან ბევრი გულშემატკივარი გააოცა. ფანები ხშირად ვერ უყურებენ ასეთ მომენტებს.”

“მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა ვავარჯიშებდი მხითარიანს ასეთი გოლის გატანაზე. მას ზუსტად ისეთი პასი გავუკეთე, როგორიც სჭირდებოდა ქუსლით ნახტომში დასარტყმელად,” – განაცხადა “იბრამ”.

“ემპოლიმ” “კალიარი” მჭედლიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

 

 

როგორ გამოეხმაურა ლევან მჭედლიძე ოქრიაშვილის გოლს? (ფოტო)

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

ოქრიაშვილის ულამაზეს გოლს საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” შემტევი, ლევან მჭედლიძე ასე გამოეხმაურა.

რას წერენ რუსები თორნიკე ოქრიაშვილის გოლზე?

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა მის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

შეხვედრის შემდეგ რუსმა გულშემატკივრებმა თორნიკეს მიმართ საქები სიტყვები არ დაიშურეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა, მადლობა ისმაილოვს, მადლობა ოქრიაშვილს, მადლობა გუნდს. დაუჯერებელი გამარჯვება!!!”

“ყოჩაღ, ხარებო! თორნიკე, სიტყვები არ მყოფნის!! საშინელი მსაჯობა! გამარჯვება!!!”

“ეს იყო სუპერგოლი! აი, რით უპასუხა ევროპას!”

“ვაშა! შავი ვოლგა თორნიკეს!”

“გოლის შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს იყო ტურის გოლი, ამაზე არც არავინ დაობს.”

“ოქრიაშვილო, თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ შენი ფანი ვარ.”

“ოქრიაშვილმა სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა. ამ შედევრზე კარგის შექმნა რთულია.”