ოფიციალურად: გორის “დილამ” ბრაზილიელი მცველი დაიმატა!

გორის “დილას”  რიგებში ბრაზილიელი  ცენტრალური მცველი, ერიკს დე სოუზა სანტოს პერეირა ითამაშებს.

22 წლის, მცველმა კარიერა სამშობლოში, ,,ინტერნაციონალეს” შემადგენლობაში დაიწყო, სადანაც უკრაინულ ,,მარიუპოლში” გადბარგდა და ამ დრომდე ასპარეზობდა.

მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა თამაში, დაცვის მარცხენა   ფლანგზეც შეუძლია.

 

Fcdila.Ge

“დინამო” ბათუმი ბრძოლას აგრძელებს

ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა რაგბი არენაზე, ერთმანეთს “დინამო” ბათუმი და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

ბათუმელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და მათი უშუალო კონკურენტი სწორედ გორის “დილაა”, ამიტომაც ამ შეხვედრას მათთვის განსაკუთრებულო მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს გუნდები შედარებით გააქტიურდნენ და საბოლოოდ “დინამოს” ფეხბურთელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ლამაზი დარტყმით შეხვედრაში ერთადერთი გოლიც გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ აჭარლები “დილას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და დარჩენილ შვიდ ტურში შეეცდებიან, რომ გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ.

“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა: ტიმოფეევი, ფარტენაძე, ქორიძე, ვარშანიძე, შონია, სუხიაშვილი, გრიგალაშვილი, ტვილდიანი, მგელაძე, კვასოვი (არზიანი 66 (ქავთარაძე 86)), მარცვალაძე (ფლამარიონი 74)

სათადარიგო შემადგენლობა: ლევან შოვნაძე, ვალერიან თევდორაძე, თემურ ჩოგაძე, ნიკა კვანტალიანი.

“დილას” სასტარტო შემადგენლობა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე (ფლავი ნუბიო 64), წიქარიძე, ნონიკაშვილი (გოგიტა გოგატიშვილი 74), ფანცულაია, აბუბაკარი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, პედრინიო (გიორგი პაპავა 46)

სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი ბეგაშვილი, ოთარ კუსიანი, ადჯეი ჰეიფორდი, იმედია აშორტია

პელეს ყოფილი კლუბის ფეხბურთელი „დილაში” ითამაშებს

26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შემტევი ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსიდან“ გადმოვიდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიელი პელეა.

1970-80-იან წლებში „ნიუ იორკ კოსმოსი“ განთქმული იყო ხმაურიანი ტრანსფერებით, კლუბში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი თამაშობდა: პელე, კარლოს ალბერტო, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან ნეესკენსი, ვლადისლავ ჟმუდა. ხოლო ბოლო პერიოდში „ნიუ იორკ კოსმოსის“ რიგებში ასპარეზობდნენ მარკოს სენა და ლეგენდარული რაული, რომელმაც კარიერა აღნიშნულ კლუბში დაასრულა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერა კალიფ ალჰასანმა მშობლიურ „ლიბერთი პროფესიონალში“ დაიწყო 2007 წელს. 2010 წლიდან მან არაერთი სეზონი გაატარა ამერიკის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში (MLS) სადაც კლუბების: „პორტლანდ ტიმბერზის“, „მინესოტა იუნაიტედის“ და „ტამპა ბეი რაუდის“ ღირსებას იცავდა. „ნიუ იორკ კოსმოსში“ ალჰასანი 2017 წლის დასაწყისში გადავიდა.

კალიფ ალჰასანი – დაიბადა აკრაში, განა. 1990 წლის 15 ოქტომბერს. სიმაღლე 178 სმ. პოზიცია – შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი. განის U17 და U20 წლამდელთა ნაკრების წევრი. კალიფ ალჰასანის მამა, ჯორჯ ალჰასანი განის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ორჯერ აქვს მოგებული აფრიკის ეროვნებათა თასი.
კალიფ ალჰასანი გუნდს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ წარუდგინა.

„დილას“ ახალწვეულმა მცირე კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ აქ, რომ ვარ. პირველად ვარ საქართველოში. ვეცდები გამოვადგე გუნდს და ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გუნდს აქვს დასახული“

ს.კ. „დილა გორი“ პრესსამსახური

გორის “დილა” ოფიციალურ განაცხადებას ავრცელებს!

საფეხბურთო კლუბის, გორის “დილას” ფეისბუქ-გვერდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Fanebi.Com-ი მას უცვლელად გთავაზობთ.

მოგესალმებით, რამდენიმე საყურადღებო საკითხს შევეხებით და გვჯერა, რომ “დილას” ერთგული ქომაგები გაგებით მოეკიდებიან განცხადების შინაარს. არაერთხელ დაწერილა პრესაში და თქმულა ტელევიზიით, რომ კლუბში ახალი მენეჯმენტი, ინვესტორების ჯგუფი მოვიდა რომელთა უპირველესი მიზანი კლუბის ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებაა, რაც კარგად მოგეხსენებათ ერთ და ორ დღეში არ განხორციელდება, ახალი ფეხბურთელების შეთამაშებას გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, გუნდის შენების პროცესი მარტივი არ გახლავთ, ამის შესახებ მატჩისშემდგომ ინტერვიუებშიც საუბრობს მთავარი მწვრთნელი, რომლის კვალიფიკაციაში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, აქედან გამომდინარე გვსურს ცალსახად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომ კლუბის მენეჯმენტი სრულ ნდობას უცხადებს სამწვრთნელო შტაბს ! ჩვენ არანაირ ილუზიას არ ვიქმნით, რომ „დინამოსთან“, „კოლხეთთან“, „ლოკომოტივთან“ და „ტორპედოსთან“ მომხდარი „ქამბექები“ რაიმე სახის წარმატებაა, ვიცით, რომ გუნდის შენების პროცესში იქნება, როგორც წარმატებული მატჩები ასევე წარუმატებელიც. გვინდა ასევე მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კლუბის მენეჯმენტი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები მზად ვართ მივიღოთ ობიექტური და დასაბუთებული კრიტიკა, ჩვენ გახსნილები ვართ კრიტიკისთვის და საჭიროების შემთვევაში მზად ვართ ორგანიზება გავუკეთოთ გულშემატკივრების შეხვედრას გუნდის ხელმძღვანელობასთან, სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან !!! აღნიშნული განცხადების გაკეთება კონკრეტულმა ფაქტმა გვაიძულა, სოციალურ ქსელში გამოგონილ სახელებს ამოფარებული “ტროლების” ჯგუფი მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს კლუბის მიმართ. “ტროლების” ჯგუფი “დილას” ქომაგების სახელით ჩასაფრებული პოზიციიდან ლანძღავს და “აკრიტიკებს” გუნდს, რომელმაც გუშინდელ მატჩში მნიშნელოვანი ქულა მოიპოვა, ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელის გარეშე, ექსპერიმენტული შემადგენლობით, კლუბთან რომელმაც ბოლო ორი მატჩი საერთო ანგარიშით 10:0 მოიგო და ლიდერობს ეროვნული ლიგის გათამაშებას !!
ჩვენ ველოდით, რომ გუშინდელი მატჩის შემდგომ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის გამამხნევებელ კომენტარებს მაინც დაწერდნენ, თუმცა როგორც ჩანს მათი მთავარი საქმიანობა მხოლოდ ლანძღვაა და მეტი არაფერი, ისინი არ არიან „დილას“ ქომაგები, რადგან მათ როგორც ჩანს სიამოვნებას ანიჭებს გუნდის წაბორძიკება. ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ამ კამპანიას სათავეში უდგანან “დილაში” არარეალიზებული პირები, რომელთა ცხოვრების აზრი გახდა კლუბის მენეჯმენტის და სამწვრთნელო შტაბის ლანძღვა !! გვსურს განვაცხადოთ, რომ დღეიდან მათი მხრიდან დაწერილ კრიტიკულ და სალანძღავ, ხშირად მუქარის შემცველ კომენტარებს ჩვენ არანაირ კრიტიკად არ მივიღებთ, საკუთარი აზრი შეუძლიათ საკუთარ „გამოგონილ“ ფეისბუქ „სამყაროში“ დააფიქსირონ. აქვე გვსურს მადლობა გადაუხადოთ “დილას” ერთგულ ქომაგებს, რომლებიც მუდამ მზად არიან გვერდში დაუდგან კლუბს !!! განსაკუთრებული მადლობა გვსურს გამოვხატოთ ფეისბუქ გვერდების მიმართ: დავიმახსოვროთ გორის “დილა”, FC Dila Gori Unofficial და გორის დილას ოფიციალურ ფან-კლუბს „ლომკაცები“, რომლებიც გუნდის ერთგულ ქომაგებად მიგვაჩნია და მათი კრიტიკული კომენტარები ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენთვის საამაყოა ასეთი გულშემატკივრობა და გვჯერა, რომ გუნდის შენების პროცესში თქვენ აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ.

პატივისცემით სკ “გორის დილა”

გაირკვა: “დილა” მესამე სპარინგ-მატჩს უკრაინულ კლუბთან გამართავს

გორის “დილა” წინასასეზონო სამზადისს თურქეთში გადის. გორელების შესახებ ინფორმაცია (შემადგენლობა და ამხანაგური შეხვედრების გუნდები და დროები), ახალი ხელმძღვანელობის სურვილიდან გამოდმინარე, არ საჯაროვდებოდა. თუმცა, ბოლო დღეებში ეს ყველაფერი მაინც გახდა ცნობილი.

“დილამ” პირველი ორი სპარინგ-მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა გორელებმა მოლდოვურ “მილსამთან” ჩაატარეს. ხოლო მეორე დაპირისპირება კი რუსული “როსტოვის” მეორე გუნდთან ჩაატარეს. ორივე მათგანი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

გაირკვა, რომ “დილა” მესამე თამაშში უკრაინის მეორე ლიგის გუნდს, “დნიპრო ჩერკასკის” დაუპირისპირდება. ეს თამაში 18 თებერვალს გაიმართება.

ოფიციალურად: გორის “დილამ” სამი ბრაზილიელი გაიფორმა

გორის “დილაში” ახალი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. გუნდში ებრაელი ინვესტორების მისვლის შემდეგ, “დილამ” სამი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა.

პირველი სპორტსმენი ჯინ დირეტია. 23 წლის ნახევარმცველი სხვადასხვა დროს საკუთარი ქვეყნის კლუბებში: “ფიგუეირენსეში”, “გრემიოში”, “იონვილსა” და “მოგი მირიმში” თამაშობდა.

მეორე ფეხბურთელი ლეანდრო რიბეიროა. ესაა 22 წლის თავდამსხმელი, რომლის პროფესიონალური კარიერა 2014 წელს “ნასიონალში” დაიწყო. 2015 წელს იგი პორტუგალიურ “აროუკაში” გადაბარგადა. ამის შემდეგ კი იყო ისევ ბრაზილიური “გლორია” და “ვილა ნოვა”.

კიდევ ერთი მოთამაშე, ასევე 22 წლის ფორვარდია – ჟოაო ლეონარდო. იგი ბრაზილიურ “კალდენსეში”, “ბაიასა” და “სანტა რიტაში” გამოდიოდა. ჟოაოს ბოლო კლუბი პორტუგალიური “ალკანენენსე” იყო.

ოფიციალურად: გორის “დილამ” ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

ქართული კლუბები სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ.

გორის “დილას” ოფიციალურმა გვერდმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ გუნდმა ორი ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.

პირველი ფეხბურთელი ჟოაკიმ რიბეიროა. იგი 22 წლის თავდამსხმელია. ჟოაკიმი ბოლოს ბრაზილიის ჩემპიონატის გაუჩო 1-ში მყოფ „ინტერნაციონალში“ ასპარეზობდა.

რაც შეეხება მეორე მოთამაშეს, ეს ჟიინ დერეტია. იგი 23 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. დერეტი ბოლოს „მოგი მირიმში“ გამოდიოდა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის პაულისტა 2-ში ასპარეზობს.

გორის “დილა” მომავალი სეზონისათვის მზადებას უახლოეს დღეებში შეუდგება.

გორის “დილას” სტადიონზე სოკო ხარობს (ფოტო)

კურიზოული ფაქტი დაფიქსირდა გორში. ამ ქალაქის გუნდის, “დილას” მოედნაზე სოკო ამოვიდა…

dila

„დილა“ „ცხინვალს“ დაუზავდა

დღეს, თენგიზ ბურჯანაძს სახელობის სტადიონზე, გორის „დილამ“ „ცხინვალთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა. უმაღლეს ლიგის ცხრილში ამჟამად მეზობლების შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი კახა კაჭარავას გუნდმა მოიგო – მე-7 წუთზე გოლი ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა. მეორე ნახევარრის მე-15 წუთზე კი წონასწორობა ისლამ მშუკოვმა აღადგინა.

სათქმელია, რომ 68-ე წუთზე გორელთა მხრიდან წითელი ბარათი კვახაძემ მიიღო.

„დილა“ – „ცხინვალი“ 1:1
გოლები: მაშუკოვი 60′ – მახარობლიძე 7′

„დილა“: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, პაპავა, კურმაშვილი, სამხარაძე, ილურიძე, მაშუკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: მუჯრიშვილი, კაპანაძე, ლომიძე, მაჭარაშვილი, ძარია, ქარქუზაშვილი

„ცხინვალი“: მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, მახარობლიძე, ქარდავა, ბოლქვაძე, ლობჯანიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯაფარიძე, გორგიაშვილი, შულაია, ბურძენაძე, ჟვანია, ჯიშკარიანი, ღვაბერიძე, ბეჭვაია

გაძევება: კვახაძე 68′

ოთარ მარცვალაძე რენე ფერეირას წინააღმდეგ (ვიდეო)

25 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძირითადად კი, ერთმანეთთან ყველაზე ხშირად ოთარ მარცვალაძე და რენე ფერეირა კამათობდნენ.

გორის “დილამ” აჭარის ტელევიზიას 2000 ლარი მოსთხოვა

21 აგვისტოს, საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე ტურში, გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოს” მიიღებს.

მატჩის ტრანსლირება აჭარის ტელევიზიას სურდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ გორის “დილამ” ამისათვის 2000 ლარი მოითხოვა, რის გადახდასაც ტელევიზია არ აპირებდა.

დღეს კი, სოციალურ ქსელ Facebook-ში, ბათუმის “დინამოს” გვერდზე დაიწერა, რომ გულშემატკივრები მატჩს პირდაპირ ეთერში მაინც იხილავენ.

cats

შეგახსენებთ, რომ მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.