საფეხბურთო კლუბ „გურიას“ განცხადება

საფეხბურთ კლუბ „გურიაშ„ პრესსამსახურმა თავისი „ფეისბუყქის“ გევრდზე კლუბის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშრებით სპეციალური განცხადება გამმოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:

„გურიას“ მიერ „შუქურასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა მედია-საშუალებამ გაავრცელა მატჩის მიმოხილვა, რომელიც ჟურნალისტის პირად მოსაზრებებს შეიცავს, რასაც ის არც მალავს.
საკუთარ მოედანზე პირველი თამაშის ფსიქოლოგიური წნეხი, ფართომასშტაბიანი სასელექციო მუშაობის გამო შეუთამაშებლობის პრობლემა და უამინდობის გამო მიდვრის საფარის დაბალი ხარიხი – ყოველივე ამან ჩვენი კლუბის თამაშს დიდი დაღი დაასვა. ქომაგთან ერთად შედეგით იმედგაცუებულია გუნდის ხელმძღვანელობაც, თუმც ვფიქრობთ, ახლა ჩასაფრებული პოზიციების დაფიქსირებას ჯობს ყველა „გურიას“ ირგვლივ გავერთიანდეთ!
სამწუხაროდ, კლუბის სპორტული შედეგის გამო, კვლავ ისმის უსაფუძვლო კრიტიკა ლაჩხუთის გამგებლისა და ამავდროულად “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის მიმართ. არ ჩამოვთვლით ამ ადამიანის მხარდაჭერას „გურიასადმი“ და ვწუხვართ, რომ ის ამ გვერდზე დგომისთვის დაუსაბუთებელ საყვედურებს იღებს.
არადა, ამასწინათ, კლუბების შეხვედრაზე რამდენიმე მუნიციპალური კლუბის თავკაცმა ღიად აღნიშნა, ზაზა ურუშაძე ნეტა ჩვენ რაიონის ხელმძღვანელი იყოსო!
ამ ლეგიონერებში ბიუჯეტიდან 15-15 ათასის გადახდას ჯობდა ეს ფული ადგილობრივ კადრებზე დაეხარჯათო – ეს მორიგი უსაფუძვლო ბრალდებაა!
ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესში შედის გუნდში ადგილობრივების დაწინაურება, თან ჩვენ არც არავინ გაგვიშვია – ნაწილმა თავად ითხოვა სხვა გუნდში გადასვლა, ხოლო ნაწილმა ჩათვალა, რომ უმაღლესი ლიგისთვის მზად არ იყო და პრაქტიკის გამო მიაშურა სხვა გუნდს!
რაც შეეხება „ბიუჯეტიდან გადაყრილ“ 15-15 ათასს, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს ფული დაფარულია სპონსორის მიერ, რომელმაც ასევე სრულად დააფინანსა გუნდის თბილისური შეკრება.
ამ და სხვა თემებზე კონკრეტულად, ასევე თითოეული თეთრის ხარჯვის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ხუთშაბათს, 11 საათზე, კლუბის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ოთხშაბათისთვის გვქონდა დაგეგმილი და მედიის წარმომადგენელთა თხოვნით ერთი დღით გადავდეთ“.

„ცხინვალმა“ „გურიას“ მოუგო

სფფ-ს ტექნოკურ ცენტრ „ბასაზე“ მორიგი ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მონაწილეები „ცხინვალი“ და „გურია“ შეხვდნენ. შეხვედრა „ცხინვალელთა“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა

ანგარიში კახა კაჭარავას გუნდმა თორნიკე გორგიაშვილის გოლით გახსნა. წონასწორობა არტაგ ალექსეიანმა აღადგინა. ცხინვალელები მხოლოდ მატჩის მიწურულს დაწინაურდნენ – გოლები ნოზაძემ და ჩახნაშვილმა გაიტანეს.

„ცხინვალის“ შემადგენლობა ამ მატჩში ასეთი იყო:

პირველი ტაიმი:
ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი
მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, ნოზაძე, მახარობლიძე, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ჩახნაშვილი.

TOP 10: საქართველოს ჩემპიონატში გატანილი საუკეთესო გოლები ნოემბერში (ვიდეო)

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ნოემბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, თქვენ საშუალება გეძლევათ ათი გოლიდან თქვენი რჩეული დაასახელოთ.

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ოქტომბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები!ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგიძლიათ საუკეთესო გოლი აირჩიოთ: http://fanebi.com/top-10-saqarthvelos-chempionatshi-gatanili-sauketheso-golebi-noembershi-video/

Posted by Fanebi.Com on Wednesday, 2 December 2015

„გურია“ უცხოელი მწვრთნელის მოწვევას გეგმავს

მოგეხსენებათ, ლანჩხუთის „გურიამ“ „მერანთან“ ანგარიშით 0:2 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთNელის გარეშე დარჩა. აღნიშნული პოსტი ბადრი კვარაცხელიამ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტმა გურიელებს მხოლოდ ამ ერთ შეხვედრაში უთავკაცა.

ამჟამად უცნობია, თუ ვინ იქნება გუნდის შემდეგი თავკაცი. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ „გურიანიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ამ ეტაპზე „გურიას“ გიალო ჩხაიძე გაწვრთნის და პირველ წრეს ჩაამთავრებს კიდეც. ახალი წლიდან გუნდი უნდა გავაძლიეროთ და ახალი მწვრთნელის მოყვანაზეც ვიფიქროთ. სურვილი გვაქვს, რომ ის უცხოელი იყოს , ვნახოთ რა და როგორ იქნება“ – ციტირებს ურუშაძეს „გურიანიუსი“.

“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა “გურიას” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 სექტემბერს, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თბილისის “ლოკომოტივსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. გოლი თბილისელთა ფეხბურთელმა დემურ ჩიხლაძემ გაიტანა.

„გურია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ თავის ოფიციალურ გვერდზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„ბოლო დროს სისტემატური ხასიათი მიიღო საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მისი პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძის წინააღმდეგ ცილიმწამებლურმა კომპანიამ. ამჯერად კლუბის ლიცენზირების ყოფილი მენეჯერი ეკა ვადაჭკორია ბრალს გვდებს, თითქოს ჩვენ სპეციალურად უარი ვთქვით ლიცენზირების პირობების შესრულებაზე, რის გამოც დავჯარიმდით.

ზოგადად ასეთ აბსურდზე კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ ქალბატონ ეკას შევახსენებთ, რომ ლიცენზია არ მიგვიღია მაშინაც, როცა ის იყო ლიცენზირების მენეჯერი. მეტიც _ „გურიას“ ლიცენზია არასდროს მიუღია.

ეს არ არის კლუბის დირექტორატის ბრალი და მით უმეტეს, არანაირად „გურიას“ პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის, ვინც კლუბს ყველანაირად გვერდში უდგას, თუმც არ აქვს შეხება არც ფინანსურ და არც სალიცენზიო საკითხებთან. არც ლიცენზირების ყოფილ თუ მოქმედ მენეჯერებს ვადანაშაულებთ ამაში _ ვინ ვინ და ქალბატონმა ეკამ კარგად იცის, რომ „გურიას“ ჰქონდა გადმომავალი ფინანსური დავალიანება, რომელსაც კლუბი ეტაპობრივად ისტუმრებს.
სწორედ ეს დავალიანება, ანუ გაუსტუმრებელი ვალდებულებები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლიცენზია ვერ მივიღეთ და არა აუდიტის მოწვევაზე თითქოსდა ჩვენი უარი, რასაც ადგილი არ ჰქონია _ კლუბს აუდიტი მოწვეული ჰყავდა!

ერთსაც დავამატებთ: ზაზა ურუშაძეს არანაირი სამსახურებრივი შეხება არ ჰქონია ლიცენზირების მენეჯერთან. შესაბამისად, მას ვერც დასტურს ეტყოდა და ვერც უარს აუდიტის მოწვევაზე. ქალბატონი ეკა თავის თავსაც ეწინააღმდეგება _ ჩემი წასვლის შემდეგ აღარ დარჩა აუდიტისთვის საბუთების მიმცემი პირიო, როცა მისივე თქმით, თურმე აუდიტზე უარი ვთქვით.

დასასრულ, დავძენთ, რომ „გურია“ აპირებს სარჩელის შეტანას იმ პირების წინაააღმდეგ, ვინც მიზანმიმართულ ცილიმწამებლურ კამპანიას ეწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონი ჩემპიონატის სტარტისთვის ემზადება

ხვალ, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირვლეი ტურის მატჩი შედგება, რომლშიც ადგილობრივი „გურია“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება.

როგორც კლუბის „„ფეისბუქის“ გვერდი წერს, აღნიშნული შხვედრისთვის ამჟამად სტადიონზე მოსამზადებელი სამუშეოები მიმდინარეობს. კერძოდ, აუმჯობესებენ მინდვრის საფარს, ვიპლოჟაში კი სავარძლები მონტაჟდება. ასევე დრო ეთობა სადუფთავებას.

ხვალისთვის ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება და ლანჩხუთს ცენტრალური სტადიონი შეხვედრის მისაღებას მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ „გურია“ – „სიონის“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„გურიას“ ფეისბუქის“ გვერდის სურათები:

ქურდაძე: „რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ“

მცველი ლევან ქურდაძე ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა და 2015/16 წლების სეზონში სწორედ ამ კლუბში ითამაშებს. Fanebi.com ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა

– ლევან, „გურიაში“ მეორედ როგორ მოხვდით?
– აქ კარგად მიცნობენ. „გურიაში“ ერთი წლის წინაც ვთამაშობდი და დაბრუნება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი

– შარშან გუნდი რა მიზეზით დატოვეთ?
– ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო. თანაც სხვა გუნდების შემოთავაზება მქონდა და, საბოლოოდ, „ზუგდიდში“ აღვმოჩნდი

– „ზუგდიდიდან“ გურიის გამო დატოვეთ თუ ისედაც აპირებდით გუნდის დატოვებას?
– არა, „ზუდიდთან“ კონტრაქტი ამომეწურა და წამოვედი

– შეთანხმების გახანგრძლივებაზე საუბარი თუ იყო?
– შუა სეზონში მწვრთნელი შეიცვალა, მას თავისი შეხედულებები ჰქონდა და ბოლოს თანამშრომლობის გაწყვეტაზე შევთანხმდით

– ახლა „გურიასთან“ კონტრაქტი რამდენი ხნით გააფორმეთ?
– ერთი წლით

– თანამშრომლობის გახანგრძლივების ალბათობა არ განიხილეთ?
– ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მსგავს საკითხებზე სეზონის შემდეგ ვიფიქროთ

– ჩემპიონატს პარასკევს „სიონთან“ შეხვედრით იწყებთ…
– ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ. „სიონი“ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, წინ საინტერესო მატჩი გველის

– გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. „გურიაში“ დაბრუნების შემდეგ კიდევ რა სახის ცვლილებები დაგხვდა?
– კახისთან საქმიანი ურთიერთობა აქამდეც მქონია. ვფიქრობ, საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელია. სამუშაო პროცესს რაც შეეხება, ის ძირითადად ბურთთან ერთად დატვირთვას ეთმობა. ამ მხვრივ, არაფერი შეცვლილა

– როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდული გუნდი გყავთ. შემადგენლობიდან ვის გამოარჩევდით?
– გამორჩევა გამიჭირდება, საკმაოდ დაბალანსირებული და შეთამაშებული გუნდი ვართ

– გუნდის ლეგიონერებზე რას იტყვით?
– უკრაინელი დიმა ზაზულია გამოცდილია, რაც გუნდს ძალიან გამოადგება

– გასაგებია, რომ ჩემპიონატში ბრძოლა რთული იქნება, მითუმეტეს წელსაც 16-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება. რა მიზანი აქვს წლევანდელ სეზონში გუნდს?
– რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ

– ჩემპიონატის კალენდრიდან ყველაზე რთული რომელი პერიოდი იქნება?
– ვფიქრობ, ჩემპიონატის დასაწყისი, რადგან თამაში ოთხ დღეში ერთხელ მოგვიწევს

„ზესტაფონის“ ყოფილი კოტდივუარელი თავდამსხმელი „გურიაში“ გადადის

გავრცელებული ინფორმაციით, ლანხუთის „გურია“ 26 წლის თავდამსხმელს ბოტი დემელს დაიმატებს.

2012/13 წლების სეზონში აფრიკელი ფორვარდი „ზესატაფონის“ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც სომხურ „მიკაში“ გადავარგდა. გასულ სეზონში კი ბოტიმ ყაზახურ „ჟესიტუში“ ითამაშა, რომლის მკაისურით 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. დემელის დებიუტს ხონის „იმერეთთან“ დღევანდელ ამხანაგურ მატჩში ელიან.

ამ ეტაპზე ტრანსფერის დეტალები უცნობია.

კოშკაძე „კოლხეთში“ გადავიდა

გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფოთურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, დღეს კოშკაძე ახალ გუნდს თურქეთში გაჰყვება, სადაც შეკრებას დაიწყებს და ახალი სეზონისთვის მზადებას განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა განვლილ სეზონში ლანჩხუთის „გურიაში“ ითამაშა.

“გურიას” უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება

ლანჩხუთის “გურიამ” ლიცენზირების გავლაზე უარის თქმის გამო დაკისრებული ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით გადაიხადა, რის შემდეგაც გუნდს უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება.

ამის შესახებ კლუბის “ფეისბუქის” გვერდს ინფორმაცია ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ დაუდასტურა, რომელმაც ერთი კვირის წინ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა კლუბს 50 ათასი ლარის გადახდის ვადად 14 ივლისის 18.00 საათი დაუთქვა, გულშემატკივრებს იმედი მისცა, რომ გუნდის უმაღლეს ლიგაში ყოფნას საფრთხე არ დაემუქრებოდა.

“გურია” 14 ივლისიდან საწვრთნელ პროცესს გრიგოლეთის ბაზაზე განაგრძობს. მანამდე ახალი მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი გუნდს თბილისში ამზადებდა.