17 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში “უფამ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჰალკმა გაიტანა.
17 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში “უფამ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჰალკმა გაიტანა.
23 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ზენიტსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში, ჰალკმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
5 აპრილს, რუსეთის ჩემპიონატში სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ცსკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან, მეტოქის კარი ორივეჯერ ბრაზილიელმა ჰალკმა დალაშქრა, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ზენიტსა” და “პსვ ეინდჰოვენს” შორის გამართულ მატჩში ჰალკმა ძალიან ცუდი დარტყმა შეასრულა.
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ერთ-ერთ ვარჯიშზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰალკმა მეკარის თვისებები გამოავლინა.
ბელორუსის „ბატესთან“ ამხანაგურ მატჩში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელმა ჰალკმა ეფექტური გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია, რაც მეკარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ზენიტის“ თავდამსხმელის ჰალკის თქმით, „მორდოვიასთან“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის არბიტრმა ალექსეი მატუნინმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.
„ერთ ეპიზოდში მსაჯთან მივედი და ხელი მხარზე დავადე. მაშინ იგი მოტრიალდა და მითხრა, რომ მეორედ ასე არ გამეკეთებინა. მე მას დაწყნარებისკენ მოვუწოდე, თუმცა იგი ანერვიულდა. შემდეგ ვკითხე: თქვენ რასისტი ხართ? მან კი მიპასუხა, რომ მე მას არ მოვწონვარ, ისევე, როგორც სხვა შავკანიანები.
ეს შემთხვევა მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა. ამ ეპიზოდამდე იგი ნორმალურად იქცეოდა.
გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი რამის გაგონება შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, ამით ისინი მეტოქეზე ფსიქოლოგიურად მოქმედებას ცდილობენ. თუმცა, მსაჯი მსგავს სკანდალში გახვეული არასდროს უნდა იყოს“, – განაცხადა ჰალკმა.
28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა ჰალკს გოლი არ ჩაუთვალა.
6 ივნისს, ბრაზილიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0), მსაჯმა ჰალკის გოლი არ ჩათვალა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ჰალკმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.
გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.
„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.
11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.
„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.
კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.
„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.
ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.
„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.
კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.
ბექა დოგრაშვილი
12 აპრილს, რუსეთის ჩემპიონატში, “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე “კრასნოდარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა ბრაზილიელმა ჰალკმა, აქედან ერთი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.