კასილასი “რეალიდან” აიბარგა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი დღეს საწვრთნელ ბაზაზე მაშინ მივიდა, როცა გუნდს ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. “ასის” თანახმად, 34 წლის კიპერი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზიდან საკუთარი ნივთები წამოიღო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კასილასი “პორტუსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხება.

Casillas

 

“რეალი” კასილასისთვის გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” მეკარე იკერ კასილასისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალური გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და ფანებიც დაესწრებიან.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილასი შესაძლოა, “პორტუში” გადავიდეს, თუმცა პორტუგალიური კლუბის მესვეურთა ნაწილი და ქომაგები ესპანელი მეკარის ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. კასილასის მიწვევის ინიციატორი “დრაკონთა” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ყოფილა, რომელიც “რეალის” კიპერთან თავადვე გავიდა პირდაპირ კონტაქტზე.

იკერ კასილასმა გასულ სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

კასილასი “კრისტალ პალასსაც” მოუნდა

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი “კრისტალ პალასსაც” მოუნდა. ამ ინფორმაციას London 24 ავრცელებს.

34 წლის კიპერმა შესაძლოა, კლუბი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო დატოვოს. კასილასით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

გასულ სეზონში ესპანელმა მეკარემ “რეალის” რიგებში 45 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

 

ბენიტესმა მეკარეების მწვრთნელი დე ხეას დასაკვირვებლად გაუშვა

მადრიდის “რეალის” ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა მეკარეების მწვრთნელი ხავი ვალერო ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე გააგზავნა, რათა იკერ კასილასისა და დავიდ დე ხეას ვარჯიშებს თვალი მიადევნოს.

ესპანური “ასის” ცნობით, ბენიტესი “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ დავიდ დე ხეას შესახებ ინფორმაციის მოძიებას აპირებს.

ხავი ვალერო ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელს ესაუბრა და მისთვის საინტერესო დეტალები ჩაინიშნა.

 

იკერ კასილასის კიდევ ერთი რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “ხეტაფე” ანგარიშით 7:3 გაანადგურა.

ეს “სამეფო კლუბის” კიპერ იკერ კასილასისთვის პრიმერადივიზიონში მოპოვებული 334-ე გამარჯვებაა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კასილასმა ამ მაჩვენებლით ანდონი სუბისარეტა ჩამოიტოვა, რომელმაც თავის დროზე ესპანეთის ჩემპიონატში 333 გამარჯვება იგემა.

 

კასილასს “რეალში” დე ხეას გადასვლა სურს

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმობირების წინააღმდეგი არ არის.

“მარკას” ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა “რეალში” დე ხეას გადასვლას, კასილასმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა”.

იკერ კასილასი “რეალის” პირველი გუნდის ღირსებას 1998 წლიდან იცავს, თუმცა ბოლო პერიოდში ფანების მხრიდან ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მის შემცვლელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

დე ხეამ მიმდინარე სეზონში ყველა ოფიციალური მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

 

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

 

ბუფონი: “კასილასი ამას არ იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მადრიდის “რეალის” ფანების მხრიდან იკერ კასილასის მიმართ სტვენაზე კომენტარი გააკეთა.

“იკერს ვერაფერს ვერ ვურჩევ. ეს პირადი მომენტია. ჩემთვის მიუღებელია მის მიმართ ასეთი პროტესტის გამოხატვა.

ამ ბიჭს “რეალის” მაისური უკვე ოცი წელია აცვია. რა თქმა უნდა, მან კლუბისგან ბევრი რამ მიიღო, თუმცა სანაცვლოდაც ბევრი რამ გააკეთა.

კერპები ასეთ რამეს არ იმსახურებენ”, – ბუფონის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. პირველი შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

კასილასი: “ძალზედ საინტერესო ნახევარფინალური მატჩები გველის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. “სამეფო კლუბის” კიპერ იკერ კასილასისთვის ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებული 52-ე მატჩი იყო, რომელშიც გოლი არ გაუშვია. ამ მაჩვენებლით “რეალის” მეკარე რეკორდსმენია.

კასილასმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ატლეტიკოსთან” თამაში ყოველთვის რთულია, მძიმე დაპირისპირება იყო. ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ.

ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. ჩიჩარიტომ გაიტანა გოლი, რომელმაც მომდევნო ეტაპის საგზური მოგვიტანა.

ამ შეხვედრაში მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელები დონე საკმარისი არ იყო, უნდა გვებრძოლა. მოედნის ცენტრში მშვენივრად ვითამაშეთ.

ნახევარფინალში ოთხი წამყვანი კლუბი გავიდა. ძალზედ საინტერესო ნახევარფინალური შეხვედრები გველის, ვისაც არ უნდა ეთამაშა ამ ეტაპზე”, – კასილასის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

 

კასილასმა რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამრიგად, “სამეფო კლუბის” კიპერმა იკერ კასილასმა რეკორდი დაამყარა. მისთვის ეს ამ ტურნირზე ჩატარებული 51-ე მატჩი გახლდათ, რომელშიც გოლი არ გაუშვია. ამ მაჩვენებლით ესპანელმა მეკარემ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კიპერი ედვინ ვან დერ სარი (50 “მშრალი” მატჩი) ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

 

სუარესი: “რეალის” ფანების არ მესმის”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მადრიდის “რეალის” ფანებმა მიმდინარე სეზონში იკერ კასილასს არაერთხელ დაუსტვინეს. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, ესპანელი მეკარის მიმართ ასეთი საქციელი ყოვლად გაუმართლებელია.

“რეალის” ფანების არ მესმის. როგორ შეიძლება, დაუსტვინო ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელს, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. ამ ხალხმა სტატისტიკას ჩახედოს და ნახოს, რა მიღწევები აქვს კასილასს. სანამ ვინეს დაუსტვენ, უნდა დაფიქრდე”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Cope.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ისიც თქვა, რომ მისი თანაკლუბელი ლიონელ მესი “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერია.

“მესი რონალდუზე ძლიერია. ლეო უდიდესი ფეხბურთელი და ამავე დროს, ძალზედ თავმდაბალი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან და ნეიმართან ერთად თამაშის შესაძლებლობა მეძლევა”, – აღნიშნა სუარესმა.

 

კასილასსა და ანჩელოტის სამახსოვრო მაისურები გადაეცათ (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასსა და თავკაც კარლო ანჩელოტის კლუბისგან სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში “ელჩეს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა (2:0) კასილასისთვის ლა ლიგაში “სამეფო კლუბის” რიგებში ჩატარებული მე-500 მატჩი გახლდათ. იგივე შეხვედრა ანჩელოტისთვის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 მატჩი გახლდათ.

Casillas 500Ancelotti 100