იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

იტალიისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. მატჩი 2015 წლის 16 ივნისს, ყატარში გაიმართება.

კერძოდ, შეხვედრა ქალაქ დოჰაში შედგება, სადაც ტურინის “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის იტალიის 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებს ერთმანეთში უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში არ უთამაშიათ.

ამ გუნდებს შორის მატჩი უკანასკნელად 2008 წლის 6 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდა, რომელიც “სკუადრა აძურას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

 

სერია A-ს პირველი წრის საუკეთესო და ყველაზე ცუდი გუნდები

“სქაიმ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი წრის საუკეთესო და ყველაზე ცუდი გუნდები შეადგინა.

საუკეთესო გუნდი ასე დაკომპლექტდა:

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”);
მცველები: დანიელე რუგანი (“ემპოლი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ალესიო რომანიოლი (“სამპდორია”);
ნახევარმცველები: მირკო ვალდიფიორი (“ემპოლი”), სტეფანო სტურარო (“ჯენოა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”);
თავდამსხმელები: ჟერემი მენეზი (“მილანი”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), მანოლო გაბიადინი (“სამპდორია”).

გათამაშების პირველი წრის ყველაზე ცუდი გუნდი კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მორგან დე სანკტისი (“რომა”);
მცველები: ეშლი კოული (“რომა”), რაფა მარკესი (“ვერონა”), ნემანია ვიდიჩი (“ინტერი”), დანიელე ბონერა (“მილანი”);
ნახევარმცველები: დავიდ ლოპესი (“ნაპოლი”), ფრანჩესკო ლოდი (“პარმა”), პანაიოტის კონე (“უდინეზე”);
თავდამსხმელები: ხერმან დენისი (“ატალანტა”), ფერნანდო ტორესი (“მილანი”), როდრიგო პალასიო (“ინტერი”).

teams

პირლო წლის ფეხბურთელად დასახელდა

გუშნ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო, ხოლო საუკეთესი მწვღთნელად ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე დასახელდა.

სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელის პრიზი გონსალო იგუაინს გადასცეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის გუნდის ფეხბურთელებს დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება აუკრძალა.

აქვე წარმოგიდგენთ იტალიის პირველობის 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებს: ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) – მატეო დარმიანი („ტორინო“), ანდრეა ბარძალი („იუვენტუსი“), მეხდი ბენატია („რომა“/„ბაიერნი“), კვანდვო ასამოა („იუვენტუსი“) – პოლ პოგბა („იუვენტუსი“), ანდრეა პირლო („იუვენტუსი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“) – ჩირო იმობილე („ტორინო“/ „ბორუსია“), კარლოს ტევესი („იუვენტუსი“), გონსალო იგუაინი („ნაპოლი“).

ტოტი: “ჩემს შვილებს სტადიონზე მისვლის ეშინიათ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ გუშინ “სკუადრა აძურასა” და ხორვატიის ეროვნულ გუნდს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში ხორვატმა ქომაგებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს.

“სტადიონზე შვილებითა და ოჯახებით ვეღარ დავდივართ. ჩემს შვილებს ფეხბურთზე დასწრების ეშინიათ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ იტალიურ ფეხბურთში დასწრების მხრივ კლება შეინიშნება. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია, რადგან ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი კლუბების ისტორია ამას იმსახურებს”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

ძაძა: “ბალოტელისგან საფრთხეს არ მოველი”

იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ მარიო ბალოტელი მის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად მოიხსენია. ძაძამ იქვე აღნიშნა, რომ “ლივერპულის” შემტევი მის სანაკრებო კარიერას ვერას დააკლებს.

“სასუოლოს” ფორვარდს იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ამა წლის სექტემბერში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) ჰქონდა. რაც შეეხება ბალოტელის, “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ის არც სექტემბერში და არც ოქტომბერში არ გამოიძახა.

“ბალოტელისგან საფრთხეს არ ველი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავდამსხმელია. მისი გაცნობის შესაძლებლობა არასდროს მქონია და მოხარული ვიქნები, თუ ოდესმე პირადად გავიცნობ. ვფიქრობ, მარიო ნებისმიერ ნაკრებს გააძლიერდებდა, თუმცა არა მგონია, მისი დაბრუნების შემთხვევაში, მე ჩრდილში მოვექცე”, – ციტირებს ძაძას სიტყვებს kickoff-ი.

 

ბალოტელი ნაკრებში არ გამოიძახეს — “სკუადრა აძურას” განაცხადი

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უახლოეს მატჩს აზერბაიჯანისა და მალტის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარებს. ანტონიო კონტეს ნაკრები 10 ოქტომბერს, პალერმოში აზერბაიჯანს შეხვდება. 13 ოქტომბერს კი მალტას ეწვევა. ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), პერინი (“ჯენოა”), სირიგუ (“პსჟ”);
მცველები: ბონუჩი, კიელინი, ოგბონა (ყველა – “იუვენტუსი”), რანოკია (“ინტერი”), რუგანი (“ემპოლი”);
ნახევარმცველები: აკვილანი, პასკუალი (ორივე – “ფიორენტინა”), ბონავენტურა, დე შილიო, პოლი (ყველა – “მილანი”), კანდრევა, პაროლო (ორივე – “ლაციო”), დარმიანი (“ტორინო”), ფლორენცი (“რომა”), მარკიზიო (“იუვენტუსი”), მოტა, ვერატი (ორივე – “პსჟ”);
თავდამსხმელები: დესტრო (“რომა”), ჯოვინკო (“იუვენტუსი”), იმობილე (“დორტმუნდი”), ოსვალდო (“ინტერი”), პელე (“საუთჰემპტონი”), ძაძა (“სასუოლო”).

აღსანიშნავია, რომ განაცხადს მიღმა დარჩა “ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, რომელსაც მერსისაიდულ გუნდში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

 

ინგლისი და იტალია ერთმანეთის წინააღმდეგ

ინგლისისა და იტალიის ნაკრებებმა ერთმანეთში ორი ამხანაგური მატჩის გამართვა დაგეგმეს.

პირველი შეხვედრა 2015 წლის 31 მარტს, იტალიაში გაიმართება, მეორე მატჩი კი – 2016-დან 2018 წლამდე პერიოდში, ხოლო ზუსტი თარიღი ფიფას კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ დადგინდება.

ინგლისისა და იტალიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მატჩი “სკუადრა აძურას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

ბალოტელის 17 სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წარმოგიდგენთ „ლივერპულისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ჩვიდმეტ ყველაზე გამორჩეულ სურათს.

Inter Milan Balotelli celebrates after winning the Italian Cup final soccer match at the Olympic stadium in Rome

Bolton Wanderers' Knight fouls Manchester City's Balotelli during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Balotelli challenges Wolverhampton Wanderers' Johnson during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Mario Balotelli celebrates after scoring the opening goal against Manchester United during their English Premier League soccer match at Old Trafford in Manchester,

Italy's Balotelli puts on a bib during a training session at the Olympic Stadium in Kiev

Italy's soccer player Balotelli attends a training session during the Euro 2012 in Krakow

Manchester City's Balotelli scores past Norwich City's Ruddy during their English Premier League soccer match in Manchester

Italy's Balotelli tries to score against England's Hart during their Euro 2012 quarter-final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Balotelli falls over during their Euro 2012 quarter-final soccer match against England at the Olympic Stadium in Kiev

Germany v Italy - UEFA EURO 2012 Semi Final

Spain v Italy - UEFA EURO 2012 Final

Spain players comfort Italy's Balotelli after defeating Italy to win the Euro 2012 final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Mario Balotelli is escorted as he arrives with the national soccer team at the Railway Central station in Milan

 

Italy's national team player Balotelli attends a training session during the EURO 2012 soccer tournament in Krakow

 

Pope Francis Meets Italy and Argentina Football Teams

West Ham United v Liverpool - Premier League

Mario Balotelli of Italy's national soccer team is pictured inside the bus during their arrival at Rio de Janeiro's international airport

სინიშა მიხაელოვიჩს თავს დაესხნენ

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, უსიამოვნო შემთხვევა მოხდა ჯენოაში, სადაც “სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაელოვიჩს უცნობი პირი თავს დაესხა.

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი გუნდის ავტობუსში ადიოდა, როდესაც მასთან უცხო პიროვნება მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა კიდეც და მზის სათვალე გაუტეხა. მიხაელოვიჩი შეეცადა, ხულიგნისთვის პასუხი გაეცა, თუმცა ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი დააკავეს. კლუბმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

“სამპდორია” დღეს “სასუოლოს” ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

დი ბიაჯო იტალიის ნაკრების ჩაბარებისთვის მზადაა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნებში 71 წლის კარლო ტავეკიომ გაიმარჯვა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ქვეყნის ფეხბურთის ახალი ხელმძღვანელობის გასაგონად მიანიშნა, რომ იტალიის ეროვნული გუნდის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის.

“უკვე ხუთი წელიწადია, იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვმუშაობ. მე ფედერაციის მიერ ვარ დასაქმებული, ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ასე რომ, შესაძლოა, ახალი საქმე ჩამაბარონ. ნებისმიერი შემოთავაზების მოსასმენად მზად ვარ”, – დი ბიაჯოს სიტყვებს Football-italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩეზარე პრანდელიმ “სკუადრა აძურას” თავკაცის პოსტი დატოვა. აღნიშნული თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.

 

ნედვედი: „კიელინი ბავშვივით მოიქცა“

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორმა პაველ ნედვედმა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

„სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას ბევრი ფიქრის გარეშე დავიმატებდი „იუვენტუსში“.

საერთოდაც, ორი წლის წინათ ძალიან ახლოს ვიყავით სუარესის შეძენასთან. ის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ნედვედის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩეხმა სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და იტალიელ მცველს საქციელი დაუწუნა.

„სუარესის რეაქციას არ ვამართლებ, თუმცა ჯორჯოს საქციელმა აღმაშფოთა. კიელინი ბავშვივით მოიქცა. მსაჯს ნაკბენ ადგილს უჩვენებდა. საბედნიეროდ, როდესაც სუარესმა ბოდიში მოიხადა, კიელინიმ გონივრულად უპასუხა და ფიფას დისკვალიფიკაციის შემცირებაც სთხოვა“, – აღნიშნა ნედვედმა.

 

პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს?

„ლა გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის კანდიდატთა შორის „მილანის“ ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინიც არის.

აღნიშნულ თანამდებობაზე უკანასკნელად ასევე „როსონერის“ ყოფილი ფეხბურთელი დემეტრიო ალბერტინი მუშაობდა. მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემაც.