“იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის ბერლინში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში სწრაფი გოლით ბარსელონელებმა შეხვედრის მე-4 წუთზე გახსნა. ინიესტას გადაცემით თავი რაკიტიჩმა გამოიჩინა. “ბარსელონამ” პირველი ტაიმი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეორე ნახევრის დებიუტში უპირატესობა ტურინელებმა მოიპოვეს და 55-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. წონასწორობის აღდგენა ალვარო მორატამ შეძლო, თუმცა “იუვენტუსის” გულშემატკივართა სიხარულმა მხოლოდ 13 წუთს გასტანა. 68-ე წუთზე სუარესმა კატალონიელები კვლავ დააწინაურა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთე კი ბუფონის კარი მესამედ ნეიმარმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.
იუვენტუსი 1-3 ბარსელონა
გოლები: რაკიტიჩი 4′ (0:1): მორატა 55′ (1:1); სუარესი 68′ (1:2); ნეიმარი 90+7′ (1:3);
იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, ლიხშტაინერი, ევრა, პოგბა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (პერეირა 79′), მორატა, ტევესი.
ბარსელონა: ტერ-შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, რაკიტიჩი (მატიე 90′), ბუსკეტსი, ინიესტა (ჩავი 78′), სუარესი (პერდრო 90′), მესი, ნეიმარი.