სირიგუ: “ბუფონი ლეგენდაა”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი კარის დარაჯი, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი ლეგენდაა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის სირიგუ “პარი სენ-ჟერმენში” 2011 წელს, იტალიური “პალერმოდან” გადავიდა.

“ჩემთვის, ბუფონთან ერთად ვარჯიშიც დიდი პატივია. ჩემი აზრით, ის ლეგენდაა. არ წარმომიდგენია ისეთი მეკარე, რომელიც ჯიჯის გაუტოლდება. ვამაყობ, რომ იტალიის ნაკრებში მასთან ერთად ვარ”, – ამბობს სირიგუ.

კიელინი: “კონტე კარგი ფსიქოლოგია”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფსიქოლოგიურ ასპექტებს დიდ მნიშნელობას ანიჭებს.

“ვფიქრობ, მწვრთნელისათვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებაა. თუმცა ჩვენი თავკაცი, ანტონიო კონტე კარგი ფსიქოლოგია, ის ასეთ დეტალებს ძალიან დიდ მნიშნელობას ანიჭებს. როდესაც შენი მწვრთნელი კონტეა, ეს ძალიან დიდი პლუსია. ჩვენ რომ სკუდეტო ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, მეტწილად მისი დამსახურებაა”, – ამბობს კიელინი.

პირლო: “ახლა კონტრაქტზე საუბრის დრო არ არის”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ ამჟამად, კონტრაქტზე საუბრის დრო არ არის.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნახევარმცველს “ბიანკონერისთან” მოქმედი ხელშეკრულება სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

“ჩემი მომავალი? ვფიქრობ, ჯერ კონტრაქტზე საუბრის დრო არ არის. ყველაფერი მოგვარდება. ოპტიმისტი ვარ და რა თქმა უნდა, მსურს, რომ კიდევ ვითამაშო, თუმცა არ ვიცი, ეს “იუვენტუსში” მოხდება თუ არა”, – ამბობს პირლო.

პირლო: “მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა გვსურს”

იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება 2006 წელს მოახერხა, როდესაც ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.

“ჩვენ ოპტიმისტები ვართ. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდეთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი.

ლორენტე: “მე და ტევესი კარგ დუეტს ვქმნით”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ ის და კარლოს ტევესი კარგ დუეტს ქმნიან.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “ბიანკონერიმ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ლორენტემ გაიტანა, მას კი ასისტენტობა ტევესმა გაუწია.

“ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. რაც შეეხება ტევესს, ის დიდებული ფეხბურთელაი და მიმაჩნია, რომ მე და ის კარგ დუეტს ვქმნით”, – ამბობს ტევესი.

კონტე: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ “ბიანკონერიმ” “ნაპოლი” დამსახურებულად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “იუვენტუსმა” “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

“შემიძლია, ვთქვა, რომ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, “ნაპოლი” ძლიერი გუნდია, ამიტომ მისი დამარცხება ადვილი სულაც არ არის”, – თქვა კონტემ.

პირლო: “ჩვენი უნდა ეშინოდეთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ში, სხვა გუნდებს “ბიანკონერის” უნდა ეშინოდეთ.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირლომ კი, 74-ე წუთზე, სტუმართა კარი აიღო.

“მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი, თუმცა უფრო მეტად გამარჯვება მახარებს. სხვა გუნდებს დავანახეთ, რომ ჩვენ ისევ ძლიერები ვართ, მათ კი ჩვენი უნდა ეშინოდეთ”, – ამბობს პირლო.

დღეს – „იუვენტუსი“ vs „ნაპოლი“

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მიიღებს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ მისთვის სეზონის ყველა დარჩენილი მატჩის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი ისევე მნიშვნელობანია, როგორც შეხვედრები „ინტერის“, „მილანისა“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ. თუ „ნაპოლის“ დავამარცხებთ და შემდეგ „ლივორნოსთან“ წავაგებთ, მაშინ ამ მოგებას აზრი არ ექნება. ჩვენთვის თითოეული მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბენიტესი ამბობს, რომ მისი გუნდი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 75 პროცენტს უჩევენებს და ამით ჩვენს დონეზე იმყოფება, „რომას“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, თუ „ნაპოლი“ 100 პროცენტით ათამაშდება, ჩემპიონატსაც მოიგებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი გუნდი უკვე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამიტომ, ბენიტესის სიტყვები მაშინებს“, – განაცხადა კონტემ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნების შარშანდელი დაპირისპირებიდან ერთი შეხვედრა „ბებერი ქალბატონის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი – ფრედ.

„იუვენტუსის“ მცველი მარტინ კასერესი დღეს მძიმე თამაშს ელის.

„საკმაოდ რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ეს შარშან გამართული შეხვედრებისგან განსხვავებული მატჩი იქნება. „ნაპოლი“ თავის საუკეთესო შემადგენლობას დააყენებს და თამაშის მოგებას ეცდება. ჩვენ კი გვინდა, რომ შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ მატჩის მოსაგებად“, – აღნიშნა კასერესმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი კი „ნაპოლის“ დარჩა.

ნეაპოლიტანური გუნდის  მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის „ბიანკონერის“ ძალის შესახებ, თუმცა სტუმრები დღეს გამარჯვებას გეგმავენ.

„ვიცით „იუვენტუსის“ სიძლიერის შესახებ. კონტე ძალზედ ჭკვიანი მწვრთნელია. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი სწორედ „იუვენტუსია“, ამიტომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ამ გუნდთა დაპირისპირების ბოლო 16 მატჩიდან „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა „იუვენტუსი“ ტურინში.

Fanebi.Com-ზე არსებულ გამოკითხვაში ტურინულ გუნდს საგრძნობი უპირატესობა აქვს. ამ დროისთვის პროცენტული შეფარდება ასე ნაწილდება: „იუვენტუსი“ 53% – ფრე 30% – „ნაპოლი“ 17%.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი