კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

კალაძე დღეს ფეხბურთს დაუბრუნდება

დღეს, ყაზახეთში საფეხბურთო კლუბ “ქაირათის” 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “ქაირათი” და “მსოფლიოს ნარკრები” წარსდგებიან.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, წარსულში კი წარმატებული ფეხბურთელი კახი კალაძე ესტუმრება. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი “მსოფლიოს ნაკრების” ღირსებას დაიცავს.

კალაძის გარდა ყაზახეთს უამრავი ცნობილი მოთამაშე ესტუმრება:

მეკარეებიფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი.

მცველებიპაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი.

ნახევარმცველები: სერჟინიო, ლუიშ ფიგუ, რივალდო, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი.

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.

კალაძემ მალდინი და გატუზო გამოიწვია

Ice Bucket Challenge-ის კამპანიაში მონაწილეობა კახი კალაძემაც მიიღო. საქართველოს ნაკრებისა ყოფილმა კაპიტანმა თბილისი მერი დავით ნარმანია,  ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯენარო გატუზო, პაოლო მადლინი და ლაპო ელკანი გამოიწვია.

კალაძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

26 სექტემბერს ყაზახურ საფეხბურთო კლუბ “ქაირათს” 60 წელი უსრულდება. ამ ამბის აღსანიშნავად ყაზახეთში საგანგებოდ ემზადებიან. მთავარი ივენთი “ქაირათის” ვარსკვლავების და მსოფლიო ნაკრების დაპირისპირება იქნება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რომ მსოფლიო ნაკრებში მრავალ ცნობილი ფეხბურთელთან ერთად კახი კალაძეც არის მიწვეული.

მსოფლიოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იქნება, შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი.

მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი.

ნახევარმცველები: სერჟინიო, ლუიშ ფიგუ, რივალდო, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი.

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.

კალაძე: „ქეცბაია ნაკრების თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე თვლის, რომ თემურ ქეცბაია „ჯვაროსანთა“ თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს. მისი თქმით, მოლაპარაკებების გზით ნაკრებში არსებული უთანხმოების დარეგულირება შესაძლებელია.

„მტკივნეულია ის თემა, რაც ხდება ფეხბურთში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება დაბალანსდეს, დარეგულირდეს. უბრალოდ საჭიროა, რომ დასხდნენ, გაისაუბრონ. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი ერთმანეთზე, ჯობია, ეს არა ტელევიზიებით და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს. უბრალოდ დაილაპარაკონ და ყველაფერი გაირკვეს. მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი უთანხმოება არ მომხდარა. თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს და მუშაობის საშუალება მიეცეს. ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეჯგუფებში მოვხვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბექა დოგრაშვილი