ანჩელოტი: “ეს წარმოუდგენელია, თუმცა სეზონის ჯერ არ დასრულებულა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

“ეს წარმოუდგენელი იყო. წლის გამარჯვებით დასრულება ძალიან გვახარებს, თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით, სეზონი ჯერ არ დასრულებულა. წელს შარშანდელი შედეგის გამეორება ან უკეთესის მიღწევა გვსურს.

ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ამ გუნდში ყოფნა მაბედნიერებს. არ შემიძლია არ ავღნიშნო სერხიო რამოსის დამსახურება, რომელმაც ნახევარფინალშიც და ფინალშიც დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში” – განაცხადა ანჩელოტიმ.

პერესმა ანჩელოტის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.

“ანჩელოტისთან ახალ კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებთ. დარმუნებული ვარ, რომ პრობლემები არ შეგვექმნება, თუმცა ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ განიხილება. კონტრაქტების განახლებით მხოლოდ ამ დროს ვართ დაკავებულები” – განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, ანჩელოტიმ “რეალი” 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში მადრიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ანჩელოტი: „რონალდუმ გოლი ფინალისთვის შეინახა“

მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა – „ბლანკოსი“ მექსიკულ „კრუს ასულს“ შეხვდა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. აღნიშნული შეხვედრა მადრიდული კლუბის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

„მატჩი ჩვენთვის ადვილი არ იყო, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა გადამწყვეტი მატჩიც უნდა მოვიგოთ.

შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი? რა თქმა უნდა, კასილიასის მიერ მოგერიებული პენალტი. თუ მეტოქე მას გაიტანდა, მაშინ ბრძოლას გააგრძელებდა. იკერმა ჩინებულად ითამაშა.

რაც შეეხება რონალდუს თამაშს, იგი ეფექტურად მოქმედებდა და გუნდზე თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუტანია, იგი ძალიან დაგვეხმარა. კრიტიანუმ გოლი ფინალისთვის შეინახა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს „Football Espana“.

ანჩელოტიმ რონალდუ შეაქო

კარლო ანჩელოტიმ “სელტასთან” გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. იტალიაელი სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებულ რეკორდსა და ხამეს როდრიგესის ტრავმას გამოეხმაურა:

,,რონალდუ მოედანზე სამუშაოს ძალიან კარგად ართმევს თავს. იგი ძალიან მოტივირებულია და ფიზიკურადაც უფრო ძლიერია. იგი ფორმის პიკშია”.

ასევე კარლო ანჩელოტიმ მედიას ამცნო ხამეს როდრიგესის მდგომარეობა: ,,ხამესმა ფეხი დაიზიანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ ამ ფაქტის გამო. გუნდი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. გვაქვს ლუკა მოდრიჩის პრობლემაც. იგი გუნდს მომდევნო თამაშებშიც ვერ დაეხმარება, მაგრამ გუნდს შესწევს, ძალა წარმატებას მიაღწიოს”.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ანჩელოტი კონტრაქტს გაახანგძლივებს

ფლორენტინო პერესმა და გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა შეთანხმებას მიაღწიეს. Marca-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მზადაა კლუბში 2017 წლამდე დარჩეს. ოფიციალური განცხადებისგან მადრიდელები ჯერ თავს იკავებენ.

დაახლოებით, ინფორმაცია საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება. მაროკოს საკლუბო ჩემპიონატი 20 დეკემბერს იწყება. მადრიდის ”რეალი” ასპარეზობას  ტურნირზე ნახევარფინალიდან დაიწყებს.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ანჩელოტი: “ასეთი შემადგენლობით რეალს ყველაფერი შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის ფეხბურთელებზე კვლავ დადებითად ისაუბრა.

“რთული სათქმელია შეუძლია თუ არა ამ გუნდს კიდევ უფრო უკეთ თამაში. ვფიქრობ, ეს რეალურია, თუ სწორ მუშაობს გავაგრძელებთ. ფეხბურთელებს საზღვრები არ უნდა დავუწესოთ.

ახლა მოთამაშეები თავის მოვალეობებს კარგად ასრულებენ. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რომელშიც ყველა საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდება.

“რეალი” ერთი დიდი ოჯახია. ფეხბურთელებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რაც ძალიან მახარებს. ვიმედოვნებ, წარმატებულ სერიას კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ. ასეთი შემადგენლობით “რეალს” ყველაფერი შეუძლია” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და ჩიჩარიტოზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, გუნდში არსებული შემადგენლობით კმაყოფილია.

“გუნდის შემადგენლობა სავსებით მაკმაყოფილებს. ხედირას მსუბუქი ტვინის შერყევის გამო არ გაუმართლა, თუმცა მალე ყველაფერი კარგად იქნება. ხესეც გვიბრუნდება. ამიტომ, იანვარში არავის არ დავიმატებთ.”

ანჩელოტიმ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” იჯარის წესით გადაბარგებულ ხავიერ ერნანდესზეც ისაუბრა:

“ყველა მოთამაშემ იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. შემადგენლობაში ძალიან კარგი ფორვარდები გვყავს. ჩიჩარიტო თავის შანსს “ლუდოგორეცთან” მატჩში მიიღებს. ზამთარში ის გუნდს არ დატოვებს” – დაასრულა მადრიდელთა დამრიგებელმა.

 

ხედირამ ღამე საავადმყოფოში გაატარა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “კორნელიასთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო ღამე საავადმყოფოში გაატარა.

ესპანეთის თასის განმეორებითი შეხვედრის მეორე ნახევარში ხედირა ოპონენტს თავით შეეჯახა. ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა ის მალევე შეცვალეს. Football Espana-ის ცნობით ხედირა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დილამდე დარჩა.

“იმედი გვაქ, რომ ეს დარტყმა ხედირას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ანჩელოტი თვის საუკეთესო მწვრთნელია

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ესპანური პრიმერას ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული აღიარება ოქტომბერშიც მიიღო.

შეგახსენებთ, მადრიდულმა კლუბმა ნოემბერში 12-დან შესაძლებელიდან 12 ქულა აიღო და მეტოქეთა კარში 15 გოლიც გაიტანა. გარდა ამისა, “რეალმა” ზედიზედ მე-16 გამარჯვება იზეიმა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.

პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში “სამეფუო კლუბი” 33 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ფიფამ “წლის მწვრთნელის” ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა

ფიფამ “წლის მწვრთნელის” პრეტენდენტები დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “რეალთან” ერთად ესპანეთის სამეფო თასის, ჩემპიონთა ლიგის თასისა და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სიმეონე “ატლეტიკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მოიგო ქვეყნის სუპერთასიც და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

 

რამოსმა, ანჩელოტიმ და ბეილმა რეკორდის აღმნიშვნელი სურათი გადაიღეს

გარეთ ბეილმა, კარლო ანჩელოტიმ და სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ სარეკორდო ზედიზედ მე-16 გამარჯვება ორიგინალურად ასახეს.

Bale-Ancelotti-Ramos

აღნიშნულ სურათს ბეილმა ტვიტერზე კომენტარიც დაურთო: „გოლისგან ჩინებული ემოცია მივიღე. მარჯვენა ფეხით ყოველდღე გოლებს არ ვიტან. მიხარია, რომ ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოვიგეთ და ახალი საკლუბო რეკორდი დავამყარეთ“, – დაწერა ბეილმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ანჩელოტი: “იმედი მაქვს, წარმატებული სერია გაგრძელდება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, “მალაგასთან” მოპოვებული სარეკორდო გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს ყველაფერი სიზმარს გავს. ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ჩვენი წარმატებული სერია გაგრძელდება.

ასეთი შედეგი შესანიშნავ გუნდში, შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობამ განაპირობა. თუმცა, ჯერჯერობით გრძელი სეზონის მხოლოდ ერთი ნაწილი მიილია. მთავარია მომავალშიც ასე გავაგრძელოთ” – აღნიშნა ანჩელოტიმ.