კაშიამ ირლანდიელთა ტრავმირებულ ფეხბურთელს პირველადი დახმარება გაუწია (ვიდეო)

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში მასპინძლების ფეხბურთელი, რობი ბრედი საბა კვერველიასთან ორთაბრძოლაში შევიდა, რის შემდეგაც ცოტა ხნით გონება დაკარგა. მასთან უმალვე ჩვენი კაპიტანი, შოთა კაშია გაჩნდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

გურამ კაშია: “უფრო მეტი გოლი ჩვენ უნდა გაგვეტანა”

დღეს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ჩვენებმა ავსტრიის წინააღმდეგ გააგორეს ბურთი და 1-2 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გურამ კაშიამ Fanebi.Com ისაუბრა.

“პირველ ტაიმში უმიზეზო გოლები გავუშვით. მეორე ნახევარში უპირატესობა ჩვენ გვქონდა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ნორმალური მომენტი არ შეუქმნია.”

” საერთო ჯამში, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. თუმცა, ეს ფეხბურთია და ხდება ისე, რომ კონკრეტულ ორთაბრძოლებს აგებ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდება მატჩში,” – განაცხადა საქართველოს ნაკრები მოთამაშემ.

სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!

ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

კაშია: “მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზე ვითამაშებ”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს, რომ მისთვის მთავარი თამაშია, ხოლო რა პოზიციაზე დააყენებს მას მთავარი მწვრთნელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ არნემელთა ქართველ კაპიტანს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, 6 თებერვალს, “ალკმაართან” გამართულ შეხვედრაში კი, რობ მაასმა ის სასტარტო შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა.

“ვფიქრობ, მნიშნველობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი თამაშია. ეს შესანიშნავი გრძნობაა.

“ალკმაართან” შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ვწუხვარ, რომ დავმარცდით. ვიცით, რომ ადვილი არ არის, მაგრამ მომდევნო მატჩებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს vi.nl.

გურამ კაშია “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, ჰოლანდიის ერედივიზიონის 22-ე ტურში, “ალკმაარი” საკუთარ მოედანზე “ვიტესს” მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

მოგეხსენებათ, ნოემბრის შემდეგ, გურამ კაშიას “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, ქართველი კაპიტანი კი სასტარტოში სწორედ დღეს დაბრუნდება. ასევე, “ალკმაარის” წინააღმდეგ ითამაშებს ვაკო ყაზაიშვილი.

Opstelling Vitesse in Alkmaar vs AZ: Guram Kashia en Lewis Baker in basiselftal van Rob Maas.

Posted by Vitesse on Saturday, 6 February 2016

“ვიტესის” მწვრთნელი: “ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს”

არნემის “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა, რობ მაასმა “ექსელსიორთან” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ გურამ კაშიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს ნოემბრის შემდეგ “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლევა, რაც გულშემატკივრებს არ მოსწონთ. უკვე ორი მატჩია, არნემელები ქართველი მცველი საპატივცემულო მის სახელს სკანდირებენ.

“ჩვენი ცენტრალური მცველები რთულ სიტუაციაში არიან და ეს მთელ გუნდზე ცუდად მოქმედებს. მე გურამ კაშიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ დროისათვის გუნდში სამი ძლიერი ცენტრალური მცველი გვყავს, თამაში კი მხოლოდ ორს შეუძლია”, – ციტირებს მაასის სიტყვებს vitesseinside.nl.

“ვიტესის” ვიცე-კაპიტანი: “მხარდაჭერა სხვებსაც გვჭირდება”
“ვიტესის” ფანების შეძახილები კაშიას მხარდასაჭერად მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)
“ვიტესის” ფანების ბანერი გურამ კაშიას საპატივცემულოდ (ფოტო)
როგორ დაუჭირეს მხარი “ვიტესის” ფანებმა გურამ კაშიას (ვიდეო)

“ვიტესის” ვიცე-კაპიტანი: “მხარდაჭერა სხვებსაც გვჭირდება”

არნემის “ვიტესის” ვიცე-კაპიტანი არნოლდ კრეისვეიკი გულშემატკივრების მხრიდან გურამ კაშიას საპატივცემულოდ გამოფენილ ბანერებსა და შეძახილებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია, არნემელთა თავკაცი კაშიას ძირითად შემადგენლობაში აყენებს, “ვიტესის” ფანები კი კაპიტანის დაბრუნებას ითხოვენ.

“ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, რაც კარგი შეგრძნება სულაც არ არის. ჩვენს გუნდში არავინაა ვინმეზე უკეთესი. გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან და გულშემატკივრებმა მხარი მათაც უნდა დაუჭირონ”, – ციტირებს კრეისვეიკის სიტყვებს voetbalzone.nl.

რობ მაასი: “კაშიას დაფასება კარგია, მაგრამ ფანებმა ტაში ყველას უნდა დაუკრან”

არნემის “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა “ზვოლესთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას კლუბის ფანების მხრიდან კაშიას მხარდასაჭერად გაკეთებულ ჟესტს გამოეხმაურა.

“ჩემს კარიერაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარვარ. კარგია, რომ კაშიას ასე აფასებენ. თუმცა, კარგი იქნება, თუ მომდევნო ჯერზე ფანები ტაშს ყველა ფეხბურთელს დაუკრავენ”, – ციტირებს მაასის სიტყვებს sportnieuws.nl.

როგორ დაუჭირეს მხარი “ვიტესის” ფანებმა გურამ კაშიას (ვიდეო)

27 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ზვოლე” მიიღო.

მოგეხსენებათ, “ვიტესის” კაპიტანს, გურამ კაშიას უკვე დიდი ხანია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებენ. სწორედ ამის გამო, გულშემატკივრებმა მას მატჩის მიმდინარეობისას, 37-ე წუთზე სიმბოლურად ტაში დაუკრეს. ქართველი მცველი ფანებს ფეხზე წამოუდგა და მათ მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო:

როგორ დაუჭერენ “ვიტესის” ფანები მხარს გურამ კაშიას?

ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არნემის “ვიტესის” ფანები გურამ კაშიას მხარს დაუჭერენ.

როგორც იცით, ქართველმა მცველმა ბოლოს არნემული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 22 ნოემბერს, “დენ ჰააგის” წინააღმდეგ ითამაშა. ამის შემდეგ, მან მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ დააბრუნა.

ბოლო ორი მატჩია “ვიტესს” ახალი მწვრთნელი, რობ მაასი ხელმძღვანებლობს. თუმცა, კაშიამ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – “კამბურთან” გამართულ მატჩში, ის მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა.

ცნობილია, რომ გურამს არნემში დიდ პატივს სცემენ და ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 27 იანვარს, “ვიტესი” საკუთარ მოედანზე “ზვოლეს” მიიღებს, მატჩის 37-ე წუთზე კი, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები ფეხზე წამოდგებიან და გუნდის 37-ე ნომერს, კაშიას ტაშს დაუკრავენ.

5 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com გერმანულ სააგენტო Transfermarkt-ზე დაყრდნობით ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეულს გთავაზობთ.

5. ჯანო ანანიძე (მოსკოვის “სპარტაკი”)
ფასი: 2 500 000 ევრო

5

4. ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

4

3. გურამ კაშია (“ვიტესი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

3

2. ჯაბა კანკავა (“რეიმსი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

94551

1. სოლომონ კვირკველია (“რუბინი”)
ფასი: 4 500 000 ევრო

i_25ab546379aa5d2c579da39feb8001fe_1448913590608239_0

გურამ კაშიას საუკეთესო მაჩვენებელი ერედივიზიონის მცველებს შორის

არნემის “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას ჰოლანდიის ერედივიზიონში 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ თავით გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ქართველმა მცველმა თავური დარტყმით ჰოლანდიური გუნდების კარის თერთმეტჯერ დალაშქრა, ასეთი რამ კი ცხრა წელია ერედივიზიონში მოთამაშე არცერთ მცველს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის მცველებს შორის საჰაერო ორთაბრძოლა ყველაზე მეტჯერ მოიგო.