გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონასთან” ანგარიშით , 0:3 დამარცხდა და პირველადგილოსან გუნდს 14 ქულით ჩამორჩა (თუმცა, “თეთრებს” ერთი მატჩი თადარიგში აქვთ).
მადრიდელთა მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ყველაფერს გავიღებთ, რათა ლა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ. სანამ თეორიული შანსი გვექნება, მანამდე ვიბრძოლებთ. 14 ქულით უკან ვართ, თუმცა ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დიდი წნეხია, მოედანზე მოსაგებად გავალთ. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს”
“ჩემი “კლასიკოდან” გაძევება? ფაქტობრივად, ამან ყველაფერი გადაწყვიტა. პენალტი გაგვიტანეს და ათი კაცით დავრჩით. ეს ძალიან დასანანი იყო. სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ. შესაბამისად, წინ გამოწვევებით დახუნძლული ექვსი თვე გველის,” – აცხადებს კარვახალი.