პოლიციამ „კატანიას“ 7 წარმომადგენელი დააკავა

იტალიური „კატანიას“ ხელმძღვანელობის შვიდი წარმომადგენელი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

„კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის კლუბის პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი, ვიცე-პრეზიდენტი პაბლო კოსენტინო და ყოფილი სპორტული დირექტორი დანიელე დელი კარი.

ხსენებულ პირებს სერია ბ-ს განვლილი სეზონის მატჩების შედეგების ყიდვაში ადანაშაულებენ.

“ჩიტადელასთან” მატჩში მსაჯმა “კატანიას” ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა

24 დეკემბერს, იტალიის სერია B-ში, “ჩიტადელამ” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა, ყველაზე დიდი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ მსაჯმა “კატანიას” ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

პირველად, მოედნის დატოვება ფაბიან რინაუდოს მოუწია, რომელმაც 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, 88-ე წუთზე მიხალ ჩრაპეკის ჯერი დადგა. დაახლოებით ერთ წუთში, მსაჯმა წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე მყოფ სებასტიან ლეტოსაც უჩვენა, ყველაზე ბოლოს კი მოედნიდან ნიკოლას სპოლი გააძევეს.

Screen-Shot-2014-12-25-at-10.02.10-AM

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას:

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია

“რომამ” “კატანიასთან” გამანადგურებელი მარცხით (1:4) “იუვენტუსს” ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობა მისცა.

შეგახსენებთ, გუშინ ტურინელებმა 3:1 მოუგეს “სასუოლოს” და რომაელებთან უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდეს. რუდი გარსიას გუნდს თეორიული შანსი “კატანიასთან” მოგების შემთხვევაში რჩებოდა, თუმცა “რომამ” აღნიშნული შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო.

 

“იუვენტუსის” დარჩენილი მატჩები ფორმალური ხასიათის იქნება.

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, ბევრისდა მოულოდნელად, „რომა“ სტუმრად „კატანიასთან“ ანგარიშით 1:4 განადგურდა, რითაც ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი მოისპო.

„იუვენტუსს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 93 ქულით პირველი ადგილი უკავია და მადევარ „რომას“ მთელი 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში „მგლებს“ ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც არ გააჩნიათ.

ამრიგად, „იუვენტუსი“ მიჯრით მესამედ ხდება სერია A-ს გამარჯვებული, სულ კი –  „ბიანკონერის“ 30-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი მოგებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მათი 32-ე ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და „იუვენტუსს“ შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.

კერძოდ, აქამდე „იუვენტუსს“ გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე ექნებათ.

ბექა დოგრაშვილი

ზეედორფი: “სატურნირო ცხრილი არ მაინტერესებს”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ ის სერია A-ს სატურნირო მდგომარეობაზე სულაც არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, “როსონერიმ” “კატანია” რიკადრო მონტოლივოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. “შავ-წითლებმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს.

“ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემთვის სატურნირო ცხრილს მნიშვნელობა არ აქვს. ვიცი, რა სიტუაციაცაა. მთავარია, “მილანმა” რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოიპოვოს”, – ამბობს ზეედორფი.

რიკარდო მონტოლივოს ბრწყინვალე გოლი “კატანიას” კარში

13 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “მილანსა” და “კატანიას” შორის გამართულ მატჩში, რიკარდო მონტოლივომ მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მაქსი ლოპესი ისევ “სამპდრორიაში” ითამაშებს

გენუის “სამპდორიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი, მაქსი ლოპესი კლუბის ღირსებას ისევ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მაქსი ლოპესმა გასული სეზონის გარკვეული ნაწილი “სამპდორიაში” იჯარით გაატარა და როგორც თავად მოთამაშე ამბობდა, მას უკან დაბრუნება ისევ სურდა.

“სამპდორიას” ოფიციალურად შეუძლია, დაგიდატუროთ, რომ მაქსი ლოპესის თაობაზე “სამპდორიამ” “კატანიასთან” შეთანხმებას მიაღწია. არგენტინელი ფეხბურთელი ჩვენს რიგებში იჯარით ითამაშებს”, – ვკითხულობთ გენუელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ჟერვინიოს სასწაულებრივი აცილება “კატანიასთან” მატჩში

22 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “რომამ” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, რომაელთა კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა ჟერვინიომ ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა რამდენიმე მეტრიდან ვერ მოახერხა.

ალეგრი: “მილანს” “კატანიასთან” მოგება ესაჭიროებოდა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერის” “კატანიასთან” გამარჯვება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, “შავ-წითლებს” გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდათ, ხოლო 1 დეკემბერს, მათ “კატანიასთან” სტუმრად ანგარიშით 1:3 იმარჯვეს.

“სამწუხაროდ, პირველი გოლი ჩვენ გავუშვით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. “მილანს” “კატანიას” წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად ჭირდებოდა”, – ამბობს ალეგრი.

ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს?

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ იტალიის სერია A-ს XIV ტურში გამართულ შეხვედრაში „კატანიას“ მცველმა ნიკოლას სპოლიმ „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

პალმერის თქმით, იტალიის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელმა მცველმა მას „ბინძური ნეგრი“ უწოდა.

თუ სპოლის დანაშაული დაუმტკიცდება, მას ჯარიმა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ „კატანიასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მე-13 წუთიდან „კატანია“ კასტროს მიერ გატანილი გოლით იგებდა. ექვს წუთში რიკარდო მონტოლივომ გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლომბარდიული კლუბი ბალოტელიმ დააწინაურა. საბოლოო შედეგი კი, კაკამ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ბექა დოგრაშვილი

“მილანმა” წარუმატებელი სერია “კატანიასთან” შეწყვიტა

1 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დღეს დაასრულა.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, “მილანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე პირველი მასპინძელთა ნახევარმცველი კასტრო გაერკვა, რომლის დარტყმულის მოგერიება ბონერამ სცადა, თუმცა ბურთი საბოლოოდ “როსონერის” კარის ბადეში მოექცა.

სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა ექვს წუთში მოახერხეს, როდესაც ურბი ემანუელსონის ჩაწოდებულ ბურთს რიკარდო მონტოლივო ერთი შეხებით გამოეხმაურა.

63-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.

შეხვედრაში საბოლოო შედეგი კი ბრაზილიელმა კაკამ დასვა, რომელმაც “კატანიას” მეკარეს ძლიერი დარტყმის შემდეგ შანსი არ დაუტოვა – 1:3.

“კატანია” – “მილანი” 1:3
13000 მაყურებელი

“კატანია”: ანდუხარი, სპოლი, მონცონი (კეკო 61′), პერუცი, ბირაგი, როლინი, პლაშილი, ბარიენტოსი (ლეტო 88′), ტაკციდისი, კასტრო (გუარენტე 68′), ლოპესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

“მილანი”: გაბრიელი, ბონერა, სილვესტრე, კაკა, ბირსა (ელ შაარავი 74′), დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო, პოლი, ბალოტელი (მატრი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: კასტრო 13′ – მონტოლივო 19′, ბალოტელი 63′, კაკა 81′.
გაფრთილებები: პლაშილი 59′, ბარიენტოსი 74′ – პოლი 25′, სილვესტრე 31′, კაკა 80′.
გაძევება: ტაკციდისი 64′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ანდრეა პირლომ კატანიას ჯარიმიდან გაუტანა

30 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ანდრეა პირლომაც გაიტანა. ვეტერანმა “მაესტრომ” მეტოქის კარი ჯარიმიდან დალაშქრა.