ველომრბოლელი რუი კოშტა ზედიზედ მესამედ პორტუგალიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ 32-კაციან სიაში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. თუმცა, კანდიდატთა შორის არც სხვა პორტუგალიელი ფეხბურთელები იყვნენ.
ცნობისთვის, 2011, 2012 და 2013 წელს კრიშტიანუ ნომინანტების ფინალურ ხუთეულში გავიდა, მაგრამ პირველი ადგილი არასდროს დაუკავებია.
გეტყვით იმასაც, რომ ხსენებული ტიტული 2005 წლიდან არსებობს და ამ პერიოდში იგი ფეხბურთელს არასდროს მიუღია.