გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად “ბუნდესნაკრები” მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა.
“არავის ეგონა, რომ დღეს ჩვენ ასპარეზობას გამოვეთიშებოდით. ნორმალურია, სწრაფად დასკვნების გამოტანას რომ არ ვცდილობთ. გვინდა რომ მომხდარი კარგად გავაანალიზოთ.
დიახ, ვაანალიზებ, რომ გამოვვარდით. ტურნირის მსველობისას ვხვდებოდით, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ ვიყავით. ბოლო თამაშებმა ეს ნამდვილად დაამტკიცა.
კორეას 90 წუთის მანძილზე გოლს თუ ვერ გაუტან, გავარდნას იმსახურებ. რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც კარგად თამაშობ, მაგრამ რთულია ტურნირის მოგება ასეთი ზეწოლის ფონზე,” – აცხადებს კროოსი.