“ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ველოგუნდმა “სკაიმ” ველოსიპედი აჩუქა. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ველოსიპედების დიდი მოყვარულია და “ტურ დე ფრანსის” შეჯიბრებასაც აქტიურად ადევნებს ხოლმე თვალყურს.
“ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ველოგუნდმა “სკაიმ” ველოსიპედი აჩუქა. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ველოსიპედების დიდი მოყვარულია და “ტურ დე ფრანსის” შეჯიბრებასაც აქტიურად ადევნებს ხოლმე თვალყურს.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ინფორმაცია გაამჟღავნა. მისი თქმით, ესპანელებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ლიონელ მესის არა არგენტინის ნაკრებში, არამედ “ფურია როხას” რიგებში ეთამაშა.
“გვინდოდა, რომ ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მან მშობლიური ქვეყნის გუნდში თამაში ამჯობინა. ჩვენ მას ეს გადაწყვეტილება ვერ შევაცვლევინეთ. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის და საიდან მოვლენ ახალი მესი და ახალი რონალდუ. შესაძლოა, ასეთი ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში დაიბადოს და აქ უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩამოვიდეს”, – დელ ბოსკეს სიტყვები “გარდიანმა” გამოაქვეყნა.
მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და ამის თქმას არც ერიდება.
“არ მჭირდება იმის თქმა, რომ ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევედი. მე ვარ ლეგენდა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.
კიდევ უფრო გაუმჯობესება რთულია.
ჩემი აზრით, მე ვარ ყოველთვის საუკეთესო. არ მადარდებს, რას ფიქრობს და ამბობს ხალხი. ჩემი აზრით, არამხოლოდ წელს, არამედ ყოველთვის მე ვიყავი საუკეთესო.
პატივს ვცემ სხვების აზრს. შესაძლოა, თვლიდეთ, რომ მესი ჩემზე უკეთესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მას ვჯობივარ”, – რონალდუს ეს კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 314 მატჩში 326 გოლი გაიტანა.
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ იმსახურებს 2015 წლის “ოქროს ბურთს”.
“მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს. ეს ლიონელ მესი გახლავთ.
საკლუბო ფეხბურთში ის კვლავ დაბრუნდა საოცარ დონეზე და მოიგო არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ ესპანეთის თასი და ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ტიტულებს ვერ იგებს, მისი გოლების მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს.
ექსტრაორდინალური კლასი აქვს. იგი მუდმივად ამტკიცებს თავის უნიკალურობას და ძალიან გამიკვირდება, თუ “ოქროს ბურთს” მესის არ მისცემენ”, – ციტირებს მათეუსის სიტყვებს Goal.com-ი.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
“მესი ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეა. ბევრი ადარებს ერთმანეთს მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა ისინი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ამასთან, ორივე მათგანი ფანტასტიური მოთამაშეა”, – ციტირებს პელეს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.
“ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთი დღეს უფრო რთული სათამაშოა, ვიდრე ადრე, მაგრამ როდესაც ღმერთი გაძლევს განსაკუთრებულ ნიჭს, თაობას მნიშვნელობა აღარ ენიჭება”, – აღნიშნა პელემ.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა იქვე ისიც განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
“ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის უფროსი ძმა მატიასი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. ამ ინფორმაციას პორტალი elconfidencial.ком ავრცელებს.
იარაღი სამართალდამცველებმა მატიასის ავტომობილში იპოვეს. მესის ძმამ როსარიოს პოლიციის იზოლატორში ოთხი საათო დაჰყო, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
დღეს “ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილს მატეო დაარქვეს. ამის შესახებ ფეხბურთელის ძმამ, მატიასმა განაცხადა. მესის პირველი შვილი 2012 წლის ნოემბერში შეეძინა, რომელსაც ტიაგო დაარქვეს.
მეუღლის მშობიარობის გამო კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მესი დღევანდელი ვარჯიშიდან გაათავისუფლა. ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრას სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გამართულ მატჩამდე (0:1) ადგილობრივმა ფანებმა ლეო მესის სახელის სკანდირება დაიწყეს. ასეთი რეაქცია ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს ამ ეპიზოდში.
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა და მას ამ სტატუსში არ ეცილება.
“მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიცით, რომ ლეო საუკეთესოა. არ ვცდილობთ, რომ მას შევეჯიბროთ. მის მიმართ არანაირი ეჭვიანობა არ არის.
როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის, სიტუაცია რთულდება. მე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო.
ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველი მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეისა და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც დასარტყმელია, ვურტყამ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. თანაგუნდელების არ მშურს”, – განაცხადა სუარესმა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლიდერმა უეინ რუნიმ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა და მათ შორის უკეთესი გამოარჩია.
“ორიოდე წლის წინათ ხალხი ამბობდა, რომ მესი მარადონა არ არის, რადგან მას მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული არ აქვს. ჩემი აზრით, მესი მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია”, – ციტირებს რუნის სიტყვებს Sportsmole-ი.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის “ოქროს ბურთი” ოთხჯერ აქვს მოგებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მესიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
— თბილისი გახდა 25-ე ევროპული ქალაქი, სადაც გოლი გაიტანეთ. სუპერთასის მოგების გარდა, კიდევ რით იქნება ეს მატჩი დასამახსოვრებელი?
— ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით. კმაყოფილები ვართ.
— კარგად ითამაშეთ. ძირითად 90 წუთში მესამე გოლის გატანაც შეგეძლოთ. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ყველა მხარს გიჭერდათ — ორივე გუნდის გულშემატკივრები?
— ყველას დიდ მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის.
— რამდენად არის განსხვავება საკლუბო და სანაკრებო ჯილდოებს შორის?
— ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა. დღეს ჩვენ უეფას სუპერთასი მოვიგეთ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია.
— მესი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. გსმენიათ თუ არა 60-იან წლებში მოთამაშე მიხეილ მესხის შესახებ, რომელმაც არგენტინა აღტაცებაში მოიყვანა? გვარებშიც მსგავსებაა — მესი, მესხი…
— თამაში უცნაურად დაიწყო: ჯერ ვაგებდით, შემდეგ გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდევაც. მეტოქე პრესინგს გვიწყობდა. საბედნიეროდ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება მესხს, სამწუხაროდ, მასზე არაფერი მსმენია.
— თქვენ ნამდვილად ხართ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ შეხვედრა პედრომ მოიგო. რას ფიქრობთ მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ?
— კმაყოფილი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ პედრომ გაიტანა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ მის პოზიციას და მხარი უნდა დავუჭიროთ.
არგენტინელმა კალათბურთელმა ემანუელ ჯინობილიმ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ლიონელ მესის მიმართ გახშირებულ კრიტიკაზე ისაუბრა.
“მესი ნამდვილი მონსტრია. ის ჩამოვიდა ნაკრებში, ითამაშა და გაიყვანა გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩებში. ეს არის ლატარია, ან წააგებ, ან მოიგებ. გამარჯვებასა და მარცხს შორის ძალზედ ვიწრო ხაზია. მას მუნდიალის ფინალი რომ მოეგო, ყველა დადუმდებოდა. დღევანდელ არგენტინულ ფეხბურთში იგი ყველაზე ძვირფასი მარგალიტია და მისი კრიტიკა უბრალოდ წარმოუდგენელია. სამწუხაროა, რომ მესის ასე ეპყრობიან, თითქოს ის ამას იმსახურებს”, – მანუ ჯინობილის კომენტარი “ოლემ” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მესისთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ ჩილესთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა. არგენტინელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლიც მესიმ გაიტანა.