კარიკატურა: სანჩესისა და მხითარიანის ახალი მისიები

ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო ჰერიხ მხითარიანი ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელია.

ომარ მომანის აზრით, მათ ახალი მისიები აქვთ.

 

ინგლისის ლიგის თასი: “ჩელსიმ” და “არსენალმა” პირველ თამაშში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (ვიდეო)

დღეს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური შევხედრა გაიმართა. “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო.

არც ისე სანახაობრივ შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა მათი რეალიზება ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. შესაბამისად, მატჩი უგოლო ფრით დასრულდა – 0-0.

განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის უკვე “ემირეითს სთეიდიუმზე”, 25 იანვარს შედგება.

 ” alt=”” />

“არსენალმა” “კრისტალ პალასს” სძლია (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში “კრისტალ პალასმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო.

დაძაბულ დაპირსპირებაში ანგარიში 25-ე წუთზე შკოდრან მუსტაფის დარტყმის შედეგ გაიხსნა. მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ვილფრედ ზაჰას პასის შემდეგ ანდროს თაუნსენდმა გათანაბრება შეძლო. ამის შემდეგ იყო ალექსის სანჩესის გაბრწყინება. ჩილელმა 62-ე და 66-ე წუთებზე, შესაბამისად, ალექსანდრ ლაკაზეტისა და ჯეკ უილშირის პასების წყალობით მოახერხა დუბლის შესრულება და “არსენალი” ორბურთიანი უპირატესობით წინ გაიყვანა.

89-ე წუთზე ჯეიმს ტომკინსმა ერთამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც დათმეს. საბოლოოდ, 3-2 “მეთოფეების” სასარგებლოდ.

ამ მოგების შემდეგ “არსენალი” 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “კრისტალ პალასს” 18 ქულა აქვს და ცხრილში მეთექვსმეტეა.

 

პოჩეტინო: “ვანიამა “საუთჰემპტონთან” უნდა დაბრუნდეს”

ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.

26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტის” ვან დეიკის შეძენა არ გაუჭირდება”

“საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით, ვირჯილ ვან დეიკით ინგლისური გარნდები: “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. თუმცა, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ თუ “სიტი” მთელი რესურსებით მოინდომებს ჰოლანდიელის შეძენას, ისინი ამ საქმეში თავის მეტოქეებს აუცილებლად აჯობებენ.

“ვირჯილით ბევრი კარგი გუნდი ინტერესდება. თუმცა, არსებობს მანჩესტერ სიტი” – ეს გუნდი ბევრ საუკეთესო მოთამაშეს ყიდულობს. შესაბამისად, თუ ისინი გულით მოინდომებენ, ჩვენ ჰოლანდიელისთვის მათთან ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ საქმეში მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. “მანჩესტერ სიტის” არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელის შეძენაში შეუძლია, სხვა გრანდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.”

“როცა გაქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი რაოდნეობით ფული დახარჯო, რატომაც არ უნდა ქნა ეს?! თუმცა, ზოგჯერ გუნდები დიდ ფულს უაზროდ ხარჯავენ. ამიტომ, სწორი მენეჯმენტია საჭირო. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოაქვს კარგი შედეგი,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “დავიდ ლუისს მუხლზე ანთება აქვს – საქმე სერიოზულადაა!”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, დავიდ ლუისმა ტრავმა 22 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “ყარაბახის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. მას მუხლზე აქვს დაზიანება.

ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელს არც ისე დიდი ხანი გაუცდებოდა, თუმცა, ფაქტობრივად, ერთი თვის შემდეგ, არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ამბობს, რომ 30 წლის სპორტსმენი ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება.

“დავიდს მუხლზე ანთებითი პროცესები განუვთარდა. ვცდილობთ, ეს პრობლემა მწვრთნელთან ერთად გადავჭრათ. აუცილებელია, სიტუაცია დღიდან დღემდე, ნელ-ნელა გამოსწორდეს. ამაში კი დიდი როლი ჩვენს სამედიცინო შტაბს ექნება. არ ვიცი, როდის დაბრუნდება ის. თუმცა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოთამაშის გამოსაჯანმრთელებლად.”

“ლუისი გუნდისგან განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობს. ხოლო, ბოლო დღეებში ის მხოლოდ აუზში იყო. დღესაც იმავეთი დავტვირთეთ, შემდეგ კი ცოტა ირბინა. თუმცა, ეს ნელა გააკეთა. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება,” – აცხადებს კონტე.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

ზუმას ტრავმა არც ისე მარტივია – ფრანგი “ვესტ ჰემთან” იუქმებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტიშია”, პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურში,”ბარნლის” წინააღმდეგ, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. მინიმალური ანგარიშით წაგებული დაპრისიპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა განაცხადა, რომ ფრანგის დაზიანება არც ისე სერიოზული იყო და ის უიქენდზე გუნდს დაუბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, უელსელი სპეციალისტი მართალი არ აღმოჩნდა. 23 წლის ცენტარლური მცველი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “სტოკს” ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში (16 დეკემბერს), “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

“სამწუხაროდ, კურტი ამ უიქენდზე ჩვენთან არ იქნება. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ დაზიანება ხანგრძლივი არაა და, დიდი ალბათობით, ზუმა მომავალ კვირაში დაბრუნდება,” – აცხადებს ჰიუზი.

კარიკატურა: მესისა და რონალდუს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე

11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ მადრიდის “რეალი” “პსჟ”-ს, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.

ომარ მომანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

პოჩეტინო: “ჩემპიონთა ლიგის გამო, პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ”

გუშინ პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ლონდონის “ტოტენჰემმა” “სტოკ სიტი” ანგარიშით, 5-1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” მთავარი მწვრთნელი, მოურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“წინა სეზონში ძალიან იმედგაცრუვებულები ვიყავით. ჩვენ კატასტროფა განვიცადეთ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო, პრემიერ ლიგაში ბოლო ეტაპზე წავაგეთ ბრძოლა. ამ სეზონში გვინდა, ძალები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოვსინჯოთ. ჩვენი დიდი მიზანია, სწორედ აქ წარმატებულად გამოვიდეთ. თუმცა,, როცა პარალელურად პრემიერ ლიგაში ვასპარეზობთ, შესაძლოა, რაღაც წარუმატებლობა აქ განვიცადოთ.”

“ახლა ლიგაზე პაუზა გვაქვს და მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. გვჯერა ჩვენი ძალების,” – აცხადებს პოჩეტინო.

ასპილიკუეტა: “ჩელსი” მზადაა, რომ მანჩესტერულ გრანდებს მიუახლოვდეს”

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.

“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.

“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”

“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.

მორატა: “რეალს” ვენატრები? სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა არ მინდა ასე იყოს”

მადრიდის “რეალს” საქმე კარგად არ მისდის. “ბლანკოსი” ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გატანა უჭირს. სწორედ ამიტომ, ხშირად ამბობენ, რომ ესპანელებს ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსიში” არ უნდა გაეშვათ და რომ მათ ეს თავდამსხმელი ენატრებათ.

აღნიშნულის შესახებ თავად მორატამ ისაუბრა.

“არ ვიცი, “რეალს” ვენატრები, თუ არა, მაგრამ კარგია, რომ ხალხი ამ ყველაფერს აბობს. თუმცა, არ მსურს, გუნდში ჩემი საჭიროება იყოს. მინდა, მადრიდულმა გრანდმა წარმატებულად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ რონალდუ გოლების გატანას დაიწყებს. ალბათ, ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამო დაღლილია.”

მორატამ, ასევე, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა შეადარა.

“ტექნიკურად, ესპანეთის ჩემპიონატი აღემატება ინგლისისას. თუმცა, პრემიერ ლიგაში ფიზიკურობა ძალიან მაღალ დონეზეა. გასახდელი ოთახები პატარაა. ჩვენი ოთახი კი, საერთოდ ხისაა. ფული, სახლი და ის რომ მდომოდა, რასაც შეჩვეული ვიყავი, სახლში დავრჩებოდი. თუმცა, აქ ყველა თამაშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. ბევრს ვვარჯიშობ და განვითარებას ვცდილობ,” – აცხადებს მორატა.