კობი ბრაიანტი ლიონელ მესის წინაამღდეგ: Turkish Airlines-ის ახალი რეკლამა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი და კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი Turkish Airlines-ის მორიგ რეკლამაში გადაიღეს:

„ლეიკერსმა“ ახალგაზრდა ფორვარდი გაუშვა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელებმა ფორვარდ ელის ჰარისის გაშვება გადაწყვიტეს.

მიმდინარე სეზონში კალიფორნიული კლუბის მაისურით ჰარისმა ჯამში სულ რაღაც 11 წუთი ითამაშა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საზაფხულო ლიგაში „ლეიკერსის“ მაისურით ჰარისმა საშუალოდ ერთ მატჩში სათამაშო დროის 27 წუთში 10,2 ქულა დააგროვა და 5,6 მოხსნა გაკეთა. ზაფხულს ელიასმა გონზაგის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომლის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა.

ცნობისთვის, ჰარისის გაშვების შემდეგ მაიკ დ’ენტონის გუნდში 14 კალათბურთელი დარჩა.

სტივ ნეში მინიმუმ ორ კვირას იუქმებს

დღეს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელს სტივ ნეშს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მისი ზურგის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო სერიოზულია.

როგორც ცნობილია, გამოცდილი კალათბურთელი თამაშს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში კალიფორნიელთა მაისურით ნეშმა ექვს მატჩში ითამაშა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში სათამაშო დროის 22,5 წუთში მისმა მონაგარმა 6,7 ქულა და 4,8 გადაცემა შეადგინა.

დღეს, კობი ბრაიანტი 24 მილიონ დოლარს მიიღებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ტრავმირებული ლიდერი კობი ბრაიანტი 2013/14 წლების სეზონის ხელფასის 79,7 პროცენტს მიიღებს. როგორც ESPN Los Angeles-ი წერს, თანხა, რომელსაც „შავი მამბას“ გადაეცემა 24 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენს.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, დარჩენილ თანხას კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელები 35 წლის უკანახაზელს სეზონის მიმდინარეობისას გადაუხდიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

დანკანი „ლეიკერსთან“ მატჩს გამოტოვებს

„მემფის გრიზლისთან“ შეხვედრაში „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა მკერდის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც აღნიშნული შეხვედრა ბოლომდე არ დაასრულა. ცნობილია, რომ „ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც დღეს ღამით შედგება, 37 წლის კალათბურთელი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

„გრიზლისთან“ შეხვედრაში დანკანი პარკეტზე 17,3 წუთის განმავლობაში იყო. ამ დროში მან 3 ქულის მოპოვება და 6 მოხსნის გაკეთება მოასწრო.

დოკ რივერსი: „ამ წაგებით კარგი გაკვეთილი მივიღეთ“

„კლიპერსის“ თავკაცმა დოკ რივერსმა „ლეიკერსთან“ წაგებული შეხვედრა შეაჯამა.

„მაიკ დ’ენტონი გენიალურად მოიქცა, როდესაც თამაშში სასტარტო შემადგებლობა არ დააბრუნა. ბოლო ორი თვის განმავლობაში „ლეიკერსი“ სხვადასხვა განცხადებებს ისმენდა, რომლებშიც საუბარი ძირითადად „კლიპერსის“ ძლიერ მხარეებზე იყო, ამიტომაც, ნათელი იყო, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდებოდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. სამომავლოდ, ჩვენთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება“, – განუცხადა რივერსმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „კარმელო ენტონი? ვერაფერს გეტყვით“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი უახლოეს მომავალში მის გუნდს შეუერთდება.
„კარმელო ნიუ-იორკში თამაშობს, მე – ლოს-ანჯელესში. სიმართლე რომ გითხრათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, შემოგვიერთდება თუ არა ენტონი“, – განაცხდა კობიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ მოქმედი კონტრაქტი მელოს სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, „ლეიკერსმა“ თანაქალაქელებს აჯობა

მოგეხსენებათ, სტარტი აიღო ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.

ახალი სეზონი „ინდიანა პეისერსისა“ და „მეჯიკის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. საუკეთესო მათ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ბლოკშოთი ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმაც 18 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 97:87 (23:18, 17:26, 29:20, 28:23)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 6 მ. 5 გ. 3 ბ.), სტივენსონი (19 ქ. 7 მ. 5 გ.), უესტი (13 ქ. 5 მ. 5 ბ. 5 დ.), ჰიბერტი (8 ქ. 16 მ. 7 ბ.)
„მეჯიკი“: ნიკოლსონი (18 ქ.), ჰარკლესი (14 ქ.), ნელსონი (12 ქ. 7 გ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ვუჩევიჩი (8 ქ. 10 მ. 5 დ.)

უდიდეს ინტერესს, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ფლორიდელებმა 12 ქულით მოიგეს. საუკეთესი „ჰიტის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკრები თავის ანგარიშზე კრის ბოშმა ჩაიწერა. ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში „ხარების“ ფორვარდმა კარლოს ბუზერმა დააგროვა – მისმა მაჩვენებელმა 31 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 107:95 (17:15, 37:18, 24:25, 29:37)

„ჰიტი“: ჯეიმსი (17 ქ. 8 გ. 6 მ.), ბოში (16 ქ. 6 მ. 3 ბ.), ბატიე (14 ქ.), ჩალმერსი (13 ქ. 5 ჩ.), უეიდი (13 ქ.), კოული (11 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ. 7 მ.)
„ბულსი“: ბუზერი (31 ქ. 7 მ.), ბატლერი (20 ქ. 5 ჩ.), როუზი (12 ქ. 5 დ.), გიბსონი (10 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (2 ქ. 11 მ.)

უინტერესო არც თანაქალაქელების – „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამოდგა, რომელშიც მოგება მაიკ დ’ენტონის კალათბურთელებმა იზეიმეს. მათ რიგებში საუკეთესო შედეგით ხავიერ ჰენრი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 6 მოხსნის გაკეთებაც შეძლო. „კლიპერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა – მისმა მონაგარმა 19 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

„ლეიკერსი“ – „კლიპერსი“ 116:103 (28:30, 27:27, 20:22, 41:24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (22 ქ. 6 მ.), ფარმარი (16 ქ. 6 პ.), გასოლი (15 ქ. 13 მ. 5 დ.), იანგი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 8 მ.), კამანი (10 ქ. 8 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (19 ქ. 7 მ.), ჯორდანი (17 ქ. 11 მ. 3 ჩ. 3 ბ.), პოლი (15 ქ. 11 გ. 6 . 5 ჩ.), კროუფორდი (15 ქ.), რედიკი (13 ქ.)

კამანი: „კლიპერსი“ „ლეიკერსის“ დონის გუნდი ვერასდროს გახდება“

„კლიპერსის“ ყოფილმა მოთამაშემ კრის კამანმა, რომელიც ამჟამად „ლეიკერსის“ ფერებს იცავს, თვლის, რომ მისი პირველი გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 16-გზის ჩემპიონების დონის ვერასდროს იქნება.

„კლიპერსს“ დიდ პატივს ვცემ და ყველაფრისთვის მის ხელმძღვანელობას მადლობა მინდა გადავუხადო. ასეა თუ ისე, „ლეიკერსამდე“ ამ გუნდს ბევრი აკლია. ჩემპიონის ტიტულს „კლიპერსი“ ვერასდროს მოიპოვებს“, – განუცხადა კამანმა ESPN Los Angeles-ს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „ლეიკერსი“ სწორედ „კლიპერსის“ წინაამღდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 6 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

შენონ ბრაუნი „ლეიკერსში“ დაბრუნდება?

HoopsHype-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემტევი უკანახაზელი შენონ ბრაუნი შესაძლოა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც სამი წლის წინ იცავდა.

სავარაუდოდ, კალიფორნიაში დასაბრუნებლად, 27 წლის კალათბურთელი „ვაშინგტონ უიზარდსთან“ კონტრაქტს გაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დედაქალაქში ბრაუნი ფინიქსიდან გადაბარგდა.

„ლეიკერსის“ ღირსებას შენონი 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა. 2009/10 წლების სეზონის ერთ მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 8,7 ქულა, 1,9 მოხნა და 1,2 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლეიკერსი“ „უორიორსთან“ განადგურდა

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის კლუბები ახალი სეზონსითვის მზადებას აგრძელებენ. გუშინ, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ შეხვდა და კალიფორნიული კლუბი 26 ქულით 115:89 გაანადგურა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ვიდეო მიმოხილვას: