წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგაშ მომუშავე 11 ყველაზე ამღალანაზღაურებადი სპეციალისტის სიას.
11. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასში“ ალან პარდიუს ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ზამთარში ინგლისელი „ნიუკასლიდან“ თითქმის მშობლიურ კლუბში გადავიდა და მოღვაწეობა, ტრადიციულად, ძალიან კარგად დაიწყო.
9-10.
ტიმ შერვუდი („ასტონ ვილა“) – £2 მილიონი. ბირმინგემელთა ცუდი სტარტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სულ მალე არა ამ მწვრთნელის ხელფასზე, არამედ მის გათავისუფლებისთვის მიღებულ კომპენსაციაზე საუბარი მოგვიწევს.
9-10 მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“) – £2 არგენტინელის ხელფასი პარდიუს კომპენსაციაზე ოდნავ მეტია, რაც სავსებით დამსახურებულია.
8.
სემ ელერდაისი („სანდერლენდი“) – დაახლოებით £ 2,5 მილიონი. „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ სემ ელერდაისი უმუშევარი დიდიხნით არ დარჩენილა. „სანდერლენდის“ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სპეციალისტი ბონუსის სახით ასევე დამატებით ორ მილიონ ფუნტს მიიღებს.
6-7. რობერტო მარტინესი („ევერტონი“) – £ 3 მილიონი. 2014 წლის ზაფხულში ესპანელმა მერსესაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მას 2015 წლის ზაფხულში, ალბათ, არ შესთავაზებდნენ.
6-7.
სლავენ ბილიჩი („ვესტ ჰემი“) – £ 3 მილიონი. ოლიმპიურ სტადიონზე და პრემიერლიგასთან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვესტ ჰემმა“ თანხის მწვრთნელზე დახარჯვა გადაწყვიტა.
5.
მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი“) – £ 4 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი სპეციალისტის „სიტიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულშ მან „ქალაქელებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
4.
იურგენ კლოპი – £ 7 მილიონი. „ლივერპულმა“ წინა კვირას ნამდვილად დიდი ფსონი დადო და ახლა სათანადო შედეგის მიღწევასაც იმედოვნებს.
3.
ლუი ვან გაალი – £ 7,3 მილიონი. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ძველი დიდების დასაბრუნებლად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანხას არ ზოგავს.
2.
არსენ ვენგერი – £ 8,3 მილიონი. „არსენალს“ 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გარდა, ყველაფერზე ეკონომია შეეძლო.
1.
ჟოზე მოურინიო – £ 8,5 მილიონი. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 1,5-2-ჯერ მეტია, თუმცა მას ერთ ხელფასზე ცხოვრებაც შეუძლია.