ლუის სუარესის კომენტარი ფინალში გასვლასთან დაკავშირებით

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” “ბაიერნი” 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ამასთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა კატალონიელთა ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა.

“დიდება! დიდი გუნდი. ჩვენ ბოლოში ვართ. რა სიამაყეა”.

Снимок

სუარესი: “ბალოტელის იოლი პერიოდი არ უდგას”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც მანამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, მერსისაიდული გუნდის თავდასხმელის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

“მარიოს დიდ კლუბებში უთამაშია და დამტკიცებული აქვს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.

ადვილი არ არის “მანჩესტერ სიტიში” თავის დამკვიდრება და შემდეგ ინგლისში დაბრუნება. მას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას, თუმცა მაინც ჩინებული მოთამაშეა”, – სუარესის სიტყვებს “ასი” ციტირებს.

მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

 

სუარესის პირველი კომენტარი “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი “ნოუ კამპზე”, სადაც “ბარსელონამ” “ბაიერნი” დამაჯერებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუის სუარესი მატჩს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

vams

“Vamos! რა მოგება, რთული სამუშაოს შემდეგ! სურათი მსოფლიოს საუკეთესოსთან ერთად”


მასკერანომ სუარესი ეტოოს შეადარა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ყოფილ ფორვარდ სამუელ ეტოოს შეადარა.

“მოხარული ვარ, რომ სუარესი ასე სწრაფად გადის ადაპტირებას გუნდში, განსაკუთრებით კი – შეტევით ხაზში, რაც ერთობ რთულია. თავისი მახასიათებლებით ის “ბარსელონაში” ბოლო წლებში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ეტოოს მაგონებს. ლუისი მუდმივად ურტყამს, არ უშინდება მეტოქე გუნდის მცველებს. მოწინააღმდეგეები ხვდებიან, რომ მისგან მთელი მატჩის განმავლობაში მოსვენება არ ექნებათ”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს TyCSports-ი.

 

სუარესი: “დუელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა”

“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი თანაგუნდელებს მოუწოდებს, “პსჟ”-სთან განმეორებით მატჩს სერიოზულად მოეკიდონ.

“ვიცით, რომ ანგარიშის მიუხედავად, დუელი არ დასრულებულა. მეტოქე ძალიან რთულია”.

“არ ვიცი, ვატარებ თუ არ საუკეთესო სეზონს ბარსელონაში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვეხმარები გუნდს, ხოლო ამით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის გოლზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”.

“სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო. სეზონის დიდი ნაწილი გამოვტოვე და ფიზიკურად დიდი დატვირთვისგან თავის შეკავებას მირჩევენ ექიმები”.

“მესისთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ნეიმარი და ლეო მეუბნებიან, რომ ვიმოქმედო ისე, როგორც “ლივერპულში”. ინგლისში ფანები მენატრებიან. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ. ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ და კარგად მიმიღეს”.

“ზლატან იბრაჰიმოვიჩს წარდგენა არ სჭირდება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. შვედი ძალიან სახიფათოა,”-განაცხადა სუარესმა.

ლუის სუარესის გოლი “პსჟ”-სთან [Video]

ურუგვაელმა შემტევმა, ლამაზი გოლით “ბარსელონა” ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

სუარესი: “ივანოვიჩი და კიელინიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ ვუკბინე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯორჯო კიელინისთვის კბენის ფაქტები. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს მცველები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ უკბინა კიდეც.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში მეხმარებიან. ნაწილობრივ ჩემი ბრალია, თუმცა ნაწილობრივ მცველების ბრალიცაა, რომლებიც პროვოცირებას ცდილობდნენ. მაგალითად, კიელინი და ივანოვიჩი მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ თავდამსხმელი წყობიდან გამოიყვანონ. მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ მეტოქის გაღიზიანება, თუმცა ახლა უკვე სხვანაირად ვიქცევი. მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. მანამდე მათთან ორთაბრძოლებში ვებმეოდი, ახლა უბრალოდ ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს cope.es.

 

ლუის სუარესი: „რეალში“ გადასვლა შემეძლო“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, თავის დროზე მისი შეძენით მადრიდის „რეალი“ იყო დაინტერესებული.

„რეალი“ ჩემით დაინტერესებული იყო, თუმცა ყოველთვის „ბარსელონაში“ თამაშზე ვოცნებობდი. კატალონიელთა წინადადების შემდეგ ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე, „ბარსა“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქ ყოველი შესაძლო ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო.

ლეო მესი ჩინებული და ძალიან მორიდებული ადამიანია. მასთან და ნეიმართან ერთად თამაში ჩემთვის პრივილეგიაა.

მესი თუ რონალდუ? მესი“, – განაცხადა ურუგვაელმა რადიო „Cadena COPE“-ს ეთერში.

სუარესი: “რეალის” ფანების არ მესმის”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მადრიდის “რეალის” ფანებმა მიმდინარე სეზონში იკერ კასილასს არაერთხელ დაუსტვინეს. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, ესპანელი მეკარის მიმართ ასეთი საქციელი ყოვლად გაუმართლებელია.

“რეალის” ფანების არ მესმის. როგორ შეიძლება, დაუსტვინო ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელს, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. ამ ხალხმა სტატისტიკას ჩახედოს და ნახოს, რა მიღწევები აქვს კასილასს. სანამ ვინეს დაუსტვენ, უნდა დაფიქრდე”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Cope.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ისიც თქვა, რომ მისი თანაკლუბელი ლიონელ მესი “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერია.

“მესი რონალდუზე ძლიერია. ლეო უდიდესი ფეხბურთელი და ამავე დროს, ძალზედ თავმდაბალი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან და ნეიმართან ერთად თამაშის შესაძლებლობა მეძლევა”, – აღნიშნა სუარესმა.

 

სუარესი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დონის მატჩში ვითამაშებდი”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დონის მატჩში ვითამაშებდი. ვგრძნობ, რომ ბოლო მატჩებში გუნდისთვის უფრო სარგებლიანი გავხდი და ამან დამამშვიდა. ყოველთვის თვითკრიტიკული ვიყავი. როდესაც გოლებს ვერ ვიტანდი, მესმოდა, რომ გუნდს ნაკლებად ვეხმარებოდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ გოლები მოვიდოდა”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ლუის სუარესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ხვალ, თბილისის დროით ღამის 00:00 საათზე დაიწყება.

 

სუარესი: “არ ვფიქრობ, რომ “რეალთან” მატჩი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს”

“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი ემზადება პრიმერა დივიზიონში მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად.

ლა ლიგის მომდევნო, 28-ე ტურში გაიმართება ყველასთვის ცნობილი დაპირისპირება ელ კლასიკო, რომელიც ბევრის აზრით, ჩემპიონატის გამარჯვებულს 90%-ით გამოავლენს.

“ეს მატჩი ფინალივითაა, რადგან დაპირისპირების დროს ასეთი ატმოსფეროა შექმნილი. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ლა ლიგაში ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ძნელია”.

“არ ვფიქრობ, რომ “რეალთან” მატჩი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს. ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს მადრიდული კლუბი. ჩვენ შესწავლილი გვაქვს “სამეფო გუნდის” სისუსტეები, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად ვეცდებით,”-განაცხადა სუარესმა.

“ბარსელონა” სატურნირო ცხრილში “რეალს” ერთი ქულით ასწრებს.

სუარესი: “ლივერპული” ნაწილობრივ ბრიტანული პრესის გამო დავტოვე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა “ლივერპულიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მერსისაიდული გუნდი ნაწილობრივ ბრიტანული პრესის გამო დატოვა.

“ვერ გეტყვით, აწარმოებდა თუ არა ბრიტანული პრესა ჩემ წინააღმდეგ კამპანიას, თუმცა ძალიან მაწუხებდა ის, რომ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება მიხდებოდა, რაც ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

გამოქვეყნდა ჩემი და დემიჩელისის ფოტო (თითქოს სუარესი დემიჩელისის კბენას ცდილობდა – ავტ.), თუმცა ეს აბსოლუტური ტყუილი გახლდათ.

ნაწილობრივ “ლივერპული” იმიტომ დავტოვე, რომ ბრიტანული პრესის ყურადღებისგან დავიღალე. მე გასაგებად ვსაუბრობდი, თუმცა ისინი მაინც თავისას გაიძახოდნენ”, – სუარესის სიტყვები sport.es-მა გამოაქვეყნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 29 მარტს ლუის სუარესი “ენფილდზე” დაბრუნდება, სადაც სტივენ ჯერარდის გამოსათხოვარ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.