“საუთჰემპტონი” დე ბურთან და პელეგრინოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლოდ პუელის განთავისუფლების შემდეგ, კვლავ ეძებებ მის შემცვლელს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ირწმუნება, რომ “წმინდანები” ამ პოსტზე ფრანკ დე ბურის, როჯერ შმიდტის, ტომას ტუჰელისა და მაურისიო პელეგრინოს დანიშვნის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

თუმცა, ტომას ტუჰელმა ინგლისელებს ნათლად აუხსნა, რომ ამ წინადადებით არ იყო დაინტერესბული, შმიდტი კი ჩინურ კლუბს ჩაუდგა სათავეში.

ასე რომ, “საუთჰემპტონს” ორი ვარიანტიღა შემორჩა – ფრანკ დე ბური და მაურისიო პელეგრინო.

“წმინდანები” გულშემატკივრებს ახალ მწვრთნელს მომავალ კვირაში წარუდგენენ.

პელეგრინი “რეალში” დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა “ბარსას” ვარიანტს არ გამორიცხავს

მანუელ პელეგრინის თქმით, მას მადრიდის “რეალში” დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ აქვს, სადაც ჩილელი სპეციალისტი 2009-10 წლების სეზონის მანძილზე მუშაობდა.

“უკან დაბრუნებაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი პირადი პერსპექტივიდან გამომდინარე, არასდროს ვცდილობ იმ კლუბში დავბრუნდე, სადაც მიმუშავია. მიყვარს ახალი თავგადასავლები, ამიტომაც წავედი ჩინეთში.

“რეალში” გატარებული დროით ყოველთვის ვიამაყებ. ძალიან რთული წელი გვქონდა, ჩემგან ძალიან ბევრს ელოდნენ. როდესაც კლუბი დავტოვე, ძალიან გამახარა გამოკითხვის მონაცემებმა, რომლის თანახმადაც გულშემატკივართა 75 პროცენტს სურდა, კლუბში დავრჩენილიყავი.

“რეალში” დაბრუნებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ისეთ კლუბში მუშაობაზე, როგორიც “ბარსელონაა”, უარს არავინ იტყვის. თუმცა, ახლა მთლიანად ჩინეთზე ვარ კონცენტრირებული.” – განაცხად “სიტის” ყოფილმა თავკაცმა.

პელეგრინიმ შესაძლოა “მილანი” ჩაიბაროს

ჩილეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანელ პელეგრინი “მილანის” ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მწვრთნელმა გასულ თვეში აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა სერია ა-ში. “როსონერი” კი დიდი ალბათობით გაუშვებს კრისტიან ბროკის, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

“ლა სეგუნდა” გვამცნობს, რომ პელეგრინი მილანში გასამგზავრებლად ემზადება, რათა საბოლოოდ დაასრულოს მოლაპარაკებები დიავოლოსთან.

თუმცა არის ერთი ფაქტიც, რაც ამ სიახლის საპირისპიროდ მოქმედებს – ბერლუსკონი კლუბის ჩინელებისთვის მიყიდვას აპირებს, ამიტომაც კლუბის ბიუჯეტი ჯერაც არ დადგენილა და ყველანაირი მოლაპარაკებები შეჩერებულია.

„Daily Mail“: პელეგრინი „ევერტონში“ მუშაობაზე ფიქრობს

იმ შემთხვევაში, თუ რობერტო მარტინესი სეზონის დასრულების შემდეგ „ევეროტნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მისი ადგილის დაკავებით „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი მანუელ პელეგრინი დაინტერესდება, რომელსაც შემდეგ სეზონში ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის. „Daily Mail“-ის ინფორმაციით, ჩილელი სპეციალისტი მეგობრებს მერსესაიდულ კლუბში მუშაობის პერსპექტივის შესახებ ესაუბრა. პელეგრნი თვლის, რომ „ევერტონთან“ იგივე წარმატებას მიაღწევდა, რა წარმატებაც „მალაგასთან“ და „ვილიარეალთან“ ჰქონია.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პელეგრინი „ზენიტის“ შესაძლო დამრიგებლადაც მოიაზრებოდა.

“მანჩესტერ სიტიმ” პელეგრინის გამოსამშვიდებლად სურათი აჩუქა (ფოტო)

ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი ნახატის სურათი იმ ნახატთაგან, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა მანუელ პელეგრინის გამოსამშვიდობებლად აჩუქეს.

“სიტის” მფლობელმა, არაბმა შეიხმა ხელოვნების ორი ქმნილება შეიძინა, რომელთაგან ერთ-ერთი, რომლის ავტორიც L.S ლოური გახლავთ, მილიონებად არის შეფასებული.

ჯერჯერობით უცნობია, ლოურის რომელ სურათზეა საუბარი, მაგრამ ცნობილია მეორე ნახატის რაობა – სტეფან რაითის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელიც კლიკ არტმა შეისყიდა.

v

პელეგრინი: “დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი იტალიაში”

მანუელ პელეგრინიმ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, განაცხადა რომ მისთვის იტალიაში გადაბარგება ნამდვილად სასიამოვნო სვლა იქნებოდა.

“მინდა სერია ა-ს რომელიმე გუნდს ჩავუდგე სათავეში. დიდებულ გამოცდილებას მივიღებ. მინდა ახალი პროექტის ნაწილი გავხდე, რომელიც ჩემი სამუშაოს შესრულების უფლებას მომცემს.

თუმცა, ესპანეთში დაბრუნებაზეც არ ვიტყოდი უარს.

ცხოვრებაში არასდროს მითქვამს უარი გამოწვევებზე. როდესაც “მალაგა” ავირჩიე, გაცილებით უფრო დიდი კლუბებისგან მქონდა წინადადებები, თუმცა გადავწყვიტე, რომ ამ გუნდის ლიგაზე გაყვანა მინდოდა.”

პელეგრინი: “ტურემ შესაძლოა “რეალთან” ვერ ითამაშოს”

“მანჩესტერ სიტის” თავკაცის, მანუელ პელეგრინის თქმით, იაია ტურეს თამაში მადრიდის “რეალთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი სამშაბათს, ინგლისში გაიმართება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელმა სპეციალისტმა “სტოკთან” გამართულ მატჩში, კევინ დე ბრუინი და ვინესნ კომპანი დაასვენა. დავიდ სილვა, სერხიო აგუერო და ფერნანდო კი მეორე ტაიმში შეცვალა.

“მთავარი ყოველთვის შედეგია. მომდევნო 30 დღეში 8 თამაშის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომაც როტაცია აუცილებელი იყო. დავიდ სილვა ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან, აგუერო კი გადაღლილი იყო. იგივე შეიძლება ითქვას დე ბრუინზეც.

ფერნანდომ მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა ვფიქრობ, რომ სამშბათისთვის ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება იაიას, მისი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, თუმცა ექიმი გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა ის “რეალთან”.

პელეგრინი: “ყველას უნდა რონალდუ”

მანუელ პელეგრინი თვლის, რომ კრიშტიანო რონალდო სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის დამატებაზეც არც ერთი კლუბი არ იტყოდა უარს. ეს განცხადება ჩილელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გააკეთა.

როცა Marca-ს ჟურნალისტმა “სიტის” ბოსს ჰკითხა, თუ მადრიდელთა რომელი ფეხბურთელის დამატებას ისურვებდა თავის გუნდში, მან განაცხადა: “კრიშტიანო როანლდუ, ყველანაირი ეჭვის გარეშე. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და მატჩის ბედის გადაწყვეტაც საკმაოდ ადვილად შეუძლია.

რამდენიც არ უნდა გააკრიტიკოთ, ის მაინც ნამდვილი პროფესიონალი და ჩემპიონია. ყველას უნდა, რომ რონალდუ მათ მხარეს იყოს.” – განაცხადა პელეგრინიმ, რომელიც ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

მანუელ პელეგრინი კარიერის გაგრძელებას ესპანეთში აპირებს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “ვალენსიაში” გარი ნევილის ადგილის დაკავებას აპირებს, რომელიც “ღამურების” თავკაცის პოსტს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას La Cuarta ავრცელებს.

როგორც იცით, ჩილელი “სიტის” ზაფხულში დატოვებს, მას კი მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.

აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 62 წლის სპეციალისტის გადაბირების სურვილი ლონდონის “არსენალმა” და რუსულმა “ზენიტმა” გამოთქვა.

თუმცა პელეგრინისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ვალენსიაა”. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანუელს ესპანეთში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მას შემდეგი კლუბების თავკაცის პოსტზე აქვს ნამუშევარი: “ვილიარეალი”, “რეალი” და “მალაგა”.

პელეგრინი: ” დანებებას მაინც არ ვაპირებთ”

მიუხედავად “ნორვიჩთან” გასვლით მატჩში განცდილი მარცხისა, მანუელ პელეგრინი მაინც არ არირებს დანებებას და თვლის, რომ კლუბს მაინც აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი.

“ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ქულებს ვკარგავთ ჩვენი მისია კიდევ უფრო რთულდება, თუმცა მომავალზე პოზიტიურად ფიქრი უნდა გააგრძელო. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ტიტულის მოსაგებად, მანამ სანამ ამის თეორიული შანსი იარსებებს.

იმედგაცრუებულნი ვართ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა არ გამოგვივიდა.

აგრესიულად თამაშს ვცდილობდით, ისევე როგორც ბურთით ასევე უბურთოდ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ბოლოდან მესამე გუნდთან უკეთ უნდა გვეთამაშა.” – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინის რუსული კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ის მეტ დროს ითხოვს

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა ბოსმა, მანუელ პელეგრინიმ სამწვრთნელო კარიერა რუსეთში განაგრძოს.

წყაროს ცნობით, “ზენიტმა” “ვალენსიას” დაასწრო და პირველმა გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება. რუსები პელეგრინის ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, პელეგრინი უფრო მეტ დროს ითხოვს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩილელი სპეციალისტით “ვალენსიაც” არის დაინტერესებული, რომელსაც ამჟამად გარი ნევილი თავკაცობს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, თუმცა სეზონის ბოლოს მას პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.

მანუელ პელეგრინი პრემიერ ლიგაში დანებებას არ აპირებს

მანუელ პელეგრინის სჯერა, რომ “მანჩესტერ სიტის” კვლავ შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერულ გუნდს ბრძოლის მიწურულს მცირე ხარვეზები გამოუჩნდა.

“თუკი 9 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაშინ ხარვეზი არც ისე დიდი ყოფილა. თუ მათემატიკა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ შენც მაქსიმუმი უნდა გააკეთო.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ძველი ფორმა დაიბრუნოს და სეზონის ბოლომდე ღირსეულად იბრძოლოს.

ძალიან კარგად მახსოვს, რომ ორი წლის წინ, სანამ მე მოვიდოდი მანჩინის “სიტი” 8ქულით ჩამორჩებოდა “იუნაიტედს”, თუმცა ჩვენ მაინც მოვიგეთ. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” – განაცხადა პელეგრინიმ, რომელიც “ეტიჰადს” სეზონის ბოლოდ დატოვებს.