“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

მარსელო: “რონალდოსთანაც მითამაშია და რონალდინიოსთანაც, მაგრამ კრიშტიანუ საუკეთესოა”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ ყველა დროის ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი და მოწინააღმდეგე დაასახელა.

“რონალდოს ერთადაც მითამაშია, რონალდინიოსთანაც და რუდ ვან ნისტელროისთანაც, მაგრამ კრიშტიანუ საუკეთესოა. ის სრულყოფილი ფეხბურთელია. ყველაზე ძლიერი მეტოქე კი ნეიმარი გახლავთ.

ზინედინ ზიდანი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. ერთმანეთს ერთი შეხედვით ვუგებთ. ალბათ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ზიდანი თავად გახლდათ ფეხბურთელი. მან ძალიან მოკლე დროში მოახერხა დიდებული მოთამაშეების ერთ მუშტად შეკვრა”, – ციტირებს მარსელოს სიტყვებს “ასი”.

მარსელო ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალს Facebook-ზე ათამაშებს

მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო უეფას ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალს Facebook-ის მომხმარებელთა შორის გაათამაშებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი კონკურსს აწყობს, რომლის მონაწილეებს მარსელოს პოსტის გაზიარება და ცხოვრებისეული წარმატების ისტორიის მოყოლა ევალებათ. მარსელო ერთ-ერთ მონაწილეს ამოარჩევს და მას ოქროს მედლის გარდა “ადიდასის” ბუცებს აჩუქებს. კონკურსი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარსელომ “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

მარსელო კოპა ამერიკას გამოტოვებს

ბრაზილიის ნაკრების მცველი მარსელო წელს გასამართ კოპა ამერიკას ტრავმის გამოტოვებს. მის ნაცვლად “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადში “ინტერნასიონალის” 21 წლის მცველი ჟეფერსონი შეიყვანა. ამ უკანასკნელს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

დუნგას მარსელოს შეტევებში ჩართვა არ მოსწონს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ მადრიდის “რეალში” მოთამაშე მცველი მარსელო შეტევებში ზედმეტად ერთვება, რაც პრობლემებს ქმნის.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენჯერ ჩაერთო მარსელო შეტევაში? ოცჯერ. რამდენი გოლი გაიტანა ან რამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა? ნული. შეტევაში მისი ჩართვის შემდეგ რამდენჯერ დაზარალდა ბრაზილიის ნაკრები მეტოქის კონტრშეტევებზე? სამჯერ ან ოთხჯერ. მარსელო ზედმეტად შემტევი მცველია.

არ ვამბობ, რომ შემტევი მცველები არ მიყვარს, თუმცა შეტევაში ჩართვა ეფექტიანი უნდა იყოს. მხოლოდ მარსელოს არ ვგულისხმობ. ეს ყველას ეხება. ეფექტიანები უნდა ვიყოთ”, – დუნგას სიტყვებს “გლობო” აქვეყნებს.

 

რონალდუმ მარსელოს გაყინული წყალი გადაასხა

ALS Ice Bucket Challenge-ის სახელით აგორებულ კამპანიაში მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ფეხბურთელი მარსელო ჩაერთო.

აღნიშნული აქცია ამიოტროფული სკლეროზი წინააღმდეგ არის მიმართული და მსოფლიოს ცნობილი სახეები თავზე გაყინულ წყალს ისხამენ, თან სხვა ცნობილ სახეებსაც მოუწოდებენ, რომ კამპანიაში ჩაერთონ.

მარსელოს გაყინული წყალი თვით კრიშტიანუ რონალდუმ გადაასხა, რომელიც თავის მხრივ, სხვებმა გაწუწეს.

 

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

მარსელო: „ეს ფრე წაგების ტოლფასია“

მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ „ოსასუნასთან“ ანგარიშით 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„შეხვედრა საშინლად დავიწყეთ, რის გამოც ორი გოლი გავუშვით. ამის შემდეგ კარგი თამაშის ჩვენება არც თუ ისე ადვილი იყო. ამის მიუხედავად, მოგება დავიმსახურეთ, თუმცა, სხვა მხვრივ, გუნდმა მეტოქეს პასუხი გვიან გასცა“, – აღნიშნა მარსელომ.

„რეალისთვის“ ეს შედეგი წაგების ტოლფასია. რაც შეეხება მსაჯობას, მასზე საუბარი არც მსურს. უნდა მოგვეგო, რათა მატჩის შემდეგ არბიტრზე არ გვესაუბრა“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარსელომ სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი მცველი მარსელო ამ ეტაპზე მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს, დღეს მან სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელმა ტრავმა სექტემბრის დასაწყისში, სანაკრებო პაუზის დროს მიიღო.

ის ფაქტი, რომ 25 წლის მოთამაშემ დღეს სრულყოფილად ივარჯიშა, მეტყველებს იმაზე, რომ მოედანზე იგი დიდი ალბათობით, სულ მალე დაბრუნდება.

რაც შეეხება „ბლანკოსის“ კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელს ჩაბი ალონსოს, იგი ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მომზადებას.

ალექსანდრე მატევოსოვი