მექსიკელ ნახევარმცველს ფეხი წვივში გადაემტვრა (+18)

მექსიკისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას მექსიკელთა ნახევარმცველმა ლუის მონტესმა საზარელი ტრავმა მიიღო. 28 წლის ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.

მონტესი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა წვივი მეტოქის ფეხს მოარტყა და ძვალი გადაუტყდა. ამრიგად, მექსიკელი ფეხბურთელის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გამოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში თავად მონტესმა 33-ე წუთზე გახსნა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.

მექსიკა – ისრაელი გარიგებული იყო?

მიმდინარე კვირის დასაწყისში, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ მატჩებში რამდენიმე გარიგებული თამაში შესაძლოა ყოფილიყო.

29 მაისს, მექსიკის ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მეკარე არიელ ჰარუშმა მართლაც უცნაური გოლები გაუშვა, რასაც ცხადია, დიდი გამოხმაურება მოყვა.

ჩაწყობილი იყო თუ არა ეს მატჩი, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გოლები იშვიათად გადის.

რომელ ნაკრებს ეყოლება ყველაზე ლამაზი გულშემატკივარი მსოფლიოს ჩემპიონატზე?

რაც დრო გადის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი უფრო გვიახლოვდება. ბუნებრივია, მუნდიალს ძალიან ბევრი ადამიანი ელის. ბრაზილიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩავა, მათ შორის კი ლამაზი ქალბატონებიც იქნებიან.

გთავაზობთ მუნდიალზე მოასპარეზე ყველა ნაკრების ლამაზი გულშემატკივრების ფოტოებს.

A ჯგუფი

ბრაზილია

1

ხორვატია

2

მექსიკა

3

კამერუნი

4

B ჯგუფი

ესპანეთი

5

ჰოლანდია

6

ჩილე

7

ავსტრალია

8

C ჯგუფი

კოლუმბია

9

საბერძნეთი

10

კოტდიუვარი

11

იაპონია

Mideast Iraq Japan World Cup Qualifying soccer

D ჯგუფი

ურუგვაი

13

კოსტა რიკა

Costa Rican fans cheer from the stands, 09 June 20

ინგლისი

15

იტალია

16

E ჯგუფი

შვეიცარია

17

ეკვადორი

Group A Ecuador v Costa Rica - World Cup 2006

საფრანგეთი

19

ჰონდურასი

20

F ჯგუფი

არგენტინა

21

ბოსნია & ჰერცოგოვინა

22

ირანი

23

ნიგერია

24

G ჯგუფი

გერმანია

25

პორტუგალია

26

განა

27

აშშ

28

H ჯგუფი

ბელგია

29

ალჟირი

რუსეთი

31

სამხრეთ კორეა

32

პარაგვაელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა

23 მარტს, მექსიკის ჩემპიონატში, “პუმასსა” და “მონტერეის” შორის გამართულ მატჩში (1:2), პარაგვაელმა მცველმა დარიო ვერონმა ბურთი საკუთარ კარში საჯარიმოს გარედან შეაგდო.

10 საუკეთესო მაისური მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

სპორტულმა პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების 10 საუკეთესო მაისურის ფოტო გამოაქვეყნა.

მექსიკა (საშინაო)

ბრაზილია

კოლუმბია

არგენტინა

ესპანეთი

საფრანგეთი

გერმანია

მექსიკა (საგარეო)

ჰოლანდია

კოლუმბია (საგარეო)

გოლის ავტორი თავით ძელს შეეჯახა

არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა მექსიკის კლაუსურას ეგიდით, „სანტოს ლაგუნასა“ და „ტოლუკას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას. მასპინძელთა თავდამსხმელი ხავიერ ოროსკო გოლის გატანის შემდეგ ინერციით ძელს თავით შეეჯახა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ისე კი, „სანტოს ლაგუნამ“ შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგო და ორივე გოლი სწორედ ოროსკოს ანგარიშზეა.

გთავაზობთ მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ულამაზესი გოლი მექსიკიდან (ვიდეო)

მექსიკის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გავიდა. თავი ეკვადორელმა მიხელ აროიომ გამოიჩინა. ფეხბურთელმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით “გვადალახარას” კარი დალაშქრა.

 

ისტორიული ფაქტი – მოედანზე შესრულებული სარეკლამო ხრიკი პელეს მონაწილეობით

დღეს რუბრიკაში „ისტორიული ფაქტი“ წარმოგიდგენთ 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელესა და ერთ-ერთ სპორტულ ფირმას შეეხება.

იმ პერიოდში ორი გერმანული სპორტული ფირმის – „ადიდასისა“ და „პუმას“ შორის გაჩაღებული კონკურენცია პიკს აღწევდა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიებმა ე.წ. „პელეს პაქტიც“ კი გააფორმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სარეკლამო კამპანიებში არ გამოიყენებდნენ, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ…

„პუმა“ პელეს დაუკავშირდა და ერთგვარ სარეკლამო ხრიკში მონაწილეობა შესთავაზა. სპორტულმა ფირმამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 120 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადა, რომ მას 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეეკრა ბუცების თასმები. ბუნებრივია, ტელეტრანსლაციის დროს ეს პროცესი ახლო კადრით აჩვენეს და კარგად გამოჩნდა, თუ რომელი ფირმის ბუცი ეცვა პელეს. ეს „პუმას“ Formstripe-ი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პელეს პაქტის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ასეთი რეკლამა ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დაჯდა, ვიდრე მოედნის გარშემო სარეკლამო აბრების მოწყობა. შემდგომში ამ ხრიკს გერმანული კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრებდნენ.

 

17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მექსიკის ნაკრებს ოთხი გოლი გაუტანა

“ერთ მატჩში ოთხი გოლი ბევრჯერ გამიტანია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. ახლა კი, ოთხი გოლის გატანა ნაკრების შემადგენლობაში მოვახერხე, ეს დიდებული გრძნობაა”, – ამბობს 17 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, კელეჩი იეანაჩო.

კელეჩი იეანაჩომ მექსიკის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

ჩიჩარიტოს კურიოზული შეცდომა (ვიდეო)

კოსტა-რიკასთან მატჩში მექსიკის ნაკრების თავდამსხმელმა ჩიჩარიტომ კურიოზული შეცდომა დაუშვა. წარმოგიდგენთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას.

 

გასაოცარი გოლი მექსიკელი ფეხბურთელის შესრულებით

12 ოქტომბერს, მექსიკის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პანამის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მექსიკელებმა გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს, გოლი კი გასაოცარი გამოდგა.