ოფიციალურად: “ბარსელონას” ვარსკვლავმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძილვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეცმა “ბლაგურნასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც გაირკვა, სერხიო კლუბში 2021 წლამდე დარჩება. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ახალ კონტრაქტს აქვს 2023 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი “ბარსას” პირველ გუნდში 2008 წლიდან გამოდის.

რომელ თამაშებს გამოტოვებს ლიონელ მესი?

“ატლეტიკოსთან” მატჩში 58-ე წუთზე მიღებული ტრავმა ლიონელ მესისათვის საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რამეთუ ამის გამო მას ლაზარეთში 3 კვირის გატარება მოუწევს.

ბუნებრივია, რომ მესის ტრავმა ისევე როგორც “ბარსელონასათვის”, ასევე არგენტინის ნაკრებისათვის დიდი დარტყმაა. მედიკოსების თქმით, მესი 19 ოქტომბერს, “მანჩესტერ სიტისთან” გასმართ მატჩში უნდა დაბრუნდეს.

3 კვირის მანძილზე, მესი შემდეგი კლუბების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს: “ხიხონი”, “გლადბახი”, “სელტა”, პერუ, პარაგვაი.

ანდრეს ინიესტამ “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ პრიმერა დივიზიონის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. გუნდებმა, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ანდრეს ინიესტასთვის. მან ივან რაკიტიჩს საგოლე პასი გაუკეთა. ესპანელი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 სეზონში აქვს ასისტი გაკეთებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ 14 წლის მანძილზე “ინის” ანგარიშზე 83 შედეგიანი გადაცემაა.

მესიმ “ტურ დე ფრანსის” გამარჯვებული ველომრბოლელი დაასაჩუქრა (ფოტო)

ლიონელ მესი თავისუფალ დროს ხშირად ადევნებს ხოლმე თვალს ველორბოლას.

ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა “ტურ დე ფრანსის” სამ გზის ჩემპიონს, კრის ფრუმს ბუცები აჩუქა; საჩუქარზე ლიონელ მესის ავტოგრაფიცაა.

ფრუმმა ბუცების ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა და თან დააწერა: “რას აკეთებენ ფეხბურთელები, როცა ფეხბურთს არ თამაშობენ? ისინი ყურობენ ველორბოლას! გაუმარჯოს, ლეოს!”

სუარესი “ბარსელონაში” – 88 გოლი 100 მატჩში; ურუგვაელმა მესის აჯობა, რონალდუს – ვერა!

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “სელტიკს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 7:0 გაანადგურა.

ნახსენები მატჩი მეასე იყო ლუის სუარესისთვის, რომელიც მან “ბარსელონას” მაისურით ჩაატარა. ურუგვაელმა “სელტიკს” გაუტანა. საბოლოო ჯამში, 100 თამაშის შემდეგ სუარესს 88 გოლი დაუგროვდა. ესაა საუკეთესო მაჩვენებელი ას შეხვედრაში გატანილი გოლების მიხედვით, “ბარსელონას” ყველა დროის ფეხბურთელებს შორის.

სუარესმა ნახსენები შედეგით მესის აჯობა – არგენტინელმა პირველ 100 შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, 41 გოლს მოუყარა თავი. თუმცა, ამ მხრივ, ლუისზე კარგი შედეგი რონალდუს აქვს, რომელმაც “რეალის” მაისურით საწყის ას მატჩში საოცარი შედეგი დააფიქსირა: 96 გოლი!

ჩემპიონთა ლიგა: I ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ცხრა შეხვედრა გაიმართა და ამით დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურიც.

Goal.Com-ი ამ კვირის საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს.

იან ობლაკი; ლუკას პისჩეკი, ზანკა, სოკრატისი, ალექსანდერ კოლაროვი; ჯოშუა კიმიხი, ანდრე გომეში; მარკ ობრაიტონი, ლიონელ მესი, ნეიმარი; სერხიო აგუერო.

მუსა დემბელე: “ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან გავნადგურდით”

“ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, “სელტიკის” თავდამსხმელმა, მუსა დემბელემ კომენტარი გააკეთა.

“საშინელი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. მაგრამ რაც მართალია, უნდა ითქვას: “ბარსელონას” ფეხბურთელებს ძალიან ბევრ სივრცეს და სხვა შესაძლებლობებს ვაძლევდით იმისთვის, რომ შეეტიათ. ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლებიც მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ.”

“ბაარსას” მსგავს გუნდებთან თამაშით ბევრ რამეს სწავლობ. ზოგჯერ იტან, ზოგჯერ კი აცილებ პენალტებს,” – განაცხადა დემბელემ.

გვარდიოლა: “რასაც იბრაჰიმოვიჩი ჩემზე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სიმართლე არაა!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდა. მან კატალონიურ გრანდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა და ზაფხულზე გუნდი დატოვა. ამის მიზეზად იგი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვარდიოლასთან უთანხმოებას ასახელებს – ზლატანი ამბობს, რომ პეპი მასთან არასდროს იყო პირდაპირი, არ ელაპარაკებოდა პირისპირ კონკრეტულ პრობლემებზე და მას ხშირად არიდებდა თავს.

რამდენიმე დღის წინ ნახსენებ საკითხზე ზლატანმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლამ ზლატანს მედიის საშუალებით უპასუხა.

“რასაც ის თავის წიგნში წერს, მხოლოდ მისი რწმენა-წარმოდგენებია. ეს არ შეესაბამება რეალობას!”

“მე ყოველთვის სუფთა და მართალი ვიყავი მის მიმართ. არასდროს ვარიდებდი თავს ზლატანთან საუბარს, არასდროს, არასდროს! ვცდილობდი, პირისპირ მელაპარაკა ნებისმიერ თემაზე! არასდროს გამომიყენებია მედია შვედ ფეხბურთელისთვის რამისთვის სათქმელად.”

“ადამიანებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ბევრი რამე თქვან ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ სუფთა ვარ,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ალექსის სანჩესი: “მე მათ დონეს მივაღწიე!”

ლონდონის “არსენალის” შემტევი, ალექსის სანჩესი, რომელიც “მეთოფეებს” 2014 წელს შეუერთდა, თვლის, რომ მან უკვე მიაღწია სუპერვარსკვლავების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეს.

სანჩესმა 2 წელში, 68 პრემიერლიგურ მატჩში 30 გოლი გაიტანა. ნახსენებმა რონალდუმ ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპის ჩემპიონატი და წინა სეზონში ყველა ტურნირზე 54 გოლი გაიტანა. ასევე, დაახლოებით ასეთი ფანტასტიკური შედეგები აქვს ლიონელ მესისაც, თუმცა სანჩესი მაინც თვლის, რომ იგი ნახსენებ ორ სპორტსმენს არაფრით ჩამოუვარდება.

“მე მივაღწიე იმ საფეხურს, რომელზეც მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ. არავისზე ნაკლებად არ მივიჩნევ თავს. ვთვლი, რომ იგივე შესაძლებლობები მაქვს, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს,” – განაცხადა ჩილელმა მოთამაშემ.

მესიმ და “ბარსას” სხვა მოთამაშეებმა მხედველობაშეზღუდულ ადამიანებთან ფეხბურთი ითამაშეს (ვიდეო)

რიოს პარაოლიმიური თამაშების დაწყებამდე “ბარსელონას” მოთამაშეები ესპანეთის მხედველობაშეზღუდულთა საფეხბურთო ნაკრებს ესტუმრნენ და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.

ბეილი: “ახალ სეზონში “რეალის” მიზანი სწორედ ეს იქნება!”

სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა Marca-სთან ისაუბრა.

“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”

“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.