მიხაილოვიჩი: “სამწუხაროდ, ჰარი პოტერი არ ვარ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია მის გუნდს წარმატებულად ასპარეზობისთვის.

“ჰარი პოტერად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს.
ფეხბურთელებს ყურადღება მივაქცევინე ერთ საინტერესო ფაქტზე: ჩვენ ჩემპიონატში სახიფათო მომენტების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა რეალიზაციაში მხოლოდ მეთერთმეტე პოზიცია გვიკავია. შეტევის დასრულებისას მეტი სიზუსტე მოგვეთხოვება.
ვიცი, რომ “მილანმა” ამ ზაფხულს დაახლოებით 80 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გუნდში მოყვანილი სამი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ეს გადაყრილი თანხა არ არის. რომანიოლი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე იქცა დაცვის ხაზში შეუცვლელ ფიგურად. ბაკა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ბერტოლაჩი კი, თუ ჯანმრთელადაა, ძალიან კარგად თამაშობს”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

რონალდინიომ “მილანს” მიულოცა

“მილანისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა, რისი საშუალებითაც მან “მილანს” იუბილე მიულოცა.

“როსონერი” 1899 წლის 13 დეკემბერს დაარსდა, წელს კი კლუბი 116 წლის იუბილეს აღნიშნავს.

რონალდინიომ “მილანში” 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა.

Parabéns A.C. Milan pelos 116 anos de história. Foi uma honra ter vestido a camisa desse time guerreiro e vitorioso! Que venham muitos mais anos de conquistas! Grazie Milan!

Posted by Ronaldinho Gaúcho on Wednesday, 16 December 2015

„მილანმა“, შესაძლოა, მიხაილოვიჩი ერთ კვირაში გაუშვას

სინიშა მიხაილოვიჩი, შესაძლოა, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ, თუ „შავ-წითლები“ უახლოეს ორ მატჩს ვერ მოიგებენ.

როგორც „Football Italia“ წერს, კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ სერბ სპეციალისტს „ვერონასთან“ ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდგომ ულტიმატუმი წაუყენა. ასე რომ, „მილანში“ დასარჩენად მიხაილოვიჩმა „სამპდორიასთან“ სათასო და „ფროზინონესთან“ სერია ა-ს თამაშები უნდა მოიგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვიჩის შესაძლო შემცვლელებად ლუჩანო სპალეტი, ჩეზარე პრანდელი, კრისტიან ბროკი და ფრანჩესკო გვიდოლინი განიხილებიან.

მიხაილოვიჩი: „მილანი“ ძალიან ცოტა გოლს იტანს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩა „ვერონასთან“ ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ხვალ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიტანოთ. ზოგჯერ ოთხი თავდამსხმელით ვთამაშობთ, მაგრამ ძალიან ცოტა გოლს ვიტანთ, რაც ცუდია. არის მომენტები, როდესაც ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მოსაგებად ბევრი გაკეთება აუცილებელი არაა. „კარპისთან“ შეხვედრამ საპირისპირო რამ დაამტკივა.

ბალოტელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორი თვე გამოტოვა, მეოდან გამოსასვლელად ჯერ მზად არ არის. შესაძლოა, ის „ფროზინონესთან“ შემდეგი კვირის შეხვედრაში ვიხილოთ“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალე სეივი “კარპისთან” მატჩში (ვიდეო)

6 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კარპისა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში ჯანლუიჯი დონარუმამ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მალდინი: “მილანს” სიყვარულის გამო ვაკრიტიკებ”

“მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას არა მტრული დამოკიდებულების, არამედ “როსონერის” სიყვარულის გამო აკრიტიკებს. მალდინიმ რამდენიმე დღის წინათ აღნიშნა, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ფეხბურთში ვერ ერკვევა.

“თუ “მილანს” ძველი დიდების” დაბრუნება სურს, მას სისუფთავე, იდეები და ინვესტიცია სჭირდება. კლუბს სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ფეხბურთში ერკვევა და ასეთები დღეს “მილანში” ცოტანი არიან. გალიანი შესანიშნავი ხელმძღვანელია, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, საჭირო დონეზე ვერ ერკვევა. მან უფრო მეტად უნდა დააფასოს ფეხბურთელები”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.

იტალიურ გრანდებიში ლეგენდარული ფეხბურთელების დაფასება იციან. პაველ ნედვედი ტურინის “იუვენტუსის” სტრუქტურაში მუშაობს, ხავიერ ძანეტიმ კარიერის დასრულების შემდეგ კი მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. აი, პაოლო მალდინისთვის კი “მილანში” ადგილი არ მოიძებნა.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს მხარს უჭერს.

“მილანში” გავიზარდე, მაგრამ მთავარია, რომ მე დამოუკიდებლად ვაზროვნებ. ვიცი, ბევრად ადვილია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რა ხდება სინამდვილეში. “მილანს” იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ძალიან მიყვარს. მოხარული ვიქნებოდი გადამეხადა ის სიკეთე, რაც ამ კლუბმა მომიტანა. არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები პრობლემების მომტანი გახდეს. პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კი სხვა არჩევანს აკეთებს.

ადვილი არ არის ისეთი კლუბის ჩაბარება, როგორიც “მილანია”, რომელსაც დიდებული წარსული და მუზეუმში უამრავი ტიტული აქვს დაბინავებული. არ ვთვლი მართებულად გუნდში ახალბედა მწვრთნელების მოყვანას, რადგან ეს დიდი რისკია, მიუხედავად იმისა, რომ კლარენს ზეედორფს რაღაც შედეგები ჰქონდა. “მილანს” სჭირდება ისეთი კაცი, რომელიც გუნდს შეაჯანჯღარებს და მიხაილოვიჩი სწორედ ასეთი მწვრთნელია”, – აღნიშნა მალდინიმ.

 

როდის დაბრუნდება „მილანში“ ბოატენგი?

განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი „მილანში“ დასაბრუნებლად მზადაა. როგორც „Gazzetta dello Sport“-ი წერს, იანავრში ბოატერნგი იტალიურ კლუბთან, რომლის ფერებს 2010 წლიდან 2013 წლამდე იცავდა, კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა, მანამდე მან „შალკესთან“ მოქმედი შეთანხმება უნდა გაწყვიტოს. შეგახსენებთ, გერმანულმა კლუბმა ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გარიცხა. მიუხედავად ამისა, სეზონის პირველ ნახევარში ბოატენგი „მილანთან“ ერთად ვარჯიშობდა და „როსონერის“ არაოფიციალურ შეხვედრებშიც მიუღია მონაწილეობა.

რონალდო “ინტერს” ქომაგობს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის ქომაგობს იტალიის სერია A-ს გათამაშებაში.

“ნაპოლისთან” დამარცხების მიუხედავად, მე მაინც “ინტერს” ვქომაგობ. ჩემი გული “ნერიაძურისთვის” ძგერს. ამ ქალაქთან ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირი მაქვს. იმ ხუთ წელს, რომელიც “ინტერში” გავატარე, არასდროს დავივიწყებ.

“მილანთანაც” განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “ინტერი” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი იყო.

“ნაპოლი” ძლიერი კონკურენტია, “იუვენტუსსაც” გამოვყოფდი. მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი სინიორა” ძველებურად ვეღარ ბრწყინავს და სატურნირო ცხრილში ქვედა პოზიცია უკავია, გუნდი დღესაც საკმაოდ ძლიერია.

რაც შეეხება “რომას”, გუნდი შედარებით ქვედა დონეზე იმყოფება და არა მგონია, კონკურენციაში ჩაერთოს”, – რონალდოს კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

გალიანი: „მილანს“ ჩემპიონთა ლიგა მოენატრა“

„Radio Sportiva“-ს ეთერში „მილანის“ ვიცე-რეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოენატრა. გალიანი, იმედოვნებს, მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, მისი კლუბი დასახულ მიზანს მაიღწევს.

„სტაბიულურობის მოპოვების იმედი გვაქვს. თუ „მილანს“ სათამაშო კლასი არ ექნება, დროის გარკვეულ პერიოდში მაღალი დონის თამაშს არ ვაჩვენებდით. თუმცა, პროგნოზები არ მიყვარს.

იმედია, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას შეძლებს. ამ ტურნირზე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვჩენილვართ. როდესაც ასეთ ტურნირზე მრავალი წლის განამვლობაში თამაშობ, მას ეჩვევი“, – განაცხადა „როსონერის“ ხელმძღვანელმა.

მონტელა: „მილანის“ დამარცხება შეგვიძლია“

„სამპდორიას“ მთავარმა მწვრთბელმა ვინჩენცო მონტელამ „მილანთან“ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მილანს“ ახლა კრიზისი არ აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს. თუ „როსონერის“ დამარცხება შეგვიძლია, ეს უახლოეს მატჩში რატომ არ გაგვეკეთებინა?

ახლა მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. „სამპდორია“ გასვლებზე ცუდად თამაშობს, მაგრამ დროა ამას ბოლო მოეღოს“, – განაცხადა მონტელამ.

მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმას ფასი დაასახელა

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ფასი 170 მილიონ ევროს შეადგეს.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის კარის დარაჯი “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.

“ის მოდილიანია და 170 მილიონი ევრო ღირს. ჯანლუიჯის დიდი მოამავალი აქვს, ის კარგი ბიჭია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა. დონარუმა პატარა ჩემპიონია, რომელიც მალე დიდი ჩემპიონი გახდება”, – უთხრა რაიოლამ Premium Sport-ს.

როგორ ერთობოდნენ ალვარო მორატა და სიმონე ძაძა “მილანთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან ალვარო მორატა და სიმონე ძაძა მატჩის დაწყების წინ.