მერტენსი, რომელმაც მატჩის დროს გონება დაკარგა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს

„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა დრის მერტენსმა უელსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს გონება დაკარგა.

ცოტა ხნის წინ კი, ფეხბურთელმა თავისი ტვიტერის გვერდზე დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„ყველაფერი რიგზეა. დიდი მადლობა თანადგომისთვის“, – დაწერა ბელგიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ მერტენსი უელსთან მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 89-ე წუთზე, ჯორჯ უილიამსთან შეჯახსების შედეგად, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, იგი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ბენიტესი „ნაპოლიში“ რჩება

„ნაპოლის“ ბოლო შედეგებით კმაყოფილი ხელმძღვანელები, მზად არიან, რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ.

იტალიური პრესის თანახმად, მხარეებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაახანგრძლივონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

სავარაუდოდ, საუბარი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზეა, რომლის ამოწურვის შემდეგ, ბენიტესს ესპანეთის ნაკრების ჩაბარება სურს.

ინსინიემ ოპერაცია გაიკეთა

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ მარჯვენა ფეხის მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ცნობილია, ოპერაცია ერთ საათზე ოდნავ დიდ ხანს გაგრძელდა და წარმატებითაც დასრულდა.

23 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრინების შესაძლო პერიოდი ამჟამად უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ინსინიემ ტრავმა „ფიორენტინასთან“ სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში მიიღო, რის გამოც რაფაელ ბენიტესმა იგი შეხვედრის პირველივე ტაიმში შეცვალა.

ხოსე კალეხონმა ცარიელ კარს კარის ხაზიდან ააცილა (ვიდეო)

29 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ატალანტასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ მატჩში ხოსე კალეხონმა ცარიელ კარს კურიოზულად ააცილა.

„ინტერი“ – „ნაპოლი“ 2:2 (გოლები)

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა.

მატჩის პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა, რაც ანგარიშზეც აისახა – შესვენების წინ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

ანგარიშ მატჩის 79-ე წუთამდე არ გახსნილა. საბოლოოდ, პირველი გოლი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხოსე მარია კალეხონმა გაიტანა. თუმცა, ნეაპოლიტანელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, სამ წუთში ანგარიში ფრედი გუარინმა გაათანაბრა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მოედანზე შესვლის შემდეგ სულ რაღაც 70 წამში შეძლო. 90-ე წუთზე კალეხონმა ჰანდანოვიჩს კარი მეორედ დაამწუხრა, მაგრამ ორ წუთში „ნაპოლის“ მოთამაშეები კვლავ იმედგაცრუებულები დარჩნენ, „ნერაძურის“ ბრაზილიელ ლეგიონერის ერნანეშის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

პროგნოზისტთა კონკურსი (“ინტერი” — “ნაპოლი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეათე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ინტერი” – “ნაპოლი”

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

მანჩინის იტალიაში მუშაობა არ სურს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იტალიაში მუშაობას არ აპირებს.

მანჩინი 2001-დან 2008 წლამდე “ფიორენტინას”, რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერს” თავკაცობდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ინგლისურ “მანჩესტერ სიტისა” და თურქულ “გალათასარაის” ედგა სათავეში. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მანჩინი უახლოეს პერიოდში “ნაპოლის” თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის.

“საზღვარგარეთ მუშაობა მინდა. თუ იტალიიდან საინტერესო წინადადებას მივიღებ, რა თქმა უნდა, შემოთავაზებას განვიხილავ. რაც შეეხება “ნაპოლის”, მოხარული ვარ, რომ “სასუოლოს” დამარცხება შეძლო. ბენიტესს დიდად ვაფასებ, ის შესანიშნავი მწვრთნელია”, – მანჩინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

სასუოლო 0-1 ნაპოლი

დღეს, თბილისის დროით 14:30 საათზე, გიმართა იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩი, სადაც ”ნაპოლიმ” სტუმრად ”სასუოლოს” მინიმალური ანგარიშით დამარცხება მოახერხა.

გოლი: ხოსე კალეხონი 0-1 28′.

იგუაინი: „ნეაპოლი ჩინებული ქალაქია“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ მას ნეაპოლში თამაში მოსწონს.

„კმაყოფილი ვარ თუ არა ნეაპოლში? ეს ფეხბურთისთვის ჩინებული ქალაქია. აქ სიამოვნებით გადავედი, ეს ჩინებული ქალაქია.

იგი სხვა ქალაქებს არ ჰგავს, როდესაც იგებთ, ყველა გადიდებს, ხოლო როდესაც აგებ – ყველაფერი პირიქითაა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ბენიტესი „რეალში“ ანჩელოტის შეცვლის?

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალოს.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ანჩელოტის გათავისუფლებაზე იფიქრებს, თუ გუნდი წარუმატებლად გამოსვლას გააგრძელებს.

თავის მხვრივ, ბენიტესი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება მას 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სპეციალისტი, მზადაა, სხვა კლუბების წინადადებები განიხილოს.

ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წლის ზაფხულს ეწურება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს მისი ოჯახი.

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა აპირებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ბენიტესისგან პასუხი, რათა 2013 წელს ჩავარდნილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როცა კლუბის თავკაცის პოსტი ვალტერ მაცარიმ დატოვა.