ბენიტესი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს იტალიის სერია A-ში მომუშავე მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.

ნეაპოლიტანური კლუბი ესპანელ სპეციალისტს წელიწადში 3,5 მილიონ ევროს უხდის. 3,3 მილიონს „ინტერის“ თავკაცის ვალტერ მაცარის ხელფაში შეადგენს, ხოლო „რომას“ დამრიგებლის წლიური შემოსავალი 2,8 მილიონ ევროს უდრის.

რაც შეეხება „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მწვრთნელთა ხელფასებს, მასიმილიანო ალეგრის ჰონორარი 2,4 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ფილიპო ინძაგის – 1,5 მილიონს.

სერია A-ს მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი „ემპოლის“ დამრიგებელს მაურიციო სარის აქვს (წელიწადში 300 ათასი ევრო).

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე, კონტრაქტის მიხედვით, ყოველწლიურად 3,65 მილიონ ევეოს მიიღებს.

ბენიტესი: “სამივე გოლი ჩვენი შეცდომების გამო გავუშვით”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სამივე გოლი შეცდომების გამო გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “ატლეტიკმა” “ნაპოლის” ანგარიშით 3:1 სძლია, ორი მატჩის ჯამში (4:2) კი ჯგუფურ ეტაპზე ადგილი ესპანურმა კლუბმა მოიპოვა.

“ატლეტიკმა” პირველ ტაიმში გოლის გატანა დაიმსახურა. მოულოდნელად, წინ ჩვენ გავედით, მაგრამ შემდეგ ავირიეთ. სამივე გოლი ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით”, – ამბობს ბენიტესი.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.

დოუსონი ჰალ სიტის უახლოვდება

“ტოტენჰემის” მცველი მაიკლ დოუსონი დიდი ალბათობით “ჰალ სიტიში” გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას “ვეფხვების” მთავარი მწვრთნელი, სტივ ბრიუსიც ადასტურებს.

ნაპოლის სანდრო აინტერესებს

“ნაპოლი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის სანდროს გადაბირებას ცდილობს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 12,5 მილიონი ევროა.

ვალენსია ნეგრედოსთვის იბრძოლებს

“ვალენსია” ალვარო ნეგრედოს გადაბირებას აპირებს. “ღამურები” უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ნეგრედოს გარდა ვალენსიელების სიაში ანტონი მარტიალი და ფერნანდო ლიორენტეც შედიან.

კალიარი ბორუცს იწვევს

“კალიარი” “საუთჰემპტონის” მეკარის, არტურ ბორუცის გადაბირებას აპირებს, რომელსაც ინგლისურ კლუბში ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.

ლივერპული ბორინის შეელევა

“ლივერპული” მზად არის ფაბიო ბორინის შეელიოს. მერსისადელების სამწვრთნელო შტაბში იტალიელს განუცხადეს, რომ დარჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ მეოთხე ფორვარდი იქნება.

ბორინის გადაბირება “სანდერლენდს”, “ნაპოლის” და “მილანს” სურთ.

პეპე რეინამ რაულ ალბიოლი, კალეხონი და გლენ ჯონსონი გამოიწვია

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე პეპე რეინამ ცივი წყალი გადაისხა და რაულ ალბიოლი, ხოსე კალეხონი და გლენ ჯონსონი გამოიწვია.

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.

 

ხავიერ პასტორეს მშვენიერი გოლი “ნაპოლის” კარში

“ნაპოლისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში ხავიერ პასტორემ მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

“მილანი” ჯემაილისთან მოლაპარაკებებს იწყებს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი “ნაპოლის” ნახევარმცველ ბლერიმ ჯემაილისთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს.

შეგახსნებთ, რომ შვეიცარიელ ფეხბურთელს “როსონერისთან” ხშირად აკავშირებენ.

Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ მალე გალიანი “ნაპოლის” პრეზიდენტსაც შეხვდება, რომელსაც შესაძლო ტრანსფერის შესახებ გაესაუბრება.

ჯემაილისი “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. არ არის გამორიცხული, “შავ-წითლებმა” 28 წლის მოთამაშე სწორედ 2015 წელს შეიძინონ.

“ნაპოლიმ” “ბარსელონა” დაამარცხა

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-80 წუთზე ბლერიმ ჯემაილიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავოს დებიუტი ჰქონდა. სწორედ მისი უხეში შეცდომის შემდეგ გავიდა გოლი.

ამხანაგური მატჩი:
“ნაპოლი” — “ბარსელონა 1:0 (0:0)

“ნაპოლი”: რაფაელი, ალბიოლი (ლუპერტო 85′), ბრიტოსი (გულამი 46′), კულიბალი, მაჯო (მესტო 46′), გარგანო (სუნიგა 72′), ჰამშიკი (ვარგასი 72′), ჟორჟინიო (მერტენსი 61′), ზაპატა (მიჩუ 46′), ხოსე კალეხონი (ჯემაილი 72′), ინსინიე.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

“ბარსელონა”: ბრავო, პიკე (ედგარი 60′), ალბა (გრიმალდო 60′), ბარტრა (ბაგნაკი 75′), მონტოია, ინიესტა (სერხი რობერტო 60′), რაკიტიჩი (ჰალილოვიჩი 60′), ბუსკეტსი (სამპერი 60′), რაფინია (ადამა 75′), პედრო (დეულოფეუ 75′), მუნირი (სანდრო რამირესი 60′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლი: ჯემაილი 80′.

კლაუდიო ბრავომ “ბარსელონაში” დებიუტი შესანიშნავი სეივით აღნიშნა

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა კლაუდიო ბრავომ ახალ გუნდში დებიუტი “ნაპოლისთან” მატჩში მშვენიერი სეივით აღნიშნა.

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

“ნაპოლის” სტადიონთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება, თუმცა გუნდს სტადიონთან დაკავშირებით ახალი პრობლემა შეექმნა.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, უეფამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნეაპოლიტანურ კლუბს სტადიონ “სან პაოლოზე” არსებული მოძველებული ადგილების შეცვლა მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლის” ეს პროცედურა შესაძლოა 6 მილიონი ევრო დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული არ აქვს, ნეაპოლელებმა ჯერ პლეი-ოფის ეტაპი უნდა დაძლიონ.

 

რეინას “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტა სურს

Sky Sport Italia-ს ცნობით, ესპანელი მეკარე პეპე რეინა “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ივნისში გასდის, თუმცა 31 წლის კიპერს ახლავე სურს კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი რეინამ იჯარის წესით “ნაპოლიში” გაატარა.

ნეაპოლიტანური კლუბი “ლივერპულთან” ესპანელი მეკარის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, პეპე რეინას მიმართ ინტერესი მიუნხენის “ბაიერნმა” და “მილანმა” გამოხატეს.