ფელაინის “ნაპოლიში” უშვებენ

ბრიტანული “დეილი მირორის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ მარუან ფელაინის იჯარის წესით “ნაპოლიში” გაუშვებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს ჯამაგირის სახით “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებული ხელფასის 50 პროცენტს გადაუხდის.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ახალ სათამაშო კონცეფციაში ფელაინის ადგილს ვერ ხედავს და სწორედ მისი ინიციატივით დააყენეს 26 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” შარშან ლივერპულის “ევერტონიდან” გადავიდა, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” ფეხი საფუძვლიანად ვერ მოიკიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ფელაინიმ მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ოფიციალურად: ბეჰრამი “ნაპოლიდან” ჰამბურგში” გადავიდა

შვეიცარიელი ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი “ნაპოლიდან” “ჰამბურგში” გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გაიღო.

ვალონ ბეჰრამი “ნაპოლის” ღირსებას ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლიტანური გუნდის რიგებში 50-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

 

ნაპოლის ფელაინი აინტერესებს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი კლუბი “მანჩესტერის” ნახევარმცველს, მარუან ფელაინის აკვირდება.

“ფელაინი ერთ-ერთი მოთამაშეა, ვისაც ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა, ის ერთადერთი არ არის” – განაცხადა დე ლაურენტისმა, რომელმაც ფელაინის ვარცხნილობასაც გაუსვა ხაზი.

“ვფიქრობ, მისი ვარცხნილობა ნეოპოლიტანურ სტილს შესანიშნავად მოერგება” – აღნიშნა “ნაპოლის” პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” ფელაინი “ევერტონიდან” შარშან, 27.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ჰამშიკმა, კალეხონმა და ინლერმა გიჟობა დაიწყეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მხიარულობენ “ნაპოლის” ფეხბურთელები.

ბენიტესი: „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ნეაპოლიტანურ კლუბს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არ თვლის.

„ყველა ამბობს, რომ „ნაპოლი“ ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ „იუვენტუსი“ და „რომა“, რომლებმაც წინა სეზონში გვაჯობეს. აქვეა „მილანი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მეტოქეებს პატივს ვცემთ და მხოლოდ ჩვენი გუნდის თამაშზე ვფიქრობთ“, – ციტირებს რაფა ბენიტესის სიტყვებს „ტუტომერკატო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა წინა სეზონში იტალიის თასი მოიგო.

 

ჰამშიკი: “ნაპოლი” “იუვენტუსსა” და “რომას” არ ჩამოუვარდება”

იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი აცხადებს, რომ “ნაპოლი” სიძლიერით ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” არ ჩამოუვარდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში ჩემპიონი “იუვენტუსი” გახდა, რომელსაც “ნაპოლი” 24 ქულით ჩამორჩა.

“ჩემი აზრით, “ნაპოლი” სიძლიერით “იუვენტუსსა” და “რომას” არ ჩამოუვარდება. ჩვენ ყოველთვის მაღალი მიზნებისათვის ვიბრძვით და ცხადია, გვინდა, სკუდეტო მომდევნო სეზონში მოვიპოვოთ”, – ამბობს ჰამშიკი.

ბენიტესი: “იუვენტუსი” კონტეს გარეშეც სერია A-ს ფავორიტია”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ მიუხედავად კონტეს წასვლისა, ტურინის “იუვენტუსი” კვლავაც სერია A-ს ფავორიტად რჩება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ბიანკონერი” რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხოლო მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი მიიყვანა.

“იუვენტუსი” ყოველთვის უძლიერესთა შორის იყო და ვფიქრობ, მომავალშიც ასე იქნება. ჩემი აზრით, ალეგრი ისეთივე კარგი მწვრთნელია, როგორც კონტე. “იუვენტუსი” კვლავაც სერია A-ს ფავორიტად რჩება”, – ამბობს ბენიტესი.

ოფიციალურად: მიჩუ „ნაპოლიში“ ითამაშებს

უელსური „სუონსი სიტის“ თავდამსხმელი მიჩუ „ნაპოლიში“ ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა. იჯარის ღირებულება 1,75 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიჩუს ხელფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს ის „ნაპოლიში“. საიჯარო პერიოდის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს 7,5 მილიონ ევროდ ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში მიჩუმ ტრავმის გამო ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი.

 

Marca: იგუაინი „ბარსელონას“ მიუახლოვდა

ესპანური გაზეთი „მარკა“ იუწყება, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შესაძლოა უახლოეს პერიოდში „ბარსელონაში“ ვიხილოთ. წყაროს თანახმად, კატალონიურმა გუნდმა არგენტინელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე მიაღწია შეთანხმებას და ახლა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ცნობისათვის, იგუაინს ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში 32 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის ბომბარდირი გახდა. იგუაინმა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ გადასვლამდე მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

მარიო ბალოტელი ლორენცო ინსინიეს აწვალებს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, ტუ როგორ აწვალებს მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრების ვარჯიშზე ლორენცო ინსინიეს.

იგუაინი: “სერია A-ში მოთამაშე მცველები მეხმარებიან”

“ნაპოლის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ში მოთამაშე მცველები მას იმაში ეხმარებიან, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს.

“როდესაც ესპანეთში სათამაშოდ ჩავედი, ახალგაზრდა ვიყავი. პრიმერა დივიზიონში ბევრი რამ ვისწავლე. ამის შემდეგ, იტალიაში, “ნაპოლიში” გადავედი. მინდა, გითხრათ, რომ სერია A-ს ყველა კლუბში მაღალი დონის მცველები თამაშობენ, ისინი კი მეხმარებიან იმაში, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე”, – ამბობს იგუაინი.

„არსენალი“ ინსინიეს სანაცვლოდ 21 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იქნება

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ლორენცო ინსინიეს დამატებაზე ფიქრობს.

„მეთოფეები“ მზად არიან, მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუ მოთამაშე მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიოანტზე კარგად ითამაშებს.

რაც შეეხება „ნაპოლის“, კლუბის ხელმძღვანელობა ლორენცოს ტრანსფერთან დაკავშირებული საინტერესო წინადადებების გადასახედად მზადაა და აღნიშნული თანხა მას უნდა აწყობდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი