ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯან პიერო გასპერინიმ “ჯენოას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.
იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო ლივერანი ჩაანაცვლა.
იტალიური კლუბის ოფიციალური საიტის თქმით, გასპერინი იტალიურ კლუბში სამი წლით დარჩება.
ეს გადაწყვეტილება “ჯენოას” ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლივერანის თავკაცობით ჯენოამ “ნაპოლისთან” მარცხი იწვნია.
კლუბს ასეთი ცუდი სტარტი 1983 წლის შემდეგ არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ გასპერინი “ჯენოას” 2006-2010 წლებში წვრთნიდა.
საბა საპანაძე