“ლოკომოტივმა” “კრასნოდარს” სძლია და გალიდერდა – კვერკველია შეუცვლელად თამაშობს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” “კრასნოდარს” დაუპრისიპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. გოლები 25-ე და 85-ე წუთებზე შესაბამისად, ალექსეი მირანჩუკმა და მანუელ ფერნანდესმა გაიტანეს. საგულისხმოა, რომ ქართველმა მოთამაშემ, სოლომონ კვერკველიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა და შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკოს” 29 ქულა დაუგროვდა და ცხრილში გალიდერდა. თორნიკე ოქრიაშვილის (რომელსაც ამჟამად ტრავმა აწუხებს) “კრასნოდარი” კი 21 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

ოქრიაშვილმა “სლავიასთან” მატჩში პენალტი მოიპოვა (ვიდეო)

რუსული “კრასნოდარი”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს .

დღეს “კრასნოდარი” პრაღის “სლავიას” დაუპირისპირდა. მე-17 წუთზე ჩეხები უკვე, ანგარშით, 2-0-ს იგებდნენ.

შეხვედრის ბოლო გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა: მე-40 წუთზე ოქრიაშვილი საჯარიმოში შევიდა და ცრუმოძრაობით მეტოქის მოტყუება სცადა. ამ უკანასკნელმა ქართველი ლეგიონერი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. საბოლოოდ, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გრანქვისტმა გამოიყენა.

იხილეთ ამ მომენტის ვიდეო

ოქრიაშვილმა “ფახთაქორს” გაუტანა (ვიდეო)

რუსულმა კლუბმა, “კრასნოდარმა”, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, 25 იანვარს უზბეკური “ფახთაქორის” წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი რუსების უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. შეხვედრის პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა – ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 50-ე წუთზე დალაშქრა. ხუთ წუთში კი მეორეჯერ ჟიგულიოვმა დაამწუხრა მეტოქე.

იხილეთ ოქრიაშვილი გოლი

თორნიკე ოქრიაშვილი: “მუნდიალზე ჩვენი მოხვედრის შანსები იზრდება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდართან” ერთად აბუ-დაბიში შეკრებას გადის. ოქრიაშვილმა კლუბის პრეს-სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– თორნიკე, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას გილოცავთ. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?
– მადლობა მოლოცვისათვის. როდესაც დაჯილდოების ცერემონიალზე მივდიოდი, მეგონა, რომ წლის საუკეთესო გოლის ავტორისათვის განკუთვნილ ჯილდოს მივიღებდი. ვიცოდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ვიყავი, მაგრამ მაინცდამაინც, არ მჯეროდა, რომ ამ ჯილდოს მე მოვიგებდი. ძლიერი კონკურენტები მყავდა – ჯანო ანანიძე და გურამ კაშია, ამ პრიზს ისინიც იმსახურებდნენ. საბოლოოდ, ის მე გადმომეცა, რაც ძალიან სასიამოვნო სურპრიზი გამოდგა.

– რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც თქვენი სახელი გამოაცხადეს?
– ამის გადმოცემა ძნელია! ძალიან ემოციური მომენტი იყო. ცოტა ხნით, ეს ვერც კი დავიჯერე.

– ტრანსლაციის დროს, გამოჩნდა, რომ სანამ სცენაზე ახვიდოდით, თქვენს წინ მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა მოგილოცათ. ვინ იყვნენ ისინი?
– ქართული სპორტისა და ფეხბურთის ხელმძღვანელები – სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

– რა თქვით სცენაზე ყოფნის დროს?
– ყველას ახალი წელი მივულოცე, ასევე, სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს მივულოცე. ფეხბურთის ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებსა და ოჯახს მადლობა გადავუხადე.

Tornike Okriashvili

– ტიპიური ოსკარის ლაურეატის გამოსვლა იყო?
– დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას (იღიმის).

– რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
– უპირველეს ყოვლისა, დიდ პასუხისმგებლობას. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი – ეს ჯილდო გასულ წლებში ბრწყინვალე ფეხბურთელებმა მიიღეს. ვიცი, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება, შევეცდები, ჩემი თამაშით დავამტკიცო, რომ ეს ჯილდო შემთხვევით არ მომიპოვებია. ეს სტიმულია, რათა კიდევ უფრო გავიზარდო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო.

– როგორ აღნიშნე ეს წარმატება?
– ოჯახურ წრეში. იქ ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი არ ყოფილან, მხოლოდ მე, დედა, მამა, ჩემი მეუღლე, შვილი, ჩემი ძმა და მისი მეუღლე ვიყავით.

– ბევრმა მოგილოცათ?
– ძალიან. ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.

– მოუდლონელი მოლოცვებიც იყო?
– დიახ, ერთი ასეთიც იყო. თავიდან, ვერც კი გავიგე, ვინ მირეკავდა. საბოლოოდ, ეს ქართული ოჯახი აღმოჩნდა, რომელიც დიდი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად წავიდა, ახლა ისინი რამდენიმე რესტორანს ფლობენ. მათ ფეხბურთი უყვართ და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. არ ვიცი, როგორ გაიგეს ჩემი ნომერი, მაგრამ მომილოცეს და ბევრი კარგი რამ მითხრს. ამერიკაში დამპატიჟეს. ასევე, დამპირდნენ, რომ როცა თბილისში ჩამოვლენ, საჩუქარს გამიკეთებენ. რას? არ ვიცი, არ მიკითხავს.

– სად გაატარე შვებულების დღეები?
– საქართველოში. თბილისიდან ოჯახთან ერთად ბაკურიანში, შემდეგ კი გუდაურში გავემგზავრე. ძალიან ლამაზი ადგილებია, სუფთა ჰაერი…

123

– ახალ წელს სად შეხვდი?
– სახლში, ოჯახთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა. შემდეგ, ახლოს მდებარე რესტორანში წავედით, სადაც დიდი კონცერტი გაიმართა – იქ საუკეთესო ქართველი მომღერლები იყვნენ.

– ფიფამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
– ორივე ხელით მივესალმები. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის ეს მუნდიალზე მოხვედრის კარგი საშუალებაა. ახლა ჩვენი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

– როგორ გრძნობ თავს ზამთრის შეკრების პირველ დღეებში?
– შვებულების დროს ფეხბურთელებს სპეციალური პროგრამა გვქონდა, რომლის დახმარებითაც შეკრების პროცესში უფრო მარტივად ჩავერთეთ. თუმცა, ეს პროგრამა საკმარისი მაინც არ არის, რადგან ამჟამინდელი ვარჯიშები ძალიან რთულია, მაგრამ შეკრების პირველი დღეები ყოველთვის რთულად გამოიყურება. ხვალ სარბენ ბილიკზე ტესტია დაგეგმილი, აქამდე ასეთ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ეს, ამბობენ, რომ 6 წუთში “სიკვდილი” გიწევს. (იცინის)

okriashvili

– აბუ დაბიში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოხვედი. რამდენად გეხმარებათ ის, რომ ფეხბურთელებს შეკრებაზე ოჯახთან ერთად წასვლის უფლება აქვთ?
– ცხადია, ეს კარგია. როცა იცი, რომ რთული ვარჯიშის შემდეგ ოთახში მეუღლე და შვილი გელოდება, სასიამოვნოა. ასევე, კარგია, როცა მშობლიურ ენაზე ვინმეს ესაუბრები. ჩემს კარიერაში პირველად ხდება ისე, რომ შეკრებაზე ოჯახთან ერთად ვარ, ამისათვის კი სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მეხმარება.

– ეს “კრანსოდარში” თქვენი პირველი შეკრებაა…
– გუნდში სექტემბერში მოვედი, მაშინ შეკრება გავლილი არ მქონდა, ამიტომ ფიზიკურად, ბოლომდე მზად არ ვიყავი. ჩვენ თითქმის ყოველ კვირაში ორ მატჩს ვატარებდით, სავარჯიშოდ კი ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მიჭირდა. ახლა მაქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკურად, კარგად მოვემზადო და ვაჩვენო, თუ რა შემიძლია. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო.

“კრასნოდარი” “ტერეკთან” დამარცხდა – ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა!

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში გროზნის “ტერეკმა” “კრასნოდარს” უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელში ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის. მან წინა ტურში ეფექტური “მაკრატელათი” მოაგებინა საკუთარ კლუბს.

დაპირისპირება “ტერეკის” უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მისივე გამარჯვებით, ანაგრიშით, 2-1 დასრულდა.

ოქრიაშვილმა მთელი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

ამ მარცხის შემდეგ “კრანოდარი” 27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

როგორ გამოეხმაურა ლევან მჭედლიძე ოქრიაშვილის გოლს? (ფოტო)

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

ოქრიაშვილის ულამაზეს გოლს საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” შემტევი, ლევან მჭედლიძე ასე გამოეხმაურა.

“კრასნოდარმა” “ურალს” დამაჯერებლად სძლია – ოქრიაშვილს არ უთამაშია, ჭანტურიამ შეუცვლელად იასპარეზა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კრასნოდარმა” “ურალი” საკუთარ მოედანზე მიიღო. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახნსილა.

მეორე ნახევარში, 66-ე წუთზე გაზინსკიმ “კრასნოდარი” დააწინაურა. ზუსტად 5 წუთში სმოლოვმა ორამდე გაზარდა ანგარიში. ხოლო, 77-ე წუთზე ჟოაზინიომ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება გიორგი ჭანტურაის, მან “ურალის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

ამ მატჩის შემდეგ “კრასნოდარი” 21 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო, ჭანტურიას კლუბს კი 10 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.

“მილანი” – “იუვენტუსი”: ოქრიაშვილმა საკუთარი პროგნოზი გამოთქვა (ფოტო)

დღეს იტალიის სერია ა-ში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართება. როგორც დღის, ასევე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან სიროზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “მილანი” და”იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი პროგნოზი გამოთქვა.

 

უელსელი ფანების კომენტარები მატჩის შემდეგ: “ეს საქართველო ინგლისის ნაკრებსაც მოუგებს”


“საქართველოსთან ქულის მოპოვება უელსელებმა ალბათ ასე უნდა აღნიშნონ”


“ნამდვილად! საქართველოს ნაკრები ერთ ქულაზე მეტს იმსახურებდა”


“საქართველო ყველაზე უიღბლო გუნდია მთელ საფეხბურთო სამყაროში”


“ოქრიაშვილი დიდებული ფეხბურთელია. ტექნიკურად უძლიერესია და სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებს”


(84′ წუთი) “თუ გაგვიმართლებს, მატჩი ფრედ დასრულდება”


“ოქრიაშვილი, ქართველთა 10 ნომერი ძალიან მომწონს. საინტერესოა, ინგლისურ ფეხბურთსაც თუ ააფორიაქებს ერთ დღეს.”


“ქართველთა ამ გუნდს ინგლისის ნაკრების დამარცხებაც შეუძლია”

ქართველი ლეგიონერები: გუშინდელი დღის მომოხილვა (24 სექტემბერი)

გუშინ რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა თავიანთ გუნდებში იასპარეზა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას 24 სექტემბერს გამორჩეული ქართველი ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებზე.

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მოსკოვში ადგილობრივ “ცეესკას” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია. მან სათადარიგოდან ადევნა შეხვედრას თვალი. რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, კრასნოდარელებს 12 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

საბერძნეთის სუპერ ლიგაში, მესამე ტურში, ორი წაგების შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო გიორგი ნავალოვსკის “ვერიამ”. თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგიმ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა! მე-80 წუთზე ჩვენმა თანამემამულემ ყვითელი ბარათიც მიიღო. ნავალოვსკის გუნდს, სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. მურთაზ დაუშვილის “დიოშდიორი” “დებრესენს” დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე, ორბურთიანი სხვაობით, 1-3 დამარცხდა. ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. დაუშვილის გუნდს ამ წაგების შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და ბოლო – მე-12 ადგილს იკავებს.

უკრაინის პრემერ ლიგის მეცხრე ტურში ქართველი მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიას “ზორია” საკუთარ მოედანზე ალექსანდრე კობახიძის “ვორსკლას” შეერკინა. შეხვედრა ლიპარტიას კლუბის გამარჯვებით – 2-1 დასრულდა. არცერთს გოლი არ გაუტანია. კობახიძემ ძრითადიდან დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ხოლო, ჯაბა მოედანზე ზუსტად 75-ეზე შევიდა და სათამაშოდ 15 წუთი მიეცა. “ზორიას” 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სანდროს კლუბი კი 12 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

24 სექტემბერს ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” ითამაშა სტუმრად და “პოლტენს” დაუზავდა (1-1). ჩვენებური მოედანზე არ გამოსულა. ვენურ კლუბს 9 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ასევე, იხილეთ:  “ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

რას წერს თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებაზე? (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად მონტენეგრო ექვსბურთიანი სხვაობით, ანგარიშით, 84-90 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ამ წარმატებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.