ნეიმარი: “პსჟ”-ს “რეალის” განადგურებით ისტორიის დაწერა სურს”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელის ლიდერმა, ნეიმარმა ჟურნალისტებთან თებერვალში გასამართ დუელზე ისაუბრა.

“ისტორიის დაწერა გვსურს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავანადგუროთ. ვიცით, ეს რთული მატჩი იქნება. “რეალის” ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებულნი არიან. ისინი დიდი ხანია, ერთად ასპარეზობენ. “თეთრები” ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებენ, მაგრამ, მჯერა, მათ დავამარცხებთ.”

ბრაზილიელს ოქროს ბურთის შესაძლო მოპოვებაზეც ჰკითხეს.

“ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ ჯილდოს მოპოვება ჩემი თანაგუნდელების დახმარებითა და გუნდური ტიტულებით უნდა მოვახერხო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატია. როგორც გუნდი, იქ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ,” – აცხადებს ბრაზილიელი.

ალ ხელაიფი: “წინ ორი დიდი მატჩია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენი” ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს, მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ.

“ჩვენ დიდ პატივს ვცემთ “რეალ მადრიდს”. ის ნამდვილად ღირსეული მეტოქეა. შესაბამსიად, წინ ორი დიდი მატჩი გველის. ვფიქრობ, ფანები დაძაბულ და მაგიურ თამაშს იხილავენ. როგორც მადრიდში, ასევე პარიზში დიდი სანახაობა გველის. როგორც ყოველთვის ვამბობ, ახლაც ვიტყვი, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად მზად ვართ. ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ  “რეალს” სატანადო წინააღმდეგობას გავუწევთ,” – აცხადებს ალ ხელაიფი.

“პსჟ”-მ “ტროა” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-15 ტურის შეხვერდები შედგა.

პარიზში, “პარკ დე პრენსზე” “პარი სენ-ჟერმენმა” “ტროა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. დასამახსოვრებელი იყო 41-ე წუთი, როცა ედინსონ კავანიმ თერთეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

პარიზელებმა მეორე ნახევარში შეძლეს ტროელთა კარის აღება. ჯერ ნეიმარმა 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90-ე წუთზე ბრაზილიელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ედინსონ კავანის გაატანინა. საბოლოოდ, “პარი სენ-ჟერმენმა” ანგარიშით, 2-0 მოიგო.

ამჟამად დედაქალაქური გუნდი 41 ქულით პირველ ადგილზეა. ხოლო, “ტროას” 18 ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელს თვალი დაადგა

ინგლისურმა გამოცემა Sunday Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იუნაიტედი” პარიზელთა ფეხბურთელით არის დაინტერესებული.

მას შემდეგ, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ დანი ალვეში დაიმატა, ბელგიელ მუნიეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითიდაც ტომასი ბედნიერი ნამდვილად არ უნდა იყოს. როგორც პრესაში გავრცელებულ ინფორმაციიდან ვიგებთ, ჟოზე მოურინიო მზადაა ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატოს. პორტუგალიელის გუნდში უკვე ირიცხება მუნიეს რამდენიმე თანამემამულე.

26 წლის ტომას მუნიეს “პარი სენ-ჟერმენში” 2016 წლიდან ირიცხება, ის პარიზელებს ბელგიური “ბრუგედან” შეუერთდა.

პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ორიე დაკითხა

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მცველი სერჟ ორიე დაკითხა, რისი მიზეზი ფეხბურთელთან დაკავშირებული სკანდალია. შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოთამაშე ინტერნეტმომხმარებლებთან საუბრისას თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აპყენებს.

საუბრის შემდეგ ორიე გაუშვეს. პსჟ-ს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მცველს მოგვიანებ შეატყობინებს, მანამდე კი ის გუნდთან მუშაობისგან მოკვეთილია.

სირიგუ: „პსჟ-დან წავიდოდი“

პსჟ-ს მეკარემ სალვატორე სირიგუმ გუნდში თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იტალიელმა კევინ ტრაპთან ბრძოლა წააგო და მიმდინარე სეზონის მხოლოდ ექვს შეხვედრაში ითამაშა.

„დიახ, იმ შემთხვევაში, თუ კარგი წინადადება მექნებოდა, კლუბს იანვარშიც დავტოვებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. შესაძლოა, ზედმეტად ჯიუტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პსჟ-ში ღირსეულად თამაშს შევძლებ და სათასო შეხვედრებში ჩემს შანსს დაველოდები. ახლა ბევრს ვვარჯიშობ, რათა 100%-თ მზად ვიყო. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვიათდება“, – ციტირებს სირიგუს „Football-Italia“.

ცნობისთვის, „ლიონთან“ საფრანგეთის თასის გუშინდელ 1/8-ფინალურ მატჩში სირიგუმ შეუცვლელად ითამაშა, პარიზელებმა კი ანგარიშით 3:0 მოიგეს.

პსჟ-მ „მარსელთან“ მოგებით ლიგა 1-ს რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ლიგა 1-ს 25-ე ტურის მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „მარსელი“ ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

უკვე მეორე წუთზე ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. 25-ე წუთზე მასპინძლებმა კაბელას გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 71-ე წუთზე ანხელ დი მარიამ პარიზელები კვლავ დააწინაურა.

სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით ლორან ბლანის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში 34-მატჩიანი წაუგებელი სერია დაამყარა, რითც ლიგის რეკორდს მიაღწიეს.

ამ მომენტისთვის პარიზელები 69 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან – „მარსელი“ 34 ქულით მეათეა.

ბლანი: „კავანის გამო გუნდის ტაქტიკას ვერ შევცვლი“

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი არ ფიქრობს, რომ თავდამსხმელ ედინსონ კავანის გუნდის თამაშში პრობლემა შეაქვს.

„მესმის, კავანის სურს, რომ სხვანაირად ვითამაშოთ, მაგრამ მე მთელი გუნდის ინტერესები უნდა გავითვალისწინო.

ედინსონით აღფრთოვანებული ვარ და მას ვენდობი, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ფეხბურთელების უმეტესობას კი მოსწონს, როგორც ვთამაშობთ. ერთი ფეხბურთელის გამო ტაქტიკის შეცვლა ძნელია.

ყველაფერს პირდაპირ გეტყვით. დოხაში შეხვედრა გვქონდა, რომელზეც კავანის საკითხიც განვიხილეთ. ასევე გუნდზე, მოთამაშეებზე დ კლუბის მედპერსონალზე ვისაუბრეთ. ედინსონი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, – ციტირებს ბლანს Goal.com.

პსჟ ბუსკეტსს აკვირდება – „Football Espana“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, რის შესახებაც „Football Espana“ წერს.

27 წლის შუახაზელი შემდეგი სეზონისთვის, შესაძლოა, პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდეს. ამავდროულად, ფეხბურთელი ამჟამად „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელების ვარიანტსაც განიხილავს.

სათქმელია, რომ ბუსკეტსს დიდი სხვა წამყვანი კლუბების წინადადებები აქამდეც ჰქონია.

კომანი: „იბრაჰიმოვიჩი ახალგაზრდებს რჩევებს არ აძლევს და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს“

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა, რომელიც პსჟ-ს აღზრდილია, განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთ გუნდში თამაშისგან დიდად მოხიბლული არ დარჩა.

„იბრაჰიმოვიჩთან არანაირი ურთიერთობა მქონდა. ეს იმ დონის ფეხბურთელი არ არის, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს რჩევებს აძლევს. ზლატანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.ძირითად გუნდში მოხვედრა და შეთამაშება გამიჭირდა. წასვლა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე“, – ციტირებს კომანს გერმანული გამოცემა „კიკერი“.

ვერატი პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. იტალიელმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში პარიზელებთან შეთანხმებას, სავარაუდოდ, 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.

„ბაიერნი“ თუ „ბარსელონა“? არა, მე პარიზში დავრჩები. სულ მალე კონტრაქტს გავაგრძელებ“, – ციტირებს ვერატის „ლე ფიგარო“.

იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ში პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

პსჟ-მ საფრანგეთს ჩემპიონატის მე-17 ტურში „ნიცას“ ესტომრა და ანაგრიშთ 3:0 დაამარცხა.

35-ე წუთზე ანაგრიში ედინსონ კავანიმ გახსნა, 44-ე წუთზე კი პენალტით გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. ამით შვედეთის ნაკრების ლიდერმა პსჟ-ს მაისურით თავისი 86-ე და 87-ე გოლები გაიტანა. აქედან გამომდინარე, მან „პარი სენ-ჟერმენის“ ლეგენდარულ ფორვარდს მუსტაფა დაჰლებს აჯობა, რომელმაც ლიგა 1-ში ჯამში 86 გოლი მიითვალა და საფრანგეთს ჩემპიონატში კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.