კაპელომ საკუთარი ფეხბურთელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებისთვისაც თავის დროზე უთავკაცია.

შეგახსენებთ, რომ მას სხვადასხვა პერიოდში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებში, ასევე მადრიდის “რეალში”, “მილანში”, ტურინის “იუვენტუსში”, “რომასა” და “ცზიანსუ სუნინში” უმუშავია

ფაბიო კაპელომ სიმბოლური გუნდი 4-3-3 სქემით დააკომპლექტა:

ჯანლუიჯი ბუფონი; პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, კაფუ; ფერნანდო რედონდო, დეიან სავიჩევიჩი, რუდ გულიტი (ან ფრანჩესკო ტოტი); რაული, მარკო ვან ბასტენი, რონალდო.

კაპელო: “ფინალში რომ წაეგო, ზიდანს აუცილებლად გაუშვებდნენ”

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, ფაბიო კაპელო, ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფრანგ სპეციალისტს, სურდა, რომ კლუბი თავისი ნებით დაეტოვებინა და არა პერესის მოთხოვნით.

“ზიდანს უბრალოდ უნდოდა, რომ თავისი ნებით წასულიყო, სანამ მის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებდა. “რეალს” ფინალში რომ წაეგო, ზიდანს აუცილებლად გაუშვებდნენ,” – განმარტავს კაპელო Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“პერესმა, შესაძლოა, ზიდანის პოსტი გუტის ჩააბაროს. ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იქნება. პერესს უნდა, ყველას აჩვენოს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორც ეს სამი წლის წინ გააკეთა,” – დაამატა კაპელომ.

კაპელო: “ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს”

ფაბიო კაპელო თვლის, რომ მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსისათვის” ისკოს ძალების სათანადოდ არდაფასება შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

“ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს, მას “იუვესთვის” ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, რადგანაც სწორედ ის ანაწილებს ბურთებს ფლანგებზე.

სერხიო რამოსი კი კუთხურების დროს იქნება განსაკუთრებულად სახიფათო, მან “რეალი” მიმდინარე სეზონშიც არაერთხელ გადაარჩინა. მისგან გოლს ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება კეილორ ნავასს, ბოლო დროს მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და “რეალი” არაერთხელ გადაურჩენია თავისი სეივებით.

მართალია, “რეალის” ნახევარდაცვა უფრო ძლიერია, მაგრამ “იუვენტუსს” უკეთესი დაცვა ჰყავს, თავდამსხმელები კი თანაბარ დონეზე დგანან.

დღეს მე “იუვეს” ვგულშემატკივრობ, მაგრამ სინამდვილეში შანსები 50-50-ზეა,” – აცხადებს კაპელო.

კაპელო: “ბარსელონას” პუიოლის დონის კაპიტანი აკლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს თვალსაზრისით, კატალონიურ “ბარსელონას” კარლეს პუიოლის მსგავსი კაპიტანი სჭირდება, რომელიც მათ ასეთი რთული პერიოდების დაძლევაში დაეხმარება.

კაპელომ 2006/07 წლების სეზონიც გაიხსენა, როცა მადრიდელებმა ჩემპიონატში დიდებული ქამბექის განხორციელება მოახდინეს და ტიტულიც მოიპოვეს.

“ამჯერად ქამბექი ძალიან სწრაფად მოხდა. “ბარსამ” ბევრი ქულა დაკარგა და ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. იმ დროს, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, ჩუმად და სეზონის ბოლომდე ვმუშაობდით.

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში. შესაძლოა “ბარსა” ძველ გზას დაუბრუნდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ამისათვის პუიოლის დონის კაპიტანი სჭირდებათ. არის ისეთი მომენტები, როცა მწვრთნელზე უფრო დიდი მნიშვნელობა გუნდის ლიდერს აქვს.

როცა “იუვეს” უჭირდა, სწორედ მაშინ გამოიყენეს ბუფონმა და კიელინიმ ლიდერის ფუნქციები და გუნდს წამოყენებაში დაეხმარნენ.”

კაპელო: “რონალდო “რეალის” ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მადრიდის “რეალში” ყოფნის დროს გუნდის ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი “სამეფო კლუბს” 2006-2007 წლებში თავკაცობდა და გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. სეზონის მიმდინარეობისას რონალდო “რეალიდან” “მილანში” გადავიდა.

“როდესაც “რეალში” მივედი, რონალდო 96 კილოგრამს იწონიდა. მე მას ვუთხარი, რომ წონა 88-90 კილოგრამამდე დაეგდო. სხვა ვერაფრით დავეხმარეობდი. იგი დიდებული მოთამაშე, მაგრამ ცუდი ლიდერი იყო. იანვარში რონალდომ “რეალი” დატოვა და გუნდის ატმოსფეროც შეიცვალა. “ბარსელონას” 9 ქულით გავუსწარით, არადა – მანამდე კარგა ხნით ადრე ჩამოგვწერეს”, – კაპელოს კომენტარს “რაი სპორტი” ციტირებს.

 

კაპელო: „იუვენტუსს“ „ბაიერნისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლია“

იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით,ლ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „იუვენტუსს“ მიუნხენის „ბაიერნისთვის“ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

„ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსი აქვს. ტურინელები კარგად გამოსვლას შეძლებენ, თუ მათ ტრავმირებული ფეხბურთელები არ ეყოლებათ. „იუვენტუსს“ „ბაიერნისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლია, ისევე, როგორც მათ გასულ სეზონში „რეალს“ შეუქმნეს“, – თვლის კაპელო.

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ევროპაში ფავორიტებად მადრიდის “რეალს”, “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნს” მიიჩნევენ, თუმცა “მანჩესტერ სიტიც” ძალზედ ძლიერი გუნდია.

ჩემპიონთა ლიგა სერია A-გან სრულიად განსხვავებული ტურნირია. “იუვენტუსსა” და “ჩელსის” ეროვნულ ჩემპიონატებში პრობლემები აქვთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოწინავე გუნდთა შორის ნამდვილად იქნებიან”, – განაცხადა კაპელომ “ტუტოსპორტის” ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხვალ დაიწყება.

 

კაპელომ მესის და რონალდუს დუელზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დუელზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რონალდუ კი “რეალის”. არგენტინელი შემოქმედებითი ფანტაზიის მატარებელია, რონალდუ კი ძალისა და სისწრაფის შერწყმას წარმოადგენს” – განაცხადა კაპელომ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტზეც ისაუბრა:

“გათამაშების მთავარი ფავორიტი “რეალია”. ამ გუნის გულშემატკივარი ვარ და ის ყოველთვის ფავორიტად მიმაჩნია. ძალიან ძლიერია მიუნხენის “ბაიერნიც”.

კაპელო: „რონალდუ ახლა ფორმაში არაა“

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ახლა კარგ ფორმაში არ არის.

„მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ რონალდუ თავის საუკეთესო კონდიციებში ახლა აშკარად არაა. თუ გასულ წელს გავიხსენებთ, მაშინ კრიშტიანუს ყოფნა „რეალს“ ავტომატურად გოლების რაოდენობით ფორას აძლევდა. ვფიქრობ, ექიმების ჩარევა მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიშტიანუ ძველ ფორმას მაინც მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელო: „ანჩელოტი „რეალს“ მოურინიოზე მეტად უხდება“

რუსეთს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალი“ სწორად მოიქცა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი დანიშნა.

„ვფიქრობ, ანჩელოტი „რეალში“ დიდი ხანი იქნება. მადრიდელთათვის იგი ჩინებული მწვრთნელია. მისი სტილი იმ კლუბს უხდება, რომელიც დიდ მატჩებში იბრძვის. კარლო, წინა მწვრთნელთან შედარებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ იყო, გუნდის ნაწილია.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ისკოსთვის მან სწორი ვარიანტი აირჩია. ამ პოზიციაზე იგი „მალაგაში“ თამაშისას გამოდიოდა.

ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას? მას სიომეონე და ანჩელოტი ერთად იმსახურებენ. „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 91-ე წუთამდე იგებდა. დიეგომ უდიდესი სამუშაო შეასრულა“, – განუცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა გამოცემა „მარკას“.

კაპელოს ხელფასს კვლავ არ უხდიან

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მოლდოვასთან გამართული მატჩის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა. გამოცდილი სპეციალისტი რუსეთში 17 ოქტომბერს დაბრუნდება და ადგილობრივი პრესის ცნობით, საკუთარი ხელფასს კატეგორიულად მოითხოვს.

რუსული მხარე იტალიელს ანაზღაურებას უკვე ოთხი თვის განმავლობაში არ უხდის. კაპელო ულტიმატუმის წაyენებას ჯერჯერობით არ აპირებს და ამ ეტპაზე მხოლოდ კითხვებზე პასუხების მიღებას ეცდება.

შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრებმა “სპარტაკის” ახალ სტადიონზე მოლდოვასთან ჩატარებულ სადებიუტო მატჩში გამარჯვება ვერ იზეიმა.

ფაბიო კაპელო: “იბარჰიმოვიჩს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს მცველებში დარწმუნებული ვარ”

რუსთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შვედეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორზე ისაუბრა.
“იბრაჰიმოვიჩის შეჩერება რთული იქნება? ზლატანს კარგად ვიცნობ, ის ჩემი მეგობარია და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს მცველებში დარწმუნებული ვარ” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შვედეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ხვალ, 9 ოქტომბერს, სტოკჰოლმში გაიმართება.