ოფიციალურად: ფერნანდო იერომ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია ადასუტერებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფერნანდო იერომ წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

როგორც ცნობილი ხდება, 50 წლის სპეციალისტს ორგანიზაციის სპორტული დირექტორის პოსტზე დაბრუნებაც შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელის პასუხი უარყოფითი იყო.

შეგახსენებთ, რომ იერომ “ფურია როხა” მსოფიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩაიბარა, როდესაც ფედერაციის წევრებმა ხულიენ ლოპოტეგი დაითხოვეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდო იერომ ესპანეთის ნაკრები 1/8-ფინალში გაიყვანა, სადაც ესპანელები რუსებთან დამარცხდნენ (1:1, 3:4 – პენალტების სერია).

ფერნანდო იეროს პირველი კომენტარი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ, პორტუგალიასთან გამართული გახსნითი მატჩის (3:3) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“როდესაც მეტოქეს ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კრიშტიანუა, რომელსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლია… ყველაფრის მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

გუნდი სწორად მოქმედებდა, როდესაც საჭირო იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას არ ვყოყმანობდით. მოედანზე მომხდარის მიუხედავად, საკუთარ თავში რწმენას არ ვკარგავთ.

რაც შეეხება დიეგო კოშტას, მან ძალიან კარგად ითამაშა, როგორც მთელმა გუნდმა. მე ყოველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ,” – აცხადებს იერო Telecinco-ს ეთერში.

ფერნანდო იეროს პირველი განცხადება ესპანეთის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგის განთავისუფლების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდო იერო დაინიშნა. ორ დღეში “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიასთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

იერომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“შესანიშნავი გამოწვევა მივიღე. ყველა ხვდება, რა გარემოებაში იმყოფება ესპანეთის ნაკრები. ხოლო, მე მამაცურად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. შესაბამისად, სხვა გზა აღარ არსებობს და ამ ვითარებაში უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის მანძილზე ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხოლო, მე სპორტული დირექტორი ვიყავი. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებ იმ მოტივაციას, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ. ჩვენ არ შეგვიძლია ორ დღეში შევცვალოთ ის სამუშაო სტილი, რომელიც გასული ორი წლის მანძილზე გვქონდა. არაფრის შეცვალ არ შეგვიძლია ორ დღეში.”

 “ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ ყველას კარგად ვიცნობ. ძალიან მშვიდად ვარ და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ მიზანი შევცვალოთ. აქ ერთადერთი რამისთვის ვართ და ეს ყველამ კარგად იცის. შემადგენლობა მოტივირებულია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შესაბამისად, ფოკუზირებულნი ვართ მხოლოდ ტიტულის მოგებაზე. ლოპეტეგისა და იმ სამუშაოს მიმართ, რაც მან გააკეთა, დიდი პატივისცემა გამაჩნია. თავის თავგადასავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – ამბობს იერო.

ფერნანდო იერო: “რეალი” უნდა დამშვიდდეს და ჭკვიანურად იმოქმედოს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, ფერნანდო იერომ კრიზისში მყოფი “ბლანკოსის” მეთაური, ზინედინ ზიდანი დაიცვა და აღნიშნა, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებებით ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია.

“ცივი გონებით უნდა ვიფიქროთ და ჭკვიანური გადაწყვეტილებებით ვიმოქმედოთ. ჯერ კიდევ იანვარია, გუნდს იგივე მწვრთნელი და თითქმის ის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ბოლო ორ წელიწადში რვა ტიტული მოიგეს.

იყო “რეალის” წევრი, ნიშნავს, რომ ყოველ მატჩში გამარჯვებაზე უნდა იფიქრო. მეორე ადგილზე ყოფნაზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით. თუმცა, ამ სიტუაციაში ჯობს, ჯერ დავმშვიდდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ.

მართალია გულშემატკივარი მოგებებს მიეჩვია, მაგრამ ყველაფერს სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. ეს არ არის საკმარისი მიზეზი მწვრთნელის გასაშვებად. ფილოსოფია, მწვრთნელი და ფეხბურთელები იგივე დარჩა, ასე რომ, მთავარი სტრატეგიის შემუშავებაა,” – აცხადებს იერო.

იერო: “ისკოს თამაშს პირველად მაშინ დავესწარი, როდესაც ის 15 წლის იყო”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ ფერნანდო იერომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

იერო ჟურნალისტებს მადრიდელთა ტალანტის შესახებ ესაუბრა.

პირველად ისკოს თამაში რეგიონალურ ჩემპიონატში ვნახე, როდესაც ის 15 წლის იყო. მე გაგებული მქონდა, რომ “ვალენსიაში” ირიცხებოდა უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. სწორედ მის სანახავად გავემართე რიოხაში. თამაშზე მისულს ერთი კითხვა მაწუხებდა – თუ სად იყო ის ტალანტი, რომელზეც საუბრობდნენ, 10 წუთის შემდეგ მე სტადიონი დავტოვე, რადგან ვნახე ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ისკოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ასევე იმის შეგრძნება, რომ ის მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ფერნანდო იერო.

ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი – ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს – დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური

კოკე: “რონალდუს გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე მესის”

“სევილიას” ნახევარმცველმა, კოკე მორენომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სიძლიერე შეადარა.

“ჩემი პოზიცია – ფლანგის დაცვაა. ხშირად მიწევს რონალდოსთან შერკინება და მისი გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე ლეო მესის”.

“საუკეთესო მცველი მსოფლიოში? – სერხიო რამოსი. მანამდე ფერნანდო იერო მომწონდა, თამაშის ხარისხით და პიროვნებით,”-აცხადებს კოკე.

ფერნანდო იერო “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწე ფერნანდო იერო კლუბს ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იეროს გადაწყვეტილება ანჩელოტის გათავისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. ესპანელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე ამცნო.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო “რეალში” გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდის სამწვრტნელო შტაბში ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავა.

გუნდი ასევე დატოვა ანჩელოტის მეორე თანაშემწე პოლ კლემენტმა, რომელიც უახლოეს პერიოდში “დერბი ქაუნთის” ჩაუდგება სათავეში.

 

იერომ კასილასი დაარწმუნა

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა, რომელიც აქამდე გუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა გადაწყვიტა. ესპანელმა კიპერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იერო “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნა.

ფერნანდო იერომ შეძლო, დაერწმუნებინა კასილასი, რომ ის გუნდისთვის კვლავ საჭიროა. იერო და კასილასი ერთად წლების განმავლობაში იცავდნენ “რეალის” ღირსებას.

 

ფერნანდო იერო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის პოსტზე „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო იმუშავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე იერო ზინედინ ზიდანს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, „რეალის“ სარეზერვო გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ფერნანდო იერო „სამეფო კლუბში“ 1989-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 601 მატჩში 127 გოლი აქვს გატანილი.

იერომ კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ერთხანს იყო „მალაგას“ დირექტორიც.

 

იერო: “პუიოლი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანია”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო იერო აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” მცველი, კარლეს პუიოლი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანია.

“ჩემი აზრით, კარლესი სამ ესპანელ საუკეთესო მცველს შორისაა და ამავდროულად, ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანია.

“ბარსელონა” ძალიან ძლიერი გუნდია. მიმაჩნია, რომ კლუბს პუიოლის შემცვლელის პოვნა საკმაოდ გაუჭირდება. კატალონიელებთან ადაპტაცია კი ყველას არ უადვილდება”, – ამბობს იერო.

იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.

„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.

საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი