სკოულზს “ოლდჰემის” გაწვრთნა უნდოდა, მაგრამ კლუბისგან უარი მიიღო

ინგლისის პრემიერ ლიგის 11-გზის გამარჯვებული, პოლ სქოულზი მოუთმენლად ელის თავისი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას. Sky Sports-ის ცნობით, მას ბრიტანულ “ოლდჰემში” უნდოდა თავისი შესაძლებლობების გამოცდა, მაგრამ კლუბმა არჩევანი ახალგაზრდა რიჩი უელენსზე გააკეთა.

“საიდუმლო ნამდვილად არაა, რომ ეს სამუშაო მინდოდა. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ისინი ჩემს მსგავსად სხვა კანდიდატებთანაც საუბრობდნენ. ეს ადგილი ნამდვილად მინდოდა.

მათ უარი ვერ თქვეს რიჩის დანიშვნის შესაძლებლობაზე, რომელმაც გუნდის სწორ გზაზე დააყენა და ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა “ბრედფორდთან”. ასე რომ, ის ამ ამპულას ფანტასტიკურად მოერგო.

ვფიქრობ, რიჩიმ ფანებს რაღაცის იმედი მისცა და ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომლის ხილვაც დიდი ხნის მანძილზე უნდოდათ. წარმატებებს ვუსურვებ მას, მან სამუშაო მიიღო და იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს კლუბთან თანამშრომლობას,” – აცხადებს სქოულზი.

სქოულზი: “იმედი მაქვს, რომ რუნი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” დაამხობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი უეინ რუნის მიერ “რედინგის” კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა, რომლითაც ინგლისელი ფორვარდი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა (249 გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით).

“ეს დიდებული მიღწევაა. უეინი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მან კლუბს ბევრი ტიტული მოაგებინა.

გასაოცარია ისიც, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გატარებული დიდი დროის მიუხედავად, მას გამარჯვების სურვილი კვლავ არ გაჰქრობია, ის იგივე მუხტით აგრძელებს თამაშს.

დღევანდელ მატჩში უეინი ძალიან კარგი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” გასამართ მატჩში დაამხობს.” – განაცხადა ინგლისელმა.

სქოულზმა პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა – სამივე “სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სტატუსს სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა იმსახურებენ.

“ევროპულ ჩემპიონატებს შორის ესანეთის ლიგას გამოვარჩევდი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალებში მათ 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, სულ კი 16 გუნდი იყო. კლუბების თითქმის ნახევარი ესპანური იყო. პრემიერ ლიგიდან კი მხოლოდ 2 გუნდი იყო.

ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან. პრემიერ ლიგას არ ყავს საუკეთესო მოთამაშეები, თუ არ ჩავთვლით კუნ აგუეროს, კევინ დე ბრუინსა და დავიდ სილვას. ყველა დანარჩენი სხვა ქვეყნებშია გაფანტული.

საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” თამაშობენ. ჩვენ დიდ ფეხბურთელებთან გვაკავშირებენ – გარეთ ბეილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია – თუმცა მათ გადაბირებას ვერ ვახერხებთ. ვეღარ ვახერხებთ. ლიონელ მესი აქ არასდროს მოვა, ისევე როგორც ნეიმარი.”

სქოულზს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს მუშაობა

Manchester Evening News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელს, პოლ სქოულზს კლუბის სამწვრთნელო შტაბში სურს მუშაობა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ლუი ვან გაალის ჩანაცვლება სურს, რომლის ხელმძღვანელობითაც მანჩესტერული კლუბი საშინლად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის პოლი ამჟამად ბრიტანულ მედიაში მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში ჟურნალისტური კარიერის დასრულებას აპირებს.

 

სქოულზი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ საშუალო დონის გუნდად იქცა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „ვოლფსბურგთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა, რომლის გამო „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვერ გავიდნენ.

„ვან გაალი მცირე ზეწოლის ქვეშ იქნება. ის ამ სიტუაციას ტრავმებსაც დააბრალებს. ამჟამად ლუი საუკეთესო სიტუაციაში ნამდვილად არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცუდად არ უთამაშიათ, მატჩის ნახვა საინტერესო იყო“, – ციტირებს სქოულზს Goal.com-ი.

„პსვ-სთან საშინაო შეხვედრა მომაკვდინებელი იყო. გუნდი „ვოლფსბურგთან“ სათამაშოდ ემზადებოდა, მაგრამ პსვ-ს ვერ აჯობა. მატჩის დასკვნით ნაწილი არახარისხიანი გამოდგა.

„ახლა „იუანიტედი“ როგორც საშუალო დონის გუნდი გამოიყურება. ნამდვილად, საშუალო კლასის გუნდისგან ასეთ საშუალო შედეგს მიიღებთ“, – დაასრულმა პოლმა.

სქოულზი: „რეალს დე ხეას დამატების დიდი შანსი აქვს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა პოლ სპუოლზმა „წითელი ეშმაკების“ მეკარის დავიდ დე ხეას მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ეს სიტუაცია მაღელვებს. შეგვიძლია თუ არა დე ხეას დადანაშაულება? ის ესპანელია და თუ „რეალს“ ვინმეს“ მიღება სურს, ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

მადრიდელებს დავიდის დამატების დიდი შანსი აქვთ. კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს დიდი დარტყმა იქნება, რადგან ბოლო ორ სეზონში დე ხეა განუმეორებელი იყო. მისი შეცვლა ადვილი არ იქნება“, – ციტირებს სქოულზს „Sky Sports News HQ“.

სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.

 

ვენგერი: „სქოულზი იოზილის დონის ფეხბურთელთან თამაშს ისურვებდა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მესუთ იოზილზე ისაუბრა.

„ვიცოდი, რომ იოზილს კარგი ფიზიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ არ მეგონა, თუ იგი ამდენად ძლიერი იქნებოდა.

ფეხბურთში ყველამ თავისი ინდივიდუალური თვისებები კარგად უნდა გამოამჟღავნოს. იოზილს კლასი აქვს, იგი გუნდისთვის ბევრს აკეთებს. მესუთი ბევრს მშაობს, რასაც მისი თამაშიც ამტკიცებს.

იოზილის სათამაშო სტილს თქვენი მოტყუება შეუძლია, რადგან იგი მოძრავი ფეხბურთელია. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი ბევრს არ ცდილობს, თუმცა ეს ასე არ არის.

რაც შეეხება პოლ სქოულზის ინტერვიუს, ვფიქრობ, იგი იოზილისნაირ ფეხბურთელთან სიამოვნებით ითამაშებდა“, – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს „London Evening Standard“-ის ჟურნალისტი ჯეის ოლი.

სქოულზი: „არსენალში“ გადასვლის შემდეგ იოზილს ტიტულების მოგების შანსები დაეკარგა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „არსენალში“ მესუთ იოზილის ტიტულების მოგების შენსები შეაფასა.

„წინა წლებში ვიეირას, ანრის, ფაბრეგასისა და ვან პერსის სახით, „არსენალიდან“ ამბიციური ფეხბურთელები მიდიოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია.

ვფიქრობ, იოზილმა „არსენალში“ გადასვლის უფრო ადვილი ვარიანტის მოძებნა გადაწყვიტა. მესუთის ნიჭში ეჭვი არაფერის ეპარებოდა, თუმცა ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი მოედანზე მხოლოდ იმიტომ დარბის, რათა ეს დაფარულ მანძილად ჩაეთვალოს.

მას ლიდერი სჭირდება, რომელიც მოტივაციას მისცემს. „რეალში“ მესუთს ტიტულების მოგება შეეძლო, „არსენალში“ კი ეს ვერ გამოუვა“, – განაცხადა სქოულზმა.

სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.

ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.

Mourinho - Referee

ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.

ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.

 

სქოულზი: „ჯერარდი „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველის პოლ სქოულზის აზრით, სტივენ ჯერარდი, რომელიც სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს, თავის დროზე „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო.

„მე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარს მირთულდება იმაზე საუბარი, რომ ჯერარდს ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია.

ვფიქრობ, იგი „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო, როდესაც ლონდონელები 2005 წელს მის დამატებას ცდილობდნენ. უკვე მაშინ ნათელი იყო, რომ „ჩელსი“ უახლოეს წლებში პრემიერლიგას არაერთხელ მოიგებდა“, – განაცხადა სქოულზმა.

სქოულზი: „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მოთამაშე პოლ სქოულზი თვლის, რომ „წითელ ეშმაკებს“ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ბრძოლა და „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გასწრება შეუძლია. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, სადაც ბევრი ძალაა საჭირო. ვნახოთ, აღნიშნულ სიტუაციას ეს ორი კლუბი როგორ გაუმკლავდება“, – განაცხადა სქოულზმა.

ცნობისთვის, ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ 35 ქულით ინგლისის პირველობის მესამე პოზიციას იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 10 ქულით ჩამორჩება.