ობამეიანგი: „ყატარელები ათ მილიონს მთავაზობდნენ, მაგრამ დავრჩი“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ ყატარში გადასვლა შეეძლო.

„ყატარიდან წინადადება მივიღე, წელიწადში ათ მილიონს მთავაზობდნენ. თანხმობის შემთხვევაში, ჩემი ოჯახი სამუდამოდ დაფინანსებული იქნებოდა, თუმცა „სენ-ეტიენში“ დარჩენა გადავწყვიტე, სადაც ერთ თვეში 70 ათას ევროს ვიღებდი. ვიცოდი, რომ მომავალში მეტის გამომუშავებაც შემეძლო. ერთ წელიწადში „სენტ-ეტიენს“ ჩემი „ნიუკასლში“ გაყიდვა სურდა, მაგრამ დორტმუნდი ავირჩიე. მამაჩემს იურგენ კლოპის მუშაობა ძალიან მოსწონდა. მართალია, „ბორუსიაში“ ხელფასი ნაკლები გამოვიდა“, – ციტირებს ობამეიანგს „დეილი მეილი“.

ყატარში ვერ გადაწყვიტეს, თუ რამდენმა სტადიონმა უნდა მიიღოს მსოფლიოს ჩემპიონატი

ყატარში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, თუ რამდენმა სტადიონმა უნდა მიიღოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თანაშემწის, ნასერ ალ ხატერის თქმით, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების თარიღი ერთი თვით გადაიდო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი სტადიონი მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს, დეკემბერში უნდა მიეღოთ, თუმცა საკითხი იანვრამდე არ გადაწყდება.

პირვანდელ პროექტში გათვალისწინებული იყო 12 სტადიონი, მაგრამ მოგვიანებით ფიფამ რეკომენდაცია მხოლოდ რვა არენას გაუწია.

 

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ეს ფიფას ყველაზე დიდი სირცხვილია”

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა ფიფას დიდი სირცხვილი იყო. არჩევნები ზუსტად ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დღესდღეობით შვეიცარიის პროკურატურა იძიებს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების პროცესი, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ფიფას ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო და ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ მინიმუმ კიდევ შვიდი წელი. თუ შვეიცარიის პროკურატურა არჩევნების პროცესში დარღვევებს აღმოაჩენს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ შვეიცარიული მხარის და FBI-ს ერთობლივი გამოძიებით უკანონო ფინანსური ოპერაციები გამოვლინდება, ხალხი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას მოითხოვს.

თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, შევნიშნავთ, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ყატარისთვის მიეცათ. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ყველაფერი სუფთად არ ჩატარებულა. ყველამ ვიცით, რომ ფიფას ინსპექცია ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ახლა იძულებულნი არიან, რომ ტურნირი ზამთარში გდაიტანონ. გარდა ამისა, მაშინდელი აღმასრულებელი კომიტეტის ბევრ წევრს ან შეუჩერდა საქმიანობა ან მათზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

როჯერსი მუშაობას ყატარში დაიწყებს?

„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, შესაძლოა, ყატარში სამუშაოდ წავიდეს. როგორც გამოცემა „მირორი“ იუწყება, ერთ-ერთ ყატარული კლუბის მას წელიწადში 3,5 მილიონ ევრო სთავაზობს.

აქამდე როჯერსმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო სქმიანობისგან დასვენება სურს, თუმცა ახლო აღმოსავლეთდან წინადადებამ, შეიძლება, მას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

სათქმელია, რომ აქამდე როჯერსის სახელს „ჩელსისაც“ უკავშირებდნენ.

პირლომ ყატარელი მდიდრები იუარა

“იუვენტუსის” გამოცდილი ნახევარმცველი ბევრ ფულს არ დახარბდა.

36 წლის ნახევარმცველს “ბიანკონერებთან” კონტრაქტის ვადა 2016 წელს ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს.

Calciomercato-ის ინფორმაციით, ყატარული “ალ-ჯაიში” იტალიელს ეპატიჟებოდა და წელიწადში 7,5 მილიონს სთავაზობდა.

ერთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ანდრეა პირლომ კი უარი განაცხადა იტალიის დატოვებაზე.

“ალ სადი” ჩავის ტრანსფერს ადასტურებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ალ სადის” გენერალური დირექტორი აბდულა ალ-ბერიკი ადასტურებს.

“ალ სადიმ” “ბარსელონას” კაპიტან ჩავის დამატება მოახერხა, რომელიც ფოტოზე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორ მუჰამედ გულამთან ერთად არის”, – დაწერა სოციალურ ქსელში “ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. sport-es-ის ცნობით, 35 წლის ესპანელი ნახევარმცველი წელიწადში ჯამაგირის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ყატარის ნაკრებში კონსულტანტადაც იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

 

2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება

ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2021 წელს გასამართი კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ტარდება ხოლმე და პლანეტის უმთავრესი ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მოიხსენიება.

“მეტეოროლოგიური პირობების გამო 2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება. ტურნირს აზიის რომელიმე ქვეყანაში გავმართავთ”, – ციტირებსა ვალკეს სიტყვებს A Bola.

წინასწარი ინფორმაციით, ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 26 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

 

რუმენიგე კომპენსაციას ითხოვს

ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში გადატანის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი-2022 ყატარში გაიმართება, სადაც ივნის-ივლისში საკმაოდ ძლიერი სიცხეა. დღე-დღეზე უნდა დამტკიცდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, რაც რიგი ევროპული ფედერაციების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ თავიანთი ჩემპიონატების განრიგის შეცვლა მოუწევთ.

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კალენდარი უნდა შეიცვალოს და მუნდიალის განრიგს მოერგოს. ევროპული კლუბები და ლიგები ამ ცვლილების შედეგად დაზარალდებიან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიყოს კომპენსაცია, რომელიც მუნდიალის განრიგის შეცვლის შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს”, – რუმენიგეს სიტყვებს ITV ციტირებს.

 

2022 წლის მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამ ინფორმაციას გამოცემა Sports Illustrated-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში ფიფა ყატარს მუნდიალის შემოდგომა-ზამთრის კვეთაზე ჩატარების რეკომენდაციას მისცემს, უკვე მარტის თვეში კი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამრიგად, მუნდიალის გამო ევროპულ ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად სწორედ ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა.

 

ფიფას აღმასკომის წევრი: “ყატარს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ”

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ტეო ცვანციგერმა ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში არ ჩატარდება. ექიმები ზაფხულში არსებული პირობების გათვალისწინებით ტურნირის ნორმალურად ჩატარების გარანტიას ვერ გვაძლევენ”, – ციტირებს ცვანციგერის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ასტანაში გამართულ უეფას კონგრესზე განაცხადა, რომ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ვადები 2015 წლის მარტში უნდა დადგინდეს.

 

ყატარული კლუბი ჩავის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

ყატარულმა “ალ ჯაიშმა” “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის ახალი წინადადებით მიმართა.

ინტერნეტ-გამოცემა Sport – ის ცნობით, ჩავის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვიდათ ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ჩავი კატალონიური კლუბის დატოვებას ზამთარში აპირებდა. საუბრობდნენ, რომ ესპანელი კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებდა.

კორუფციული სკანდალები მუნდიალების ირგვლივ

ფიფა 2018 და 2022 წლების მუნდიალების ირგვლივ არსებულ კორუფციული სკანდალების გამოძიებას აგრძელებს.

შეგახსენებთ, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში უნდა გაიმართოს, ხოლო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს.

ფიფას პროკურორის მაიკლ გარსიას ვერდიქტი რუსეთის და ყატარის კორუფციულ გარიგეგებში მონაწილეობის შესახებ, ერთი კვირით გადაიდო.

ივნისში გარსიამ განაცხადა, რომ ივლისში მოსამართლე იოაჰიმ ეკერტი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საგაგნებო მოხსენებით გამოვიდოდა, თუმცა ღონისძიება სექტემბრის პირველი რიცხვებისთვის გადაიდო.

ეკერტი ახალ მასალებს სწავლობს. შესაძლოა, რუსეთსა და ყატარს გარკვეული სანქციებიც დაუწესონ.

ამასთან ერთად ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის და ყატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა მხოლოდ მას და ფიფას სხვა ხელმძღვანელებს შეუძლიათ.